1. მომუშავე კომპრესორები და ტუმბოები უნდა იყოს მომსახურე პერსონალის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.
2. კომპრესორებისა და ტუმბოების ექსპლუატაცია დაუშვებელია, თუ გამორთულია ან მწყობრიდან გამოსულია ავტომატიკა მათზე, საავარიო ვენტილაცია ან ბლოკირება გამწოვი სისტემის ვენტილატორებთან.
3. გაზის წნევა ტუმბოს შემწოვ ხაზზე 0,1-0,2 მეგპა (1-2 კგძ/სმ2
)-ით უნდა აღემატებოდეს თხევადი ფაზის გაჯერებული ორთქლის დრეკადობას მოცემულ ტემპერატურაზე.
4. გაზის წნევა კომპერსორის საჭირხნ მილყელში არ უნდა აღემატებოდეს გათხევადებული ნახშირწყალბა-დიანი გაზების ორთქლის კონდენსაციის წნევას დაჭირხნის ტემპერატურაზე. გაზის მაქსიმალური წნევა კომპრესორის შემდეგ არ უნდა იყოს 1,6 მეგპა (16 კგძ/მ2)-ზე მეტი.
5. კომპრესორები და ტუმბოები ავარიულად უნდა გამოირთოს:
ა) გაჟონვებისა და გამომრთველი მოწყობილობის უწესივრობისას;
ბ) ვიბრაციების, არადამახასიათებელი ხმაურისა და კაკუნისას;
გ) საკისრებისა და საჩობლო შემჭიდროვების მწყობრიდან გამოსვლისას;
დ) ზეთისა და წყლის პარამეტრების დასაშვები ზღვრებიდან გამოსვლისას;
ე) ელექტროამძრავისა და ამამუშავებელი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლისას;
ვ) მექანიკური გადაცემებისა და ამძრავების უწესივრობისას;
ზ) გაზის წნევის გადახრისას დასაშვები ზღვრებიდან შესავალ და გამოსავალ მილყელებში.
6. სადგურების (პუნქტების) სატუმბო-საკომპრესორო განყოფილებებში სარემონტო სამუშაოების დროს, აგრეთვე გაზსაშიში სამუშაოების წარმოებისას საწარმოო ზონაში გამორთული უნდა იყოს კომპრესორები და ტუმბოები