1. მაღალი წნევის ჰაერის კომპრესორიდან მყვინთავის ბალონის დატენვის დროს, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ჰაერის ბალონში სუფთა ჰაერის მიწოდება.

2. ჰაერის ბალონის დატენვის წინ მოწმდება მაღალი წნევის მიმწოდებელი მილების, ბარომეტრისა და ფილტრების მდგომარეობა.

3. მაღალი წნევის ჰაერის კომპრესორის ჰაერის ფილტრი იცვლება მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ ვადებში.

4. ჰაერის ბალონი ტექნიკურად უნდა შემოწმდეს და დასუფთავდეს მწარმოებლის მიერ დადგენილ ვადაში.

5. მექანიკური დაზიანების დროს, ჰაერის ბალონის გამოყენება შემოწმების გარეშე დაუშვებელი