1. ტექნოლოგიური პროცესების წარმართვამ, ტექნოლოგიური და ელექტრული მოწყობილობის, გაზსადენების, სანიტარიულ-ტექნიკური ნაგებობების მდგომარეობამ გაზსავსებ სადგურებსა და პუნქტებში უნდა უზრუნველყოს უავარიო მუშაობა და პერსონალის უსაფრთხოება.
2. საწარმოო პროცესები უნდა წარიმართოს საწარმოო ინსტრუქციების ტექნოლოგიური სქემების თანახმად ამ „მოთხოვნების“ დაცვით.
3. პროექტებში ყოველი საწარმოო სათავსისა და გარე დანადგარისათვის განისაზღვრება აფეთქებისა და ხანძრის საშიშროების კატეგორია და კლასი. გაზსადენებზე ნაჩვენები უნდა იყოს გაზის ნაკადების მოძრაობის მიმართულებები.
4. მიღებული და მომხმარებლებზე გაცემული გაზი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში აღიარებულ სტანდარტებს.
5. გაზის სუნის ინტენსიურობა მოწმდება სტანდარტის შესაბამისად.
6. დაუშვებელია მომუშავე ტექნოლოგიურ მოწყობილობაზე გაზის გაჟონვების აღმოფხვრის სამუშაოების ჩატარება. გაზსადენების შეერთებისა და არმატურის დაშლა დასაშვებია გამორთვისა და ინერტული აირით ან ორთქლით გაქრევის შემდეგ.
7. აკრძალულია მილტუჩა შეერთებების სამაგრი დეტალების მოჭერა, გაზსადენებისა და მოწყობილობაზე ჭანჭიკების მოხსნა (გამოცვლა) წნევის ქვეშ.
8. გაზსადენების, არმატურის და ტექნოლოგიური მოწყობილობის ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე და კაპიტალური რემონტი ტარდება დამამზადებელი ქარხნების ინსტრუქციებისა და ამ „მოთხოვნების“ შესაბამისად.
9. სადგურში (პუნქტში) ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები სრულდება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად.
10. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოებისას ძირითადი საწარმოო საქმიანობა (ჩამოსხმა-ჩასხმა) უნდა იქნეს შეჩერებული, საწარმოო ზონის ვენტილაციის სისტემები – ჩართული.
11. სამუშაოების დაწყების წინ და პროცესში სადგურში (პუნქტში) უნდა ჩატარდეს ჰაერის გარემოში გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ორთქლის შემცველობის ანალიზი სამუშაოების წარმოების ადგილიდან არანაკლებ 20 მ-ის დაშორებით. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ორთქლის გამოვლენისას ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა შეწყდეს.
12. სადგურის (პუნქტის) პერსონალი უნდა იქნეს გაფრთხილებული მოწევის აკრძალვის შესახებ, ხოლო ტერიტორიაზე გამოკიდებული უნდა იყოს მაფრთხილებელი წარწერები ღია ცეცხლის გამოყენების აკრძალვის თაობაზე.
13. სადგურის (პუნქტის) საწარმოო ზონაში აკრძალულია გარეშე პირთა ყოფნა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც არაა დაკავშირებული წარმოებასთან.
14. სადგურის (პუნქტის) ტერიტორიაზე დასაშვებია შევიდეს გაზის გადასაზიდად განკუთვნილი ტრანსპორტი:
ა) სპეციალურად მოწყობილი ავტომანქანები;
ბ) სატვირთო ავტომანქანები, რომელთაც აქვთ ნაპერწკალსაქრობები გამოსაბოლქვ მილზე, ხის კალაპოტები ან რეზინის (თოკის) რგოლები და სამარჯვები ბალონების დასამაგრებლად.
15. მოძრავი გაზსავსები სადგურები და პუნქტები აღჭურვილი უნდა იყოს ხანძრის ჩასაქრობი საშუალებებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საშიშროების აღმნიშვნელი ფირნიშით.
16. საყოფაცხოვრებო ბალონების ასავსებად განკუთვნილი მოედანი აღჭურვილი უნდა იყოს:
ა) გადავსებული ბალონებიდან გაზის ჩამოსასხმელი ჭურჭლით (ბალონით);
ბ) მოწყობილობის ჩამიწების კონტურით;
გ) ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით
„გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 24. ზოგადი მოთხოვნები გაზსავსები სადგურებისა და პუნქტების მიმართ
თავი IX — გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით შემვსები სადგურები და პუნქტები (გაზსავსები სადგურები და პუნქტები)
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. მცველი სარქვლები
- მუხლი 19. ფილტრები
- მუხლი 20. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და გაზგამომყენებელი დანადგარების მიმართ
- მუხლი 21. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის მიმართ
- მუხლი 22. გაზსადენები და გაზმოწყობილობა
- მუხლი 23. სავენტილაციო და კვამლსარინი სისტემები
- მუხლი 26. რეზერვუარები და ბალონები
- მუხლი 27. ჩამკეტი არმატურა, სარქვლები
- მუხლი 28. კომპრესორები და ტუმბოები
- მუხლი 29. სავენტილაციო სისტემები
- მუხლი 30. მოთხოვნები ლითონების გაზის ალით დამუშავებისას
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე, მუხლი 24, №1-1/525, 14.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 300380000.22.024.014508 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1101929/muxli-24/