1. შეკუმშული, გათხევადებული და წნევის ზემოქმედებით გახსნილი აირი გადაიზიდება სტანდარტულ ბალონში, ჭურჭელსა და სპეციალიზებულ კონტეინერში, რომელიც პასუხობს წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის ექსპლუატაციის მოთხოვნებს.
2. ტვითგამგზავნმა გადასაზიდად უნდა წარმოადგინოს გამართულ მდგომარეობაში მყოფი შეკუმშული, გათხევადებული და წნევის ზემოქმედებით გახსნილაირიანი ბალონი, საღი ვენტილით, შესაბამისი შეფერილობითა და მასზე შემდეგი დეტალების არსებობის პირობით:
ა) თითოეული აირისთვის დადგენილი ფერადი ზოლი, სტანდარტით გათვალისწინებული შესაბამისი აღნიშვნით;
ბ) ტვირთგამგზავნის ან ბალონის დამტუმბველი ქარხნის პლომბიანი დამცველი ხუფი;
გ) არანაკლებ 25 მმ სისქის ორი დამცავი რეზინის რგოლი;
დ) საფრთხის ნიშანი;
ე) ბალონის ვენტილის სახშობი დატუმბვის ინსტრუქციის შესაბამისად.
3. ბალონი, ჭურჭელი და სპეციალიზებული კონტეინერი ტვირთგამგზავნმა უნდა შეავსოს აირით სტანდარტითა და ტექნიკური პირობით დადგენილი ნორმის დაცვით.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 46
თავი 12 — საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის სპეციალური პირობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 46, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-46/