1. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მოწყობილობა და გაზსადენები ექსპლუატაციაში მიღებამდე ექვემდებარება ინდივიდუალურ გამოცდებს სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
2. გაზსადენების სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოცდის ხერხი (ჰიდრავლიკური, პნევმატიკური), წნევა, ხანგრძლივობა და შედეგების შეფასება მიიღება გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მუშა დოკუმენტაციის შესაბამისად, ხოლო თუ არ არის მითითება – „რეგლამენტის” მოთხოვნების შესაბამისად.
3. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი გაზსადენები სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოიცდება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.
4. ინდივიდუალური გამოცდების დროს დადებითი შედეგების მიღწევისას გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მთელი ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისი შეკუმშული ბუნებრივი გაზის მიღებას, ექვემდებარება კომპლექსურ მოსინჯვას.
5. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის კომპლექსურ მოსინჯვამდე წარმოებს გაზის გაშვება შესაბამისი სტანდარტების მიხედვი