1. ნებადართულია მე-3 კლასის ადვილაალებადი სითხისა და 8.1 ქვეკლასის სამედიცინო, ვეტერინარული და ლაბორატორიული დანიშნულების მჟავის ერთობლივი გადაზიდვა სავაგონო გზავნილით. აღნიშნულ შემთხვევაში ადვილაალებადი სითხე იფუთება ჰერმეტულ ტარაში, რომლის ტევადობა არ აღემატება 1 ლიტრს და იგი თავსდება ტარის მთელ სიმაღლეზე ბუდიან მჭიდრო ხის ყუთში. საჭიროებისას, ყუთს უნდა ჰქონდეს ჰორიზონტალური შუასადები და ამორტიზატორი. ბუდისა და ყუთის თავსახურის ქვეშ არსებული თავისუფალი სივრცე ივსება უწვავი შუასადები მასალით. მჟავიანი შუშის ტარა დახუფული უნდა იყოს მორგებული შუშის საცობით, დამაგრებული დამცავი ხუფითა და მოთავსდეს არა უმეტეს 50 კგ ბრუტო მასის ბუდიან მჭიდრო ხის ყუთში. ყუთის ბუდეს შემოფენენ რბილი უწვავი მასალით. მჟავის შესაფუთად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქაღალდის, ხის ბურბუშელას, ნახერხის, ჩალისა და სხვა საწვავი ან ადვილაალებადი მასალა.
2. მჟავიანი ადგილი, ვაგონში ჩატვირთვისას, განლაგდება ადვილაალებადი სითხითა და საწვავი მასალით დატვირთული ყუთის საპირისპირო მხარეს. ამ შემთხვევაში ყველა ადგილი ერთმანეთთან მჭიდროდ იდგმება და მკვიდრად მაგრდება.