2. ტვირთგამგზავნმა ყვითელი ფოსფორი უნდა შეფუთოს სტანდარტულ ლითონის ჰერმეტულ კასრში ან ქილაში, რომელიც წინასწარ ავსებულია წყლით, ხოლო, თუ მსვლელობის გზაზე გარე ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსზე დაბალია, ტარა წინასწარ ივსება კალციუმ ქლორიდის უყინი ხსნარით.
3. ფოსფორიანი კასრი იპლომბება, ხოლო ქილა ირჩილება და დამატებით შეიფუთება თავსახურიან ხის მჭიდრო ყუთში. ვაგონში ფოსფორიანი კასრი განლაგდება ერთ იარუსად, საცობით მაღლა