1. ავტომატური რეგულირების, კონტროლისა და დაცვის სისტემების პნევმატიკური მოწყობილობის კვებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს შეკუმშული ჰაერი ან შეკუმშული ბუნებრივი გაზი, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა. ნამის წერტილის ტემპერატურა – არა ნაკლებ მინუს 40
0
c -ისა;
ბ. წნევა – არა უმეტეს 0,7 მეგპა (7 კგძ/სმ
2
) -ისა;
გ. წყლისა და ზეთის შემცველობა თხევად მდგომარეობაში დაიშვებელია;
დ. მყარი მინარევების შემცველობა – არა უმეტეს 2 მგ/მ
3
-ისა;
ე. ერთეული მყარი ნაწილაკის ზომა – არა უმეტეს 10 მკმ -ისა;
2. შეკუმშული ჰაერის (გაზის) მიწოდების სისტემის ექსპლუატაციისას სრულდება დათვალიერება ყოველ ცვლაში, ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე და კაპიტალური რემონტები.
3. შეკუმშული ჰაერის (გაზის) მიწოდების სისტემაში შემავალი ავტომატური რეგულირების, კონტროლისა და დაცვის სისტემების პნევმატიკური მოწყობილობის კვების სისტემაში შემავალი ბერვის საშუალებების, ჰაერის (გაზის) საშრობი დანადგარების, ჰაერის (გაზის) წნევის რეგულატორების, წნევაზე მომუშავე ჭურჭლების, გაზსადენებისა და არმატურის ტექნიკური მომსახურება ტარდება დამამზადებელი ქარხნების პასპორტებისა და “წესების” მოთხოვნების შესაბამისა