2. ამ წესის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკლასიფიკაციო შიფრის ორგანული პეროქსიდი, რომელიც საჭიროებს ტემპერატურის რეგულირებას, გადაიზიდება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალიზებულ იზოთერმულ ვაგონში, ხოლო ამ ქვეკლასის სხვა ტვირთი და მისგან დაცლილი ტარა – მხოლოდ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებულ ვაგონში. ამ შემთხვევაში ტვირთგამგზავნი ვაგონს ნაცრისფრად ღებავს.
3. ორგანული პეროქსიდით დატვირთული ან მისგან დაცლილი ვაგონის სვლა დაიშვება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალისტის სავალდებულო თანხლებით.
თავი 16
მე-6 კლასის საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვ