1. აკრძალულია ტურბოკომპრესორების ექსპლუატაციის დროს დაწნეხილი აირების ზეთით დაბინძურება.

2. აკრძალულია ჰაერის ფილტრებში ჰაერის გაწმენდისას ზეთის გამოყენება. ჟანგბადის ცენტრიდანული კომპრესორების მართვა, კონტროლი და გაშვება უნდა განხორციელდეს იზოლირებული სათავსოდან.

3. 0.6 მპა(6კგძ/სმ2)-ზე მეტი დაჭირხვნის წნევის მქონე ჟანგბადის ცენტრიდანულ კომპრესორზე გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) ავტომატური დაცვა

ბ) ლაბირინთულ შემჭიდროებაში მიწოდებული აირის წნევის შემცირების შემთხვევაში კომპრესორის ავტომატური გაჩერება.

გ) კომპრესორის ლაბირინთული შემჭიდროებიდან გამომავალი აირის ანალიზისთვის სინჯების აღების სტაციონალური მოწყობილობა.

4. აკრძალულია აზოტის კომპრესორის მიერთება ჰაერის დაყოფის დანადგართან გაზგოლდერის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ავტომატური მოწყობილობა და ბლოკირება.

5. თითოეული ცენტრიდანული კომპრესორის ზეთის ავზიდან ზეთის ორთქლის არინება უნდა განხორციელდეს ცალკეული მილსადენის მეშვეობით. ზეთის ორთქლის კონდესატის ჩამოსასხმელად მილსადენის ქვედა წერტილიდან მოწყობილი უნდა იყოს დრენაჟი.

6. საკომპრესორო მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის, შესაბამისი დარეგისტირებული სტანდარტის და საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნებ