1. საწარმო (მფლობელი) ვალდებულია უზრუნველყოს გაზსადენებსა და აგრეგატებზე დაყენებული საზომ-საკონტროლო, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის ხელსაწყოების, აგრეთვე, აფეთქებახანძარსახიფათო ზონებსა და სათავსებში ელექტროწრედების უსაფრთხო კომუტაციისათვის გამოყენებული აფეთქებადაცული ელექტრომოწყობილობის მუდმივი ტექნიკური ზედამხედველობა, მომსახურება, მიმდინარე და კაპიტალური რემონტი.
2. დაუშვებელია საზომ-საკონტროლო ხელსაწყოს გამოყენება, რომელსაც:
ა. არა აქვს პლომბი ან დაღი;
ბ. გადაცილებული აქვს შემოწმების ვადა;
გ. აქვს დაზიანება;
დ. გამორთვისას ისარი არ უბრუნდება სკალის ნულოვან დანაყოფს და ნულიდან გადახრა აღემატება ამ ხელსაწყოს დასაშვები ცდომილების ნახევარს.
3. აკრძალულია გაზმოწყობილობის და გაზსადენების ექსპლუატაცია, თუ მათზე საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემები გამოსულია მწყობრიდან ან გამორთულია.
4. სარემონტოდ ან შესამოწმებლად მოხსნილი ხელსაწყოები დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს იდენტურით.
5. ტექნიკური დასაბუთების შემთხვევაში საწარმოს ხელმძღვანელის წერილობითი ნებართვით დასაშვებია ცალკეული დანადგარებისა და აგრეგატების ხანმოკლე მუშაობა გამორთული დაცვით, თუ მიღებული იქნება ისეთი დამატებითი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ უავარიო და უსაფრთხო მუშაობას.
6. დაგაზიანების უწყვეტი მოქმედების სიგნალიზატორის შეცვლამდე (მისი მწყობრიდან გამოსვლის, დაზიანების ან საკონტროლო გადამოწმებისას) შეცვლამდე საწარმოო სათავსების ჰაერში გაზის კონცენტრაციის კონტროლი აუცილებელია განხორციელდეს გადასატანი ხელსაწყოებით სამუშაო ცვლის ყოველ 30 წუთში.
7. გაზგასაწყობი სვეტების ელექტრომოწყობილობას უნდა ჰქონდეს აფეთქებადაცული შესრულება.
8. საზომ-საკონტროლო ხელსაწყოს ციფერბლატზე გავლებული უნდა იყოს წითელი ხაზი ნებადართული მუშა წნევის, ხარჯის, ტემპერატურისა და სხვა პარამეტრების დანაყოფზე. დასაშვებია ამ მიზნით წითლად შეღებილი ლითონის ფირფიტის მირჩილვა.
9. მოქმედ გაზსადენებსა და მოწყობილობაზე დაყენებული საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემების საიმპულსო მილაკების გაქრევა დასაშვებია სადგურის ხელმძღვანელების ნებართვით, წნევის მოხსნის, ჩამკეტი მოწყობილობის დაკეტვისა და საჭიროებისას სახშობების დაყენების შემდეგ.
10. აკრძალულია საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემების რემონტი ელექტროქსელიდან გამორთვამდე.
11. აკრძალულია მოქმედ გაზსადენებსა და მოწყობილობაზე საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემების რემონტი.
12. აფეთქებასაშიში კონცენტრაციის სიგნალიზატორები უნდა იყოს ტარირებული, დაპლომბილი, შემოწმდეს ყოველდღიურად და შედეგები შეტანილ იქნეს სათანადო დოკუმენტებში.
13. შენობა-ნაგებობებისა და ელექტროდანადგარების ელვისაგან დაცვა ხორციელდება სამშენებლო ნორმებისა და წესების და „ელექტროდანადგარების მოწყობის წესების” მოთხოვნების შესაბამისად.
14. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში გამოყენებული ელექტრომოწყობილობა და მისი ექსპლუატაცია უნდა პასუხობდეს „ელექტროდანადგარების მოწყობის წესების” (1987წ.), “მომხმარებელთა ელექტროდანადგარების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების” (1988წ.), „მომხმარებელთა ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესებისა” (1988წ.) და „წესების” მოთხოვნებს.
15. საწარმოს ბრძანებით გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში სპეციალურად მომზადებული ელექტროტექნიკური პერსონალიდან და სპეციალისტებიდან ინიშნება სადგურის ელექტრომეურნეობაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს წინა პუნქტის მოთხოვნების შესრულებ