2. ღუმელების დაყენებისას ტვირთსა და ღუმელს შორის მანძილი უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი, ხოლო ტვირთის დატვირთვის ზედა დონესა და ვაგონის ჭერს შორის – სულ ცოტა 50 სმ. ვაგონში, სადაც ტვირთთან ერთად ნავარაუდევია გამყოლის ყოფნაც, აკრძალულია კარის ღიობებში ტვირთის, მყარი სათბობის მარაგის ან სხვა მასალების განლაგება.
3. ვაგონში ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ღუმელებისა და საღუმელე მოწყობილობის დაყენებისას ტვირთგამგზავნის მიერ მათი რაოდენობა აღინიშნება ზედნადების მეორე მხარეზე არსებულ მე-4 გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები“.
4. ვაგონების მომარაგებას სამყოფი რაოდენობის მყარი საღუმელე სათბობით სვლის მთელ გზაზე უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი.
5. თუ საღუმელე სათბობი არასაკმარისია, გამყოლს უფლება აქვს მიიღოს იგი სვლის გზაზე მდებარე იმ სადგურში, სადაც არის სათბობის საწყობი