1. საკომპრესორო დანადგარის ტექნიკური მომსახურება და რემონტი წარმოებს მთავარი ინჟინრის (ტექნიკური დირექტორის) მიერ დამტკიცებული გრაფიკით, რომელიც შედგენილი უნდა იყოს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის საფუძველზე.
2. ტექნიკური მომსახურება ყოველ ცვლაში ითვალისწინებს კონტროლს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების ჩვენებებზე და შუქური სიგნალიზაციისა და შემსრულებელი მექანიზმების მუშაობაზე.
3. ყოველთვიური ტექნიკური მომსახურებისას სრულდება შემდეგი სამუშაოები:
ა. მშრალი ან ხანძარუსაფრთხო გამხსნელში დასველებული ქეჩით საკომპრესორო დანადგარის, არმატურის, გაზსადენების გაწმენდა;
ბ. ზეთის დონის შემოწმება საკომპრესორო დანადგარის ჩარჩოში კომპრესორის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად (ზეთსაზომის არსებობისას დონე არ უნდა იყოს ზეთსაზომი შუშის სიმაღლის 2/3-ზე დაბლა);
გ. მილსადენებისა და მოწყობილობის (მაცივრები, ტენზეთგამომყოფები, არმატურა) ვიზუალური დათვალიერება მექანიკური დაზიანებისა და გაზის, ზეთისა და მაცივებელი სითხის გაჟონვის გამოსავლენად და საჭიროების შემთხვევაში მათ აღმოსაფხვრელად;
დ. აპარატებისა და მილსადენების სამაგრებისა და შემოღობვების წესივრულობის შემოწმება;
ე. ლაქსაღებავებით დაფარული ზედაპირების შემოწმება და საჭიროებისას მათი აღდგენა;
ვ. ჩამიწების შემოწმება.