1. საწარმოს ბრძანებით ხელმძღვანელების ან სპეციალისტებისაგან ინიშნება წნევაზე მომუშავე ჭურჭლების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი და ჭურჭლების წესივრულ მდგომარეობასა და უსაფრთხო მუშაობაზე პასუხისმგებელი პირი.

2. ექსპლუატაციაში ჩართულ წნევაზე მომუშავე თითოეულ ჭურჭელთან, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, თვალსაჩინო ადგილას აღნიშნული უნდა იყოს:

ა) სარეგისტრაციო ნომერი;

ბ) დასაშვები წნევა;

გ) შიგა დათვალიერებისა და ჰიდრავლიკური შემოწმების შემდეგი ვადა (თვე და წელი).

3. წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მომსახურე პერსონალი ვალდებულია შეაჩეროს ჭურჭლების მუშაობა მათი მუშაობის რეჟიმისა და უსაფრთხო მომსახურების ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.

4. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ადმინისტრაციას წნევაზე მომუშავე ჭურჭლებზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით უნდა ჰქონდეს საექსპლუატაციო დოკუმენტაცია (დადგმის პროექტი, ჭურჭლების, არმატურის, მცველი მოწყობილობისა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების პასპორტები, პროფილაქტიკური რემონტების ჟურნალი და სხვა