1. საფრთხეშემცველი ტვირთისგან დაცლილი დასაბრუნებელი ტარა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტარისა, გადაიზიდება ზოგადი პირობებით, როგორც საფრთხეეუმცველი ტვირთი, თუ იგი შიგნიდან და გარედან გაწმენდილ-გაუსნებოვნებულია და მოცლილი აქვს საფრთხის ნიშანი. ამ შემთხვევაში, ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება”, ტვირთგამგზავნი მიუთითებს: „---------- -სგან (აღინიშნება საფრთხეშემცველი ტვირთის დასახელება) დაცლილი დასაბრუნებელი ტარა გაწმენდილია, უსაფრთხოა”.
2. სპეციალიზებულ ვაგონში გადაზიდული საფრთხეშემცველი ტვირთისგან დაცლილი დასაბრუნებელი ტარა გადაიზიდება ამ ტვირთისთვის გათვალისწინებულ ვაგონში, ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთის ჩამოტვირთვის შემდეგ. ამგვარი ტარის გადაზიდვა სხვა ვაგონში აკრძალულია.