1. შეყინვადი გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები” მიუთითოს ტენიანობის პროცენტი, შეყინვისგან დაცვის მიზნით მიღებული პროფილაქტიკური ზომები და დასვას შტემპელი „შეყინვადია”.
2. ტენიანობის მითითება არ არის სავალდებულო მიწის, თიხის, ქვიშის, ხრეშისა და ღორღის ჩატვირთვისას.
3. სადგურმა შეყინვადი ტვირთი გადასაზიდად შეიძლება მიიღოს პროფილაქტიკური ზომების მიუღებლად, თუ ამის თაობაზე ტვირთგამგზავნი წარმოადგენს ტვირთმიმღების წერილობით თანხმობას და უზრუნველყოფს მის დროულ გადმოტვირთვას. ამ შემთხვევაში ზედნადებში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 96
თავი IX — შეყინვადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 96, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-96/