1. გაზსავსები საკომპრესორო სადგურების ძირითადი და დამხმარე მოწყობილობის საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემების ტექნიკური მომსახურება წარმოებს დამამზადებელი ქარხნების ინსტრუქციებით გათვალისწინებული მოცულობით და დადგენილი პერიოდულობით.
2. საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემების გარე დათვალიერებისას მოწმდება:
ა. დამღის (პლომბის) და აფეთქებადაცულობის პირობითი ნიშნების არსებობა;
ბ. იმპულსური ხაზებისა და ხელსაწყოების ჰერმეტულობა და დამაგრება;
გ. კაბელების დამაგრებისა და ჩამიწების ჭანჭიკიანი შეერთებების საიმედოობა;
დ. ხელსაწყოების, შემაერთებელი ხაზების მექანიკური დაზიანება, ჩამიწების სადენების გაწყვეტა;
ე. ხელსაწყოების ჩვენებების სისწორე ნულოვანი მნიშვნელობის მიხედვით;
ვ. თერმომეტრების ჯიბეების გაწმენდა და ზეთის ჩასხმა.
3. გარდა წინა პუნქტში აღნიშნულისა, ექვს თვეში ერთხელ მაინც ტარდება მუშა მანომეტრების შემოწმება საკონტროლო მანომეტრით სკალის მუშა წერტილში ცდომილების განსაზღვრისათვის.
4. გარე დათვალიერება ტარდება ყოველ ცვლაში.
5. საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემების პროფილაქტიკური რემონტისას სრულდება:
ა. საზომი მექანიზმის მოძრავი ნაწილების შეზეთვა;
ბ. გაცვეთილი დეტალებისა და კვანძების მთლიანი ან ნაწილობრივი შეცვლა;
გ. მფილტრავი ელემენტების შეცვლა;
დ. გაზსაშიშ ზონაში განთავსებული ხელსაწყოების აფეთქებადაცულობის უზრუნველმყოფი მოწყობილობის მთლიანობის, ხელსაწყოების ელექტრული წრედების იზოლაციის წინაღობის, მცველებისა და ჩამიწების წინაღობის ნომინალური მნიშვნელობების შესაბამისობის შემოწმება;
ე. ხელსაწყოების მუშაობის შემოწმება და საჭიროებისას მათი რეგულირება.
6. ტექნოლოგიური პარამეტრების გადამწოდებისა და საზომი გარდამქმნელების გამოსავალი მახასიათებლები მოწმდება ექვს თვეში ერთხელ მაინც, სათავსების დაგაზიანების კონტროლის სისტემები – ხუთ დღეში ერთხელ მაინც, ხოლო გადასატანი გაზანალიზატორები – თვეში ერთხელ მაინც.
7. შემოწმების შედეგები ფიქსირდება ცვლის ჟურნალში. რემონტის შედეგები ფორმდება აქტები