ა) მგზავრი მატარებელში ჩაჯდომისას ან სვლის გზაზე ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, არღვევს მგზავრობის წესებსა და საზოგადოებრივ წესრიგს, სვამს სპირტიან სასმელებს, არღვევს სხვა მგზავრთა სიმშვიდეს. ასეთი მგზავრის ჩაჯდომაზე უარის თქმა ან გაძევება შეუძლია ვაგონის გამყოლს ან რკინიგზის სხვა თანამდებობის პირს, ხოლო დაუმორჩილებლობისას – პოლიციის მუშაკს. ასეთ პირს სამგზავრო დოკუმენტზე აღენიშნება: „უარი ეთქვას გადაყვანაზე ამ წესების 61-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე“. ამასთან მგზავრობის (გაუვლელი მანძილის) და ბარგის გადაზიდვის საფასურს არ უბრუნებენ;

ბ) მგზავრის ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაშია, რაც არღვევს გარშემო მყოფთა სიმშვიდეს ან უქმნის საფრთხეს სხვა მგზავრთა ჯანმრთელობას და თუ ამასთან არ არის მისი ცალკე მოთავსების შესაძლებლობა, ასეთ შემთხვევაში მგზავრს იმ სადგურში, სადაც არის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით ატოვებინებენ მატარებელს. ამ შემთხვევაში სადგურის უფროსი უბრუნებს მგზავრს გაუვლელი მანძილისთვის მგზავრობის ღირებულებას გავლილი მანძილის ტარიფის ღირებულების გამოქვითვით, ან აკეთებს აღნიშვნას სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადის შეჩერებისა და გაგრძელების შესახებ ამ წესების 30-ე მუხლის შესაბამისა