1. თუ ტვირთის შემდგომი თანხლება შეუძლებელი გახდა, სადგური გამყოლის წერილობითი განცხადების საფუძველზე ამის შესახებ ატყობინებს ტვირთგამგზავნს ან ტვირთმიმღებს გაგზავნის ან დანიშნულების სადგურის მეშვეობით. თუ გამყოლს არ შეუძლია წერილობითი განცხადების გაკეთება, შეტყობინების გადაცემისა და ტვირთის თანხლების წესის შეცვლის საფუძველი შეიძლება გახდეს სამედიცინო დაწესებულების, სამართალდამცავი ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო წესით გაცემული ცნობა. შეტყობინების მიღებისას ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები ცვლიან გამყოლს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დატვირთული ვაგონები, ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ახალი გამყოლების მოსვლამდე რჩება სადგურში, რის შესახებ დგება საერთო ფორმის აქტი.
3. სადგური, სადაც შეჩერდა დატვირთული ვაგონი, ახალ გამყოლებს გადასცემს მოწმობას ამ წესების 101-ე მუხლის შესაბამისად და მათ შესახებ მიუთითებს ზედნადების გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები“.