1. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურებში ავტოტრანსპორტის შეკუმშული გაზით გაწყობის წესი განისაზღვრება საწარმოს მიერ და წარმოებს დადგენილი წესით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

2. ავტოტრანსპორტის გაწყობისას გაზის წნევა არ უნდა აღემატებოდეს გაზსავსები სვეტისათვის დადგენილს.

3. აკრძალულია ავტოტრანსპორტის გაწყობა გასაწყობი ვენტილის უწესივრობისას.

4. აკრძალულია ავტოტრანსპორტის გაწყობა, თუ ადგილი აქვს გაზის გაჟონვას გაზგასაწყობ სვეტზე, შლანგებში, აგრეთვე, ავტოტრანსპორტის გაზბალონიან დანადგარში.

5. გაწყობის დროს გაზის გაჟონვის გამოვლენისას საჭიროა მიღებულ იქნეს ავარიის ლიკვიდაციის გეგმით გათვალისწინებული ზომები.

6. აკრძალულია ავტოტრანსპორტისა და მისი გაზის მოწყობილობის რემონტი სადგურების ტერიტორიაზე, გარდა პროექტით სპეციალურად გათვალისწინებული უსაფრთხო ადგილებისა.

7. აკრძალულია ავტოტრანსპორტის გაწყობა ჭექა-ქუხილის დროს.

8. დაუშვებელია კონსტრუქციული დეფექტების მქონე და ტექნიკური შემოწმების ვადაგასული ბალონების ავსება.

9. აკრძალულია იმ გაზბალონიანი ავტოტრანსპორტის გამართვა, რომელსაც არ გააჩნია დადგენილი წესით გაფორმებული გაზის ბალონების გამოცდისა და ტექნიკური მომსახურების ჩატარების დამადასტურებელი საბუთი, ხოლო ავტობუსის სალონებში განთავსებულ ბალონებს – ვენტილირებადი დამცავი მექანიზმი.

10. აკრძალულია იმ ავტოტრანსპორტის გაწყობა, რომელთა გაზბალონიანი სისტემების მონტაჟი არ არის შესრულებული სპეციალიზებულ, ტექზედამხედველობის სათანადო ნებართვის მქონე საწარმოში.

11. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული გაზბალონიანი სისტემის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის მფლობელ