1. წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის სარემონტოდ, გასაწმენდად, ტექნიკური შემოწმებისათვის გაჩერებისას საჭიროა:

ა. განთავისუფლდეს ჭურჭელი სითხისაგან გაქრევით;

ბ. ჩამკეტი მოწყობილობის საშუალებით გამოირთოს ჭურჭელი მოქმედი კომუნიკაციებიდან;

გ. შემცირდეს გაზის წნევა ჭურჭელში ატმოსფერულამდე (კონტროლი წნევის არარსებობაზე წარმოებს მანომეტრით და საკონტროლო ვენტილის გაღებით). ამ დროს წნევის შემცირების სიჩქარე მიღებულ უნდა იქნეს დამამზადებელი ქარხნის რეკომენდაციის შესაბამისად;

დ. განთავისუფლდეს ჭურჭელი დარჩენილი სითხისაგან;

ე. ჩატარდეს ჭურჭლის ჰაერით ან ინერტული გაზით გაქრევა. ჭურჭელში საწვავი ნივთიერების თხევადი ან მყარი ფაზის მოხვედრისას იგი წინასწარ უნდა გაირეცხოს (გაიორთქლოს);

ვ. ჩატარდეს ჭურჭელში ჰაერის ანალიზი დაგაზიანებაზე.

2. ჭურჭლის შიგნით მუშაობა დასაშვებია, თუ გაზის შემცველობა აღებულ სინჯში დასაშვებ ზღვრულ კონცენტრაციაზე (300 მგ/მ3) დაბალია, ჟანგბადის შემცველობა შეადგენს მოცულობის არანაკლებ 20 %-ს და პიროფორული შენაერთების შემცველი დანალექები ჭურჭლის კედლებზე შენარჩუნებულია ტენიან მდგომარეობაში.

3. ტალახი და პიროფორული შენაერთების შემცველი დანალექები ჭურჭლიდან ამოღების შემდეგ შენარჩუნებულ უნდა იქნეს ტენიან მდგომარეობაში სადგურის ტერიტორიიდან გატანამდე მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილას.

4. სარემონტოდ, გასაწმენდად და სხვა მსგავსი სამუშაოების ჩასატარებლად გაჩერებული ადსორბერიდან გაზის დაცლა ხორციელდება საკომპრესორო დანადგარის შეწოვაზე მიწოდებით, ხოლო აკუმულატორიდან დაცლილი გაზი გამოიყენება ავტოტრანსპორტის გასაწყობად, რის შემდეგაც ჭურჭლებში დარჩენილი გაზი გაიშვება ატმოსფეროში.

5. გაზის წნევის არარსებობისას ადსორბერსა და აკუმულატორში ხდება მათი გაქრევა ჰაერით (ინერტული აირით) ან ორთქლით (ადსორბერი დაცლილია ადსორბენტისგან) შემდგომი გაშვებით ატმოსფეროში საქრევი სანთლების გავლით.

6. სარემონტოდ, გასაწმენდად და სხვა მსგავსი სამუშაოების ჩასატარებლად გაჩერებული აკუმულატორიდან ავტოტრანსპორტის შეკუმშული ბუნებრივი გაზით გაწყობა ხორციელდება საწარმოს მიერ დამუშავებული და დადგენილი წესით დამტკიცებული სპეციალური ინსტრუქციის მიხედვით.

7. წნევაზე მომუშავე ჭურჭლების გაქრევა კონდენსატისაგან (წყალი, ზეთი) წარმოებს სპეციალურ ტევადობებში (სითხის შემკრები ტევადობა, სადრენაჟო ტევადობა და სხვა).

8. წნევაზე მომუშავე ჭურჭლების გაქრევის პერიოდულობა განისაზღვრება „ჭურჭლის მუშაობის რეჟიმისა და უსაფრთხო მომსახურების ინსტრუქციით”.

9. წნევის ქვეშ მყოფი ჭურჭლებისა და მათი ელემენტების რემონტი აკრძალულია.

10. სათავსებში დაყენებული ჭურჭლების რემონტის, გაწმენდის და სხვა მსგავსი სამუშაოების წარმოებისას ჩართული უნდა იყოს ვენტილაცია და გამოყენებული იქნეს გაზანალიზატორები. ანალოგიური სამუშაოს შესრულებისას გარე დანადგარების აფეთქებასაფრთხიან ზონებში დაგაზიანების კონტროლი წარმოებს აფეთქებადაცული შესრულების გადასატანი გაზანალიზატორებით.

11. გაზის მიწისქვეშა აკუმულატორის სარემონტოდ, გასაწმენდად და სხვა მსგავსი სამუშაოების ჩასატარებლად გაჩერების დროს აუცილებელია სხვა აკუმულატორების გამორთვაც ამ მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემული წესით. ცალკე ბუნკერში ან სათავსში განლაგებული აკუმულატორების რემონტის, გაწმენდისა და მსგავსი სამუშაოებისას სხვა აკუმულატორების გამორთვა აუცილებელი არ არის.

12. წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ჰიდრავლიკური გამოცდის წინ გულდასმით უნდა გაიწმინდოს მთელი არმატურა, მოიხეხოს ონკანები და სარქვლები, მჭიდროდ დაიკეტოს სახურავები და ლიუკები.

13. ადსორბერი ჰიდარვლიკური გამოცდის წინ უნდა გაჩერდეს, გაცივდეს და მომზადდეს შემდეგი სამუშაოებისათვის ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

14. ჰიდრავლიკური გამოცდისას დადებითი შედეგის მიღების პირობებში ადსორბერი ადსორბენტით მისი შევსების შემდეგ ექვემდებარება პნევმატიკურ გამოცდას ჰერმეტულობაზე. გამოცდა წარმოებს ჰაერით ან ბუნებრივი გაზით. ბუნებრივი გაზის გამოყენებისას გამოცდა წარმოებს გაზსაშიშ სამუშაოებზე განწეს-დაშვებით. წნევის აწევა წარმოებს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის შესაბამისად.

15. რემონტის შემდეგ ჭურჭლის ექსპლუატაციაში შეყვანა წარმოებს ტექზედამხედველობის წარმომადგენლის ან სადგურის ჭურჭლების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირის ნებართვით, საზედამხედველო დაქვემდებარებისა და ჩატარებული რემონტის სახის შესაბამისად.

16. ჭურჭლის ექსპლუატაციაში გაშვების ნებართვა უნდა ჩაიწეროს მის პასპორტში.

თავი VIII. საკომპრესორო დანადგარე