1. აკრილონიტრილი, გოგირდნახშირბადი, ეთილმერკაფტანი, იზოპროპილნიტრატი, სამინი, აგრეთვე ამ ნივთიერებისგან დაცლილი ტარა გადაიზიდება მხოლოდ სპეციალიზებულ ან ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ იჯარის ან ქირავნობის უფლებით აღებულ ვაგონში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტვირთის გადამზიდი ვაგონი იღებება ყვითლად, ხოლო თვითონ ტვირთი გადასაზიდად წარმოდგენილი უნდა იყოს სტანდარტულ ჰერმეტულ და დაპლომბილ კასრში, რომელიც ვაგონში განლაგდება ერთ იარუსად, საცობით მაღლა.
3. იზოპროპილნიტრატითა და სამინით დატვირთული ან ამ ნივთიერებისგან დაცლილი ვაგონი უნდა მოძრაობდეს მხოლოდ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალისტის თანხლებით.