2. თუ ტვირთი დანიშნულების პუნქტში მიტანილია შეყინულ მდგომარეობაში, რაც გამოწვეულია პროფილაქტიკური ზომების გამოყენების წესის ან ტვირთმიმღებთან შეთანხმებული გადაზიდვის პირობების დარღვევით, ტვირთმიმღები ვალდებულია, სადგურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შეადგინოს საერთო ფორმის აქტი, რომლითაც დასტურდება ტვირთის შეყინვის ფაქტი და მასში აღინიშნება ტვირთის გადმოტვირთვის პერიოდში ტვირთმიმღების მიერ ვაგონით სარგებლობისათვის გადახდილი საფასური.
თავი X
ტვირთის თანხლებით გადაზიდვის წეს