1. ტვირთგამგზავნი ზედნადებში ტვირთის დასახელების ქვეშ აღნიშნავს, რომ ტვირთი გადაიზიდება გამყოლთა თანხლებით და მიუთითებს გამყოლთა რაოდენობას, მათ გვარ-სახელებს (სრულად). სიტყვა „პასპორტის“ შემდეგ იწერება პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის სერია და ნომერი, ხოლო სიტყვების „მივლ. მოწმ.“ შემდეგ – მივლინების მოწმობის ნომერი.
2. თუ გადაზიდვის დამაბრკოლებელი გარემოებების გამო აუცილებელი გახდა ტვირთის გაცემა, გამყოლს შეუძლია განახორციელოს ტვირთგამგზავნის ფუნქციები. ამ შემთხვევაში, კეთდება აღნიშვნა ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები“, სადაც ზუსტად აღიწერება გამყოლისათვის მინიჭებული უფლებამოსილება.
3. თუ ტვირთგამგზავნი იურიდიული პირია, გამყოლისთვის მისი უფლებამოსილებების დელეგირება ხდება ტვირთგამგზავნის მიერ გაცემული მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე.
4. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემები ტვირთგამგზავნს მასში შეაქვს დატვირთვის შემდეგ.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 99
თავი X — ტვირთის თანხლებით გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 99, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-99/