2. რკინიგზის მიზეზით მაღალი კატეგორიის ვაგონში ან მატარებელში მგზავრთა იძულებით გადასვლას (გადაყვანას) თითოეულ შემთხვევაში აფორმებენ აქტით მატარებლის უფროსის (მექანიკოს-ბრიგადირის) და იმ სადგურის მუშაკის ხელმოწერით, სადაც მოხდა ეს გადასვლა. აქტს ინახავენ მატარებლის რეისის ბოლომდე და შემდეგ გადასცემენ გამყოლთა რეზერვს.
4. მაღალი კატეგორიის ვაგონში გადაყვანისას დამატებით საფასურს მგზავრებს არ ახდევინებენ, ხოლო დაბალ კატეგორიაში სადგური იხდის მგზავრობის ღირებულების სხვაობას ამ წესების 264-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. მგზავრები, რომლებიც არ განულაგებიათ იმავე მატარებელში, უნდა გაიგზავნონ დროით უახლესი გამავალი მატარებლით თავიანთი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისა