1. ტარაში მოთავსებული ბენზინის გადაზიდვისას ტვირთგამგზავნმა, ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება”, უნდა მიუთითოს: „ძრავას, არაეთილირებული ბენზინი” ან „ეთილირებული ბენზინი”. ტარაში მოთავსებული ეთილირებული ბენზინის გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ ტვირთის გაგზავნის ქვეყნის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვით და მისი პირობების დაცვით.
2. ლუმინალი ა, ჰეპტილი, ტ-185 პროდუქტი, დარან ა, აგრეთვე მათგან დაცლილი ტარა გადაიზიდება მხოლოდ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალიზებულ ვაგონში, სპეციალურ ტევადობაში და მისი სპეციალისტის სავალდებულო თანხლებით.