1. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში გაზის გამშვები ბრიგადა ვალდებულია გაზის გაშვებამდე დაათვალიეროს ყველა გაზსადენი და მოწყობილობა და შეამოწმოს მათი წესივრულობა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

2. გაზსადენები და მოწყობილობა მათში გაზის გაშვების წინ ექვემდებარება საკონტროლო დაწნეხას შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

3. გაზსადენები, მოწყობილობა და საკომპრესორო დანადგარები გაზზე მუშაობის დაწყების წინ უნდა გაქრევდეს ინერტული ან ბუნებრივი გაზით შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

4. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის სათავსებში, სადაც წარმოებს გაზსადენებისა და მოწყობილობის გაქრევა, ჩართული უნდა იყოს მომდენ-გამწოვი ვენტილაცი