1. გაზსავსები საკომპრესორო სადგური უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით „გაზის მრეწველობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების” მოთხოვნათა შესაბამისად და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით (დანართი 5) ან საქართველოში მოქმედი “სახანძრო უსაფრთხოების წესების” შესაბამისად (დანართი 5ა).
2. ხანძარსაწინაღო მოწყობილობის წესივრულობა განისაზღვრება გარე დათვალიერებით.
3. მოწყობილობა უნდა იყოს სუფთა, ბზარების, წატეხებისა და გაღუნვების გარეშე; ნიჩბების, ბორჯების და ა.შ. მუშა ნაწილები უნდა იყოს ალესილი.
4. სახანძრო ლულები უნდა შემოწმდეს თვეში ერთხელ მაინც, ამასთან, საჭიროა დათვალიერდეს ლულის სასხურებლები (არ უნდა ჰქონდეთ შენატყლეჟები და მეტნაბეჭები), შემაერთებელი თავები; შემოწმდეს შუასადებების არსებობა და მათი მდგომარეობა, სამხრე ღვედების სიმტკიცე; ლულები გაიწმინდოს მტვრისა და ჭუჭყისაგან, აგრეთვე კუთხვილოვანი შეერთებების, ონკანების და ა.შ. შეზეთვა.
5. სახანძრო სახელოების შემაერთებელი არმატურა უნდა გაისინჯოს თვეში ერთხელ მაინც, ხოლო სახელოები გამოიცადოს – წელიწადში ერთხელ მაინც სახანძრო სახელოების ექსპლუატაციისა და რემონტის ინსტრუქციის მოთხოვნათა მოცულობით.
6. ნახშირმჟავა და ფხვნილიანი ცეცხლსაქრობები ექვემდებარება გარე დათვალიერებას ყოველ ცვლაში.
7. ნახშირმჟავა ცეცხლსაქრობები სამ თვეში ერთხელ ექვემდებარება აწონვას. ნახშირმჟავას წონის 10 %-ზე მეტად შემცირებისას, ცეცხლსაქრობი უნდა შეიცვალოს ახლით.
8. ფხვნილიანი ცეცხლსაქრობები უნდა დაიტენოს წელიწადში ერთხელ მაინც. თუ ცეცხლსაქრობის კორპუსში ადგილი აქვს წნევის ვარდნას, მასში უნდა ჩაიჭირხნოს შეკუმშული ჰაერი დამამზადებელი ქარხნის პასპორტში მითითებული წნევით.
9. ავტომატური ხანძარქრობის სისტემის ცეცხლსაქრობები და ბალონები ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც ექვემდებარება ტექნიკურ შემოწმებას.
10. შემოწმების შედეგები ფიქსირდება ჟურნალში.
დანართი 1
1,2 მეგპა (12 კგძ/სმ
2
) -მდე ჩათვლით წნევის გაზსადენების გამოცდა (ამონაწერი)
1. მშენებლობადამთავრებული გარე გაზსადენების სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდამდე საჭიროა მათი შიგა ღრუს გაწმენდა. გაწმენდის ხერხი განისაზღვრება სამუშაოთა წარმოების პროექტით. შიგა გაზსადენებისა და გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების გაზსადენების გაწმენდა ხდება მონტაჟის დაწყებამდე.
2. გამოცდას სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე ატარებს სამშენებლო-სამონტაჟო საწარმო საექსპლუატაციო საწარმოს წარმომადგენლის თანდასწრებით. დასაშვებია სიმტკიცეზე გამოცდის ჩატარება საექსპლუატაციო საწარმოს წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე მასთან შეთანხმებით. გამოცდის შედეგები ფორმდება ჩანაწერით სამშენებლო პასპორტში.
3. ერთდროულად გამოსაცდელი გაზსადენების სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ სიდიდეებს:
ა. 200 მმ-მდე ჩათვლით დიამეტრის გაზსადენებისათვის – 6 კმ;
ბ. 200 მმ-ზე მეტი 400 მმ-მდე ჩათვლით დიამეტრის გაზსადენებისათვის – 4კმ;
გ. 400 მმ-ზე მეტი დიამეტრის გაზსადენებისათვის – 3 კმ.
4. გაზსადენების სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდისათვის გამოიყენება შემდეგი მანომეტრები:
ა. გამოსაცდელი წნევისას 0,01 მეგპა (0,1 კგძ/სმ
2
)-მდე – წყლით შევსებული U-სებრი სითხის მანომეტრები;
ბ. გამოსაცდელი წნევისას 0,01 მეგპა (0,1 კგძ/სმ
2
)-დან 0,1 მეგპა (1 კგძ/სმ2)-მდე – ვერცხლისწყლით შევსებული U-სებრი სითხის მანომეტრები და სანიმუშო მანომეტრები, გარდა ამისა სიმტკიცეზე გამოცდისას – ზამბარიანი მანომეტრები სიზუსტის კლასით არაუდაბლეს 1,0-ისა (ზამბარიან მანომეტრზე სიზუსტის კლასის მაჩვენებელი ციფრი არ უნდა აღემატებოდეს 1,0-ს).
გ. გამოსაცდელი წნევისას 0,1 მეგპა (1 კგძ/სმ
2
) და მეტი: სიმტკიცეზე გამოცდისას – ზამბარიანი მანომეტრები სიზუსტის კლასით არაუდაბლეს 1,5-ისა; ჰერმეტულობაზე გამოცდისას'– სანიმუშო მანომეტრები, ზამბარიანი მანომეტრები სიზუსტის კლასით არაუდაბლეს 1,0-ისა და დიფმანომეტრები.
გამოცდისათვის გამოყენებული ზამბარიანი მანომეტრების კორპუსის დიამეტრი არ უნდა იყოს 160 მმ-ზე ნაკლები. მანომეტრის გაზომვის ზედა ზღვარი სკალაზე უნდა იყოს გამოსაცდელი წნევის 4/3-ისა და 5/3-ის ფარგლებში. ბარომეტრული წნევის გასაზომად გამოიყენება ბარომეტრ-ანეროიდები. დასაშვებია ბარომეტრული წნევის მონაცემების მიღება ადგილობრივი მეტეოსადგურიდან.
5. გარე გაზსადენების, გაზშემყვანების, გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების გამოცდები სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე ტარდება ჩამკეტი არმატურის, მოწყობილობისა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაყენების შემდეგ.
6. შიგა გაზსადენების სიმტკიცეზე გამოცდა ტარდება გამორთული მოწყობილობით, თუ ეს მოწყობილობა არ არის გათვლილი გამოსაცდელ წნევაზე.
წნევის ნორმები გაზსადენების სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდის დროს
ცხრილი
გაზსადენები და ნაგებობები,მეგპა (კგძ/სმ
2
)
გაზის წნევა,გამოსაცდელი ნორმა
შენიშვნა
სიმტკიცეზე
ჰერმეტულობაზე
წნევის
დასაშვები
დაცემა
გამოსაცდე
-ლი წნევა, მეგპა (კგძ/სმ2)
გამოცდის ხანგრ
-ძლივობა, სთ
გამოსაც
-დელი წნევა, მეგპა (კგძ/სმ2)
გამოცდის ხანგრძლივობა, სთ
1
2
3
4
5
6
7
მიწისქვეშა გაზსადენები
1. დაბალი წნევის 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით
2. დაბალი წნევის გაზშემყვანები 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით პირობითი დიამეტრით 100 მმ-მდე, მათი ქუჩის გაზსადენებთან დამოუკიდებლად მშენებლობისას
3. საშუალო წნევის 0,005 (0,05)-ზე მეტი 0,3 (3)-მდე ჩათვლით
4. მაღალი წნევის 0,3 (3)-ზე მეტი 0,6 (6)-მდე ჩათვლით
5. მაღალი წნევის 0,6 (6)-ზე მეტი 1,2 (12)-მდე ჩათვლით
0,6 (6)
0,1 (1)
0,6 (6)
0,75 (7,5)
1,5 (15)
1
1
1
1
1
0,1 (1)
0,01 (0,1)
0,3 (3)
0,6 (6)
1,2 (12)
24
1
24
24
24
განისაზღვრება (1) ფორმულით
იგივე
იგივე
იგივე
იგივე
მიწისზედა გაზსადენები
6. დაბალი წნევის 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით
7. დაბალი წნევის გაზშემყვანები 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით პირობითი დიამეტრით 100 მმ-მდე, მათი ქუჩის გაზსადენებთან დამოუკიდებლად მშენებლობისას
8. საშუალო წნევის 0,005 (0,05)-ზე მეტი 0,3 (3)-მდე ჩათვლით
9. მაღალი წნევის 0,3 (3)-ზე მეტი 0,6 (6)-მდე ჩათვლით
10. მაღალი წნევის 0,6 (6)-ზე მეტი 1,2 (12)-მდე ჩათვლით
0,3(3)
0,1 (1)
0,45 (4,5)
0,75 (7,5)
1,5 (15)
1
1
1
1
1
0,1 (1)
0,01 (0,1)
0,3 (3)
0,6 (6)
1,2(12)
0,5
0,5
0,5
0,5
0,5
წნევის ხილული დაცემა ანომეტრზე
არ დაიშვება
იგივე
იგივე
იგივე
იგივე
გაზმარეგულირებელი სადგურის,პუნქტის და დანადგარის გაზსადენები
და მოწყობილობა
11. დაბალი წნევის 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით
12. საშუალო წნევის 0,005 (0,05)-ზე მეტი 0,3 (3)-მდე ჩათვლით
0,3 (3)
0,45 4,5)
1
1
0,1 1)
0,3 (3)
12
12
გამოსაცდელი წნევის 1 %
იგივე
არ ვრცელდება კარადული ტიპის გაზმარეგულირებელ პუნქტსა და დანადგარზე, რადგან გამოიცდება და- მამზადებელ ქარხანაში
იგივე
13. მაღალი წნევის 0,3 (3)-ზე მეტი 0,6 (6)-მდე ჩათვლით
14. მაღალი წნევის 0,6 (6)-ზე მეტი 1,2 (12)-მდე ჩათვლით
0,75 7,5)
1,5 (15)
1
1
0,6 (6)
1,2 (12)
12
12
იგივე
იგივე
იგივე
იგივე
15. შიგასასაამქრო გაზსადენები
დაბალი წნევის 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით
საშუალო წნევის
0,005 (0,05)-ზე მეტი 0,1 (1)-მდე ჩათვლით
0,1 (1)-ზე მეტი 0,3 (3)-მდე ჩათვლით
მაღალი წნევის 0,3 (3)-ზე მეტი 0,6 (6)-მდე ჩათვლით
0,6 (6)-ზე მეტი 1,2 (12)-მდე ჩათვლით
0,1 (1)
0,2 (2)
0,45 4,5)
0,75 7,5)
1,5 (15)
1
1
1
1
1
0,01 (0,1)
0,1 (1)
0,3 (3)
მუშა წნევაზე 25%-ით მეტი, მაგრამ
არაუმეტეს 0,6 (6)
მუშა წნევაზე 25%-ით მეტი, მაგრამ არაუმეტეს 1,2 (12)
1
1
1
1
1
60 დკპა (60 მმ წყ.სვ.)
გამოსაცდელი წნევის 1,5 %
განისაზღვრება (4) ფორმულით
იგივე
იგივე
7. გაზსადენების გამოსაცდელი წნევა მიიღება ცხრილის შესაბამისად. სიმტკიცეზე გამოცდის შედეგები ჩაითვლება დადებითად, თუ გამოცდის პერიოდში წნევა უცვლელია (არ არის ხილული წნევის დაცემა მანომეტრზე). ჰერმეტულობაზე გამოცდის შედეგები ჩაითვლება დადებითად, თუ გამოცდის პერიოდში წნევის ფაქტობრივი დაცემა არ აღემატება დასაშვებს და დათვალიერებისათვის მისაწვდომ ადგილებში არ გამოვლინდა გაჟონვები. გაზსადენების სიმტკიცეზე პნევმატიკური გამოცდისას დეფექტების ძებნა საპნის ემულსიით დასაშვებია ჩატარდეს მხოლოდ ჰერმეტულობაზე გამოცდის ნორმამდე წნევის შემცირების შემდეგ.
8. 0,3 მეგპა (3 კგძ/სმ2
)-ზე მეტი წნევის მიწისზედა გაზსადენები სიმტკიცეზე გამოიცდება წყლით. დასაშვებია ჰაერით გამოცდაც, თუ მიღებული იქნება უსაფრთხოების სპეციალური ზომები.
9. მიწისქვეშა გაზსადენების ჰერმეტულობაზე გამოცდა ტარდება თხრილის შევსების შემდეგ საპროექტო ნიშნულებამდე. მიწისქვეშა გაზსადენების ჰერმეტულობაზე გამოცდის დაწყებამდე ჰაერის ტემპერატურა მილში უნდა გაუტოლდეს გრუნტის ტემპერატურას. ამისათვის მინიმალური დაყოვნება გაზსადენის ჰაერით შევსებიდან გამოცდის დაწყებამდე უნდა შეადგენდეს:
ა. 300 მმ-მდე ჩათვლით დიამეტრის გაზსადენებისათვის - 6 სთ;
ბ. 300 მმ-ზე მეტი 500 მმ-მდე ჩათვლით დიამეტრის გაზსადენებისათვის - 12 სთ;
გ. 500 მმ-ზე მეტი დიამეტრის გაზსადენებისათვის - 24 სთ.
10. გამოცდის შედეგები ჩაითვლება დადებითად, თუ ფაქტობრივი წნევის დაცემა ნაკლებია დასაშვებზე.
11. წნევის დასაშვები დაცემა განისაზღვრება ფორმულით
სადაც ∆Pდას არის წნევის დასაშვები დაცემა, კპა;
∆P1დას - იგივე, მმ ვწყ.სვ.;
d - გაზსადენის შიგა დიამეტრი, მმ;
T - გამოცდის ხანგრძლივობა, სთ.
თუ გამოსაცდელი გაზსადენი შედგება სხვადასხვა d1
, d2
, d3
, (, dn
, დიამეტრის უბნებისგან, d სიდიდე გამოითვლება ფორმულით
სადაც d1
, d2
, (, dn
არის გაზსადენების უბნების შიგა დიამეტრი, მმ;
l1
, l2
, (, ln
- გაზსადენების სათანადო სიგრძეები, მ.
12. წნევის ფაქტობრივი დაცემა გაზსადენებში ∆Pფაქ, კპა, (მმ ვწყ.სვ) განისაზღვრება ფორმულით
სადაც P1
და P2
არის ჭარბი წნევა გაზსადენში გამოცდის დაწყებისას და დამთავრების შემდეგ, კპა (მმ ვწყ.სვ.);
B1
და B2
-შესაბამისი ბარომეტრული წნევა, კპა (მმ ვწყ.სვ.).
13. 0,1 მეგპა (1 კგძ/სმ2
)-ზე მეტი წნევის შიგა გაზსადენების გამოცდისას სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში, საქვაბეებში, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოო ხასიათის ობიექტებზე წნევის დასაშვები დაცემა ∆Pდას განისაზღვრება ფორმულით
∆
სადაც d არის გამოსაცდელი გაზსადენის შიგა დიამეტრი, მმ. თუ გამოსაცდელი გაზსადენი შედგება სხვადასხვა დიამეტრის უბნებისაგან, d სიდიდე განისაზღვრება (2) ფორმულით.
14. გაზსადენში წნევის ფაქტობრივი დაცემა, გამოსახული პროცენტებში საწყის წნევასთან მიმართ, განისაზღვრება ფორმულით
სადაც P1
, P2
, B1
,B2
იგივეა, რაც (3) ფორმულაში;
t1
და t2 - ჰაერის აბსოლუტური ტემპერატურა გაზსადენში გამოცდის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ, C0
.
დანართი 2
მაგისტრალური გაზსადენების გამოცდა (ამონაწერი)
1. მაგისტრალური გაზსადენების გამოცდა სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე უნდა ჩატარდეს უბნის ან მთელი გაზსადენის სრული მზადყოფნის (მთლიანი ამოვსების, საყრდენებზე დამაგრების, სიღრუის გაწმენდის, არმატურისა და ხელსაწყოების, კათოდური გამომყვანების დაყენებისა და გამოსაცდელი ობიექტის საშემსრულებლო დოკუმენტაციის წარმოდგენის) შემდეგ.
2. გაზსადენების გამოცდა სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე უნდა ჩატარდეს ჰიდრავლიკური (წყლით, არაყინვადი სითხეებით) ან პნევმატიკური (ჰაერით, ბუნებრივი გაზით) ხერხით.
3. გაზსადენების გამოცდა მთიან და დასერილ ადგილებში დასაშვებია ჩატარდეს კომბინირებული ხერხით (ჰაერით და წყლით ან გაზით და წყლით).
4. გაზსადენების ჰიდრავლიკური გამოცდა ჰაერის უარყოფითი ტემპერატურის დროს დაიშვება მხოლოდ გაზსადენების, სახაზო არმატურისა და ხელსაწყოების გაყინვისაგან დაცვის შემთხვევაში.
5. გამოცდის ხერხი, უბნების საზღვრები, გამოსაცდელი წნევების სიდიდე და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებული გამოცდის ჩატარების სქემა, რომელშიც მითითებულია წყლის აღებისა და გადაშვების ადგილები, აგრეთვე გაზის მიწოდების პუნქტები და დროებითი კომუნიკაციების მოწყობა, განისაზღვრება პროექტით.
6. გამოსაცდელი უბნის სიგრძე არ იზღუდება, გარდა ჰიდრავლიკური გამოცდისა და კომბინირებული ხერხისა, როდესაც უბნის სიგრძე მიიღება ჰიდროსტატიკური წნევის გათვალისწინებით.
7. გაზსადენების უბნების კატეგორიებისა და მათი დანიშნულების მიხედვით სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდის ეტაპები, წნევის სიდიდეები და გამოცდის ხანგრძლივობა მიიღება თანდართული ცხრილის შესაბამისად.
8. გაზსადენის სახაზო ნაწილი და ლუპინგები ექვემდებარება ციკლურ ჰიდრავლიკურ გამოცდას სიმტკიცეზე (გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია გამოცდის ჩატარება გაზით) და ჰერმეტულობაზე გაზით. ციკლების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ სამისა, ხოლო გამოსაცდელი წნევის სიდიდე ყოველ ციკლში უნდა დადგინდეს იმ წნევიდან, რომელიც მილის ლითონში იწვევს დაძაბულობას დენადობის ზღვრის 0,9-დან 0,75-მდე.
9. გაზსადენის გამოსაცდელი წნევის ქვეშ დაყოვნების საერთო ხანგრძლივობა, წნევის შემცირებისა და აღდგენის ციკლების დროის გათვალისწინების გარეშე, უნდა იყოს არანაკლებ 24 საათისა.
10. გაზსადენების უბნის დაყოვნების ხანგრძლივობა წნევის შემცირების ციკლებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 3 საათისა.
11. გაზსადენის უბნის დაყოვნება გამოსაცდელი წნევის ქვეშ უკანასკნელი დეფექტის ლიკვიდაციის ან წნევის შემცირების უკანასკნელი ციკლის შემდეგ უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 საათს.
12. მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც ექვემდებარება სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდას, უნდა დაიყოს ცალკეულ უბნებად, რომლებიც შემოისაზღვრება სახშობებით ან სახაზო არმატურით.
13. სახაზო არმატურა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემომსაზღვრელ ელემენტად იმ შემთხვევაში, თუ წნევათა სხვაობა არ აღემატება დასაშვებ მაქსიმალურ მნიშვნელობას მოცემული ტიპის არმატურისათვის.
14. გაზსადენების ყველა კატეგორიის უბნების გამოცდა ჰერმეტულობაზე ტარდება სიმტკიცეზე გამოცდისა და გამოსაცდელი წნევის შემცირების შემდეგ პროექტით მიღებულ მაქსიმალურ მუშა წნევამდე.
15. პნევმატიკური გამოცდის დროს გაზსადენის შევსება და მასში წნევის აწევა გამოსაცდელამდე (Pგამ) უნდა სრულდებოდეს მთლიანად გაღებული ბაიპასის ხაზების ონკანების გავლით. ამ დროს სახაზო ონკანები დაკეტილია.
16. ჰაერის ან ბუნებრივი გაზის გაჟონვების გამოსავლენად გაზსადენში ჩაწნეხის პერიოდში მათ უნდა დაემატოს ოდორანტი.
17. პნევმატიკური გამოცდისას წნევის აწევა გაზსადენში უნდა ხდებოდეს მდოვრედ – არა უმეტეს 0,3 მეგპა (3 კგძ/სმ2) საათში, ტრასის დათვალიერებით, როდესაც წნევა მიაღწევს გამოსაცდელის 0,3-ს, მაგრამ არა უმეტეს 2 მეგპა (20 კგძ/სმ2)-ს. დათვალიერების დროს წნევის აწევა უნდა შეწყდეს. წნევის შემდგომი აწევა გამოსაცდელამდე ტარდება შეუჩერებლად. გამოსაცდელი წნევის ქვეშ გაზსადენი ტემპერატურის სტაბილიზაციისათვის უნდა დაყოვნდეს 12 საათის განმავლობაში. ამ დროს ბაიპასის ონკანები ღიაა, ხოლო სახაზო ონკანები – დაკეტილი. შემდეგ წნევა მცირდება მუშა წნევის სიდიდემდე, იკეტება ბაიპასის ონკანები და არანაკლებ 12 საათის განმავლობაში ტარდება ტრასის დათვალიერება, დაკვირვება და წნევის სიდიდეების გაზომვა.
18. წნევის აწევისას 0,3 Pგამ
–დან Pგამ–მდე და 12 საათის განმავლობაში წნევისა და ტემპერატურის სტაბილიზაციისა და სიმტკიცეზე გამოცდისას ტრასის დათვალიერება აკრძალულია.
19. ტრასის დათვალიერება ჰერმეტულობაზე შემოწმების მიზნით უნდა ჩატარდეს მხოლოდ გამოსაცდელი წნევის შემცირების შემდეგ მუშა წნევის სიდიდემდე.
20. გაზსადენის წყლით შევსებისას ჰიდრავლიკური გამოცდისათვის გაზსადენიდან მთლიანად უნდა იქნეს გამოდევნილი ჰაერი. ჰაერის გამოდევნა ხორციელდება გამყოფი დგუშების ან ჰაერის შესაძლო დაგროვების ადგილებში დაყენებული ჰაერის გამოსაშვები ონკანებით.
21. სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდის შედეგები ჩაითვლება დადებითად, თუ სიმტკიცეზე გამოცდისას წნევა რჩება უცვლელი, ხოლო ჰერმეტულობაზე შემოწმებისას გაჟონვებს არ ექნება ადგილი.
22. გაზსადენის პნევმატიკური გამოცდისას დასაშვებია 12 საათის განმავლობაში წნევის შემცირება 1 %-ით.
23. გაჟონვის ვიზუალურად, ხმით, სუნით ან ხელსაწყოების საშუალებით გამოვლენისას გაზსადენის უბანი ექვემდებარება რემონტს და განმეორებით გამოცდას სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე.
24. გაზსადენის სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე ჰიდრავლიკური მეთოდით გამოცდის შემდეგ წყალი მთლიანად უნდა იქნეს მოცილებული.
25. წყლის მთლიანი მოცილება გაზსადენიდან უნდა განხორციელდეს არანაკლებ ორი (ძირითადი და საკონტროლო) გამყოფი დგუშის გაშვებით შეკუმშული ჰაერის ან გამონაკლის შემთხვევაში გაზის წნევით. გამყოფი დგუშის მოძრაობის სიჩქარე გაზსადენიდან წყლის გამოდევნისას უნდა იყოს 3-10 კმ/სთ-ის ფარგლებში.
26. გაზსადენიდან წყლის გამოდენის შედეგი შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად, თუ საკონტროლო გამყოფი დგუშის წინ არ არის წყალი და იგი გამოვიდა გაზსადენიდან დაურღვეველი. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონტროლო გამყოფი დგუშების გატარება გაზსადენში უნდა განმეორდეს.
27. სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდის ყველა ხერხისას წნევების გაზომვისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს შემოწმებული, დაპლომბილი და პასპორტის მქონე დისტანციური ხელსაწყოები ან მანომეტრები, სიზუსტის კლასით არა უდაბლეს 1-სა, 4/3 გამოსაცდელი წნევის ზღვრული სკალით, რომლებიც იდგმება დაცვის ზონის გარეთ.
28. გაზსადენის სიღრუის გაწმენდის, აგრეთვე, სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდის შედეგები ფორმდება აქტებით.
ცხრილი
უბნის კატეგორია
მაგისტრალური გაზსადენის უბნის დანიშნულება
სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდის ეტაპები
წნევა
ხანგრძლივობა, საათი
სიმტკიცეზე გამოცდისას
ჰერმეტულობაზე გამოცდისას
სიმტკიცეზე გამოცდისას
ჰერმეტულობაზე გამოცდისას
ჰიდრავლიკურად
პნევმატიკურად
ჰიდრავლიკუ-რად
პნევმატიკუ-რად
ზედა წერტილში
ქვედა წერტილ-ში
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
B
გაზსადენები შენობების შიგნით და გაზმანაწილებელი სადგურების ტერიტორიებზე
მიწაში ჩადებისა და თხრილის ავსების ან საყრდენებზე დამაგრების შემდეგ
–
Pქარხ (B)
არ გამოიცდება
წნევა ჰერმეტულობაზე გამოცდისას მიიღება Pმუშა-ს ტოლი
24
–
ხანგრძლივობა ჰერმეტულობაზე გამოცდისას მიიღება შენიშვნების მე-2 პუნქტის შესაბამისად
II
მაგისტრალური გაზსადენების გადასასვლელები წყლის ზღუდეებზე და მიმდებარე სანაპირო უბნები
პირველი ეტაპი –
შედუღების შემდეგ (მხოლოდ წყალქვეშა-ტექნიკური საშუალებებით ჩაწყობილი უბნები)
მეორე ეტაპი –
ჩაწყობის შემდეგ, მაგრამ ავსებამდე
მესამე ეტაპი –
ერთდროულად, მიმდებარე უბნებთან ერთად. გაზსადენის კატეგორია:
I, II
III, IV
–
1,25 Pმუშ
1,25 Pმუშ
1,1 Pმუშ
PPქარხ
(I)
PPქარხ
(I)
Pქარხ
(I-II)
Pქარხ (III-IV)
არ გამოიც
-დება
1,1Pმუშ
1,1 Pმუშ
1,1 Pმუშ
6
12
24
24
–
12
12
12
I
გადასასვლელები რკინიგზებზე და საავტომობილო გზებზე, 500 კვ და მეტი ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზების გადკვეთა
პირველი ეტაპი– მიწაში ჩაწყობამდე ან საყრდენებზე დამაგრებამდე
მეორე ეტაპი –
ერთდროულად მიმდებარე უბნებთან ერთად.
გაზსადენის კატეგორიები:
I, II
III, IV
–
1,25 Pმუშ
1,1 Pმუშ
Pქარხ
(I)
Pქარხ
(I-II)
Pქარხ
(III-IV)
არ გამო-იცდე-ბა
1,1 Pმუშ
1,1 Pმუშ
24
24
24
–
12
12
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
I
II
გადასასვლელები III ტიპის ჭაობებზე
ერთდროულად მიმდებარე უბნებთან ერთად. გაზსადენის კატეგორია (თუ ორ ეტაპად გამოცდა არ არის გათვალისწინებული პროექტით):
I, II
III, IV
–
1,25 Pმუშ
1,1 Pმუშ
Pქარხ
(I-II)
Pქარხ
(III-IV)
1,1 Pმუშ
1,1 Pმუშ
წნევა ჰერმეტულობაზე გამოცდისას მიიღება Pმუშა-ს ტოლი
24
24
12
12
ხანგრძლივობა ჰერმეტულობაზე გამოცდისას მიიღება შენიშვნების მე-2 პუნქტის შესაბამისად
II
III
IV
გაზსადენების უბნები ზემოთ მითითებულის გარდა
–
1,25 Pმუშ
Pქარხ (III-IV)
1,1 Pმუშ
24
12
II
III IV
გაზსადენები ან მათი უბნები მთლიანნაჭიმი მილებისაგან
–
1,25 Pმუშ
1,5 Pმუშ მაგრამ არა უმეტეს Pქარხ
1,1 Pმუშ
24
12
შენიშვნები: 1. ინდექსით აღნიშნულია შემდეგი სიდიდეები: Pქარხ
(B), Pქარხ
(I), Pქარხ (III, IV) –
ქარხნის მიერ გარანტირებული გამოსაცდელი წნევები ღერძული დაწოლის გათვალისწინების გარეშე, რომელიც განისაზღვრება სათანადო უბნებზე გამოყენებული მილების ტექნიკური პირობებით; P მუშ – პროექტით დადგენილი მუშა (ნორმატიული) წნევა.
2.ჰერმეტულობაზე გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრება გაჟონვების გამოვლენის მიზნით ტრასის გულდასმით დათვალიერებისათვის საჭირო დროით, მაგრამ უნდა შეადგენდეს 12 საათს მაინც.
3. I(II) კატეგორიის უბნების III(IV) კატეგორიის უბნებთან ერთობლივი გამოცდისას ქვედა წერტილი მიიღება III(IV) კატეგორიის უბანზე. ამასთან, გამოსაცდელი წნევა ამ უბნების ნებისმიერ წერტილში არ უნდა აღემატებოდეს საქარხნო გამოსაცდელ წნევის სიდიდეს.
4. დროებითი მილსადენები შესავსები, დასაწნეხი აგრეგატებისა და კომპრესორების მისაერთებლად ექვემდებარება წინასწარ ჰიდრავლიკურ გამოცდას წნევით, რომელიც 25 %-ით აღემატება გამოსაცდელი გაზსადენების მუშა წნევას.
დანართი 3
განწეს-დაშვება
საწარმოში გაზსაშიში სამუშაოების შესრულებაზე
“ “ ---------------- 200 წ. შენახვის ვადა 1 წელი
1. საწარმოს დასახელება
2. განწესის მიმღების თანამდებობა, სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. სამუშაოს ადგილი და სახეობა–––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. ბრიგადის შემადგენლობა–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა, პროფესია)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. სამუშაოს დაწყების თარიღი და დრო
სამუშაოს დამთავრების თარიღი და დრო
6. ძირითადი ოპერაციების ტექნოლოგიური თანამიმდევრობა სამუშაოთა წარმოებისას
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დგება ტექნოლოგიური ოპერაციების თანამიმდევრობის ნუსხა მოქმედი ინსტრუქციებისა და
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ტექნოლოგიური რუკების შესაბამისად; დასაშვებია ტიპური განწესების გამოყენება ან სამუშაოთა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმძღვანელისთვის ტექნოლოგიური რუკების ჩაბარება ხელწერილით)
7. მუშაობა ნებადართულია უსაფრთხოების შემდეგი ძირითადი ღონისძიებების შესრულებისას
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დგება უსაფრთხოების ძირითადი ღონისძიებების ნუსხა, მიეთითება სახელმძღვანელო ინსტრუქციები)
8. საერთო და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელთა ქონა სავალდებულოა ბრიგადისათვის
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი და გვარი პასუხისმგებელი პირისა, რომელმაც შეამოწმა სამუშაოთა წარმოებისათვის
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მზადყოფნა და მათი გამოყენების უნარი, ხელმოწერა)
9. სარემონტო სამუშაოების დაწყების წინ დახურულ სათავსებსა და ჭებში ჰაერის შედგენილობაში გაზის შემცველობის ანალიზის შედეგები
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(გაზომვების ჩამტარებელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
10. განწესი გასცა––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(განწეს-დაშვების გამცემი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
11. მუშაობის პირობებს გავეცანი, განწეს-დაშვება მივიღე
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(განწეს-დაშვების მიმღები პირის თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
1. ბრიგადის შემადგენლობის ინსტრუქტაჟი სამუშაოთა წარმოებისა
და უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ
№
სახელი, გვარი
თანამდებობა, პროფესია
ხელმოწერა ინსტრუქტაჟის მიღებაზე
შენიშვნა
1
2
3
4
5
2. ცვლილებები ბრიგადის შემადგენლობაში
ბრიგადის შემადგენლობიდან გამოყვანილი პირის სახელი, გვარი
ცვლილების მიზეზი
თარიღი, დრო
ბრიგადის შემადგენლობაში შეყვანილი პირის სახელი, გვარი
თანამდებობა, პროფესია
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
3. ბრიგადის ახალი შემადგენლობის ინსტრუქტაჟი სამუშაოთა წარმოებისა
და უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ
№
სახელი, გვარი
თანამდებობა
ხელმოწერა ინსტრუქტაჟის მიღებაზე
შენიშვნა
1
2
3
4
5
4. განწესის გაგრძელება
თარიღი და დრო
განწესის გამგრძელებელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი
ხელმოწერა
განწესის გამგრძელებელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი
ხელმოწერა
სამუშაოთა დაწყება
სამუშაოთა დამთავრება
1
2
3
4
5
6
5. ხელმძღვანელის დასკვნა გაზსაშიში სამუშაოების დამთავრების შემდეგ
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ობიექტზე ჩატარებული სამუშაოების ჩამონათვალი, განსაკუთრებული შენიშვნები, სამუშაოთა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმძღვანელის ხელმოწერა, განწესის დახურვის თარიღი და დრო)
დანართი 4
გაზსაშიში სამუშაოების წარმოებაზე გაცემული
განწეს-დაშვებების რეგისტრაციის
ჟ უ რ ნ ა ლ ი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(საწარმოს, სამსახურის, საამქროს დასახელება)
დაწყებულია „––––“ ––––––––––––––––200 წ.
დამთავრებულია „––––“ ––––––––––––––––200 წ.
შენახვის ვადა 5 წელი
განწესის ნომერი
გაცემის თარიღი და დრო
განწესის გამცემის თანამდებობა, სახელი, გვარი
განწესის მიმღების თანამდე
ბობა, სახელი, გვარი
სამუშაოთა წარმოების ადგილის მისამართი
სამუშაოს სახეობა
განწესის
დაბრუნების
თარიღი და დრო, აღნიშვნები
განწესის მიმღები
პირის მიერ
სამუშაოთა
შესრულების შესახებ
1
2
3
4
5
6
7
ჟურნალი არის დანომრილი, ზონარგაყრილი და ბეჭდით დამოწმებული
დამოწმებული: – ფურცელი
სახელი, გვარი, ხელმოწერა
დანართი
5
გაზსავსები საკომპრესორო
სადგურების ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით აღჭურვის ნუსხა:
ავტომობილების გამართვის მოედნების რაიონში:
– სახანძრო ფარი, დაკომპლექტებული „გაზის მრეწველობაში მოქმედი ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების კუთვნილი ნორმების“ შესაბამისად;
– ფხვნილიანი ცეცხლსაქრობი ОП - 503 – 2 ცალი;
საკომპრესორო განყოფილებაში: ფხვნილიანი ცეცხლსაქრობი ОП - 103 – 2 ცალი;
საოპერატოროში:
– ნახშირმჟავა ცეცხლსაქრობი ОУ - 2-1 – 1 ცალი;
– ფხვნილიანი ცეცხლსაქრობი ОП - 103 – 1 ცალი;
ელექტროფარის სათავსში: ფხვნილიანი ცეცხლსაქრობი ОГНО3 – 2 ცალი;
საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების ფარის სათვსში: ნახშირმჟავა ცეცხლმაქრი – 2 ცალი.
დანართი
5ა
ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა
1. ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების სახეობისა და რაოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს იწვებადი ნივთიერებების ფიზიკურ-ქიმიური და ხანძარსაშიში თვისებები, მათი დამოკიდებულება ცეცხლსაქრობ ნივთიერებებთან, აგრეთვე, საწარმოო სათავსების, ღია მოედნების და დანადგარების ფართობი.
2. ზომით არანაკლებ 1 X 1 მ. აზბესტის ტილოები, უხეში შალის ქსოვილები და ქეჩა განკუთვნილია ხანძრის მცირე კერების ჩასაქრობად ისეთი ნივთიერების აალებისას, რომლის წვა შეუძლებელია ჰაერის შეღწევის გარეშე. ადვილად აალებადი და იწვებადი სითხეების გამოყენებისა და შენახვის ადგილებში შეიძლება ტილოს ზომების გაზრდა (2 X 1,5; 2 X 2მ). თითოეულის გამოყენება შეიძლება „A“, „B“, „Д“, „(E) “ კლასის ხანძრის ჩასაქრობად, ფართობის ყოველ 200 კვადრატულ მეტრზე ერთი ტილოს გაანგარიშებით.
3. გოსტ 12.4.009-83 მოთხოვნების შესაბამისად წყლის შესანახი კასრები უნდა იყოს არანაკლებ 0,2 კუბური მეტრი მოცულობისა და ვედროებით დაკომპლექტებული. ყუთები ქვიშისთვის უნდა იყოს 0,5; 1,0 და 3,0 კუბური მეტრი მოცულობისა და დაკომპლექტდეს აქანდაზიანი ნიჩბით გოსტ 3620-76 თანახმად.
4. სახანძრო დაფის კონსტრუქციაში შემავალი საცავები ქვიშისთვის უნდა იყოს არანაკლებ 0,1 კუბური მეტრი ტევადობისა. ყუთი უნდა იყოს ისეთი კონსტრუქციის, რომ ქვიშა ამოღებულ იქნეს ადვილად და გამოირიცხოს ნალექის მოხვედრა ყუთში.
5. ცეცხლსაქრობებით ტექნოლოგიური მოწყობილობის დაკომპლექტება ხორციელდება ამ მოწყობილობაზე ტექნიკური პირობების (პასპორტების) მოთხოვნათა ან სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი წესების თანახმად.
6. ცეცხლსაქრობებით იმპორტული მოწყობილობის დაკომპლექტება ხორციელდება მათ მიწოდებაზე ხელშეკრულების პირობების თანახმად.
7. ცეცხლსაქრობების ტიპის შერჩევა და საჭირო რაოდენობის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს მათი ცეცხლის ჩაქრობის უნარის, ზღვრული ფართობის, დასაცავ სათავსებში ან ობიექტზე იწვებადი ნივთიერებების და მასალების მიერ გამოწვეული ხანძრის კლასის ისო N3941-77 თანახმად:
A კლასი - ძირითადად ორგანული წარმოშობის მყარ ნივთიერებათა ხანძრები, რომელთა წვას თან ახლავს ბჟუტვა (მერქანი, ქსოვილი, ქაღალდი);
B კლასი - იწვებადი სითხეების ან დნობად მყარ ნივთიერებათა ხანძრები;
C კლასი - აირების ხანძრები;
Д კლასი - ლითონისა და მათი შენადნობების ხანძრები;
(E) - ხანძრები, რომლებიც დაკავშირებულია ელექტროდანადგარების წვასთან.
8. ცეცხლსაქრობის ტიპის შერჩევას (მოძრავი ან ხელის) განაპირობებს ხანძრის შესაძლო კერების ზომები. მათი საკმაოდ დიდი ზომების შემთხვევაში აუცილებელია მოძრავი ცეცხლსაქრობების გამოყენება.
9. შესაბამისი ტემპერატურული ზღვრით ცეცხლსაქრობის შერჩევისას აუცილებელია შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის კლიმატური პირობების გათვალისწინება.
10. თუ მოსალოდნელია ხანძრის კომბინირებული კერების არსებობა, მაშინ ცეცხლსაქრობის შერჩევისას უპირატესობა ეძლევა მათ შორის უფრო უნივერსალურს.
11. სხვადასხვა კატეგორიის სათავსების ზღვრული ფართობისთვის (მაქსიმალური ფართობი, რომლის დაცვა ხდება ერთი ცეცხლსაქრობით ან ცეცხლსაქრობების ჯგუფით) აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ერთ-ერთი ტიპის ცეცხლსაქრობების რაოდენობა, რომელიც მოცემულია 1-ლ და მე-2 ცხრილებში „++“ ან „+“ ნიშნების წინ.
12. საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებში თითოეულ სართულზე უნდა იყოს არანაკლებ ორი ხელის ცეცხლსაქრობისა.
13. Д კატეგორიის სათავსები, თუ მათი ფართობი არ აღემატება 100 კვადრატულ მეტრს, შეიძლება არ აღიჭურვოს ცეცხლსაქრობებით.
14. ხანძრის საშიშროების ერთი კატეგორიის რამდენიმე მცირე სათავსის არსებობისას ცეცხლსაქრობების აუცილებელი რაოდენობა განისაზღვრება 1-ლი და მე-2 ცხრილის და მე-18 პუნქტის თანახმად, ამ სათავსების ჯამური ფართობის გათვალისწინებით.
15. საწარმოდან გადასამუხტად გაგზავნილი ცეცხლსაქრობები უნდა იყოს შეცვლილი შესაბამისი რაოდენობის დამუხტული ცეცხლსაქრობებით.
16. ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების სათავსების, სატელეფონო სადგურების, მუზეუმების, არქივების და ა.შ. დაცვისას უნდა იყოს გათვალიწინებული დასაცავ მოწყობილობასთან, ნაკეთობებთან, მასალებთან და ა.შ. ცეცხლსაქრობი ნივთიერებების ურთიერთქმედების სპეციფიკა. აღნიშნული სათავსები რეკომენდებულია აღიჭურვოს ქლადონით და ნახშირორჟანგით დატუმბული ცეცხლსაქრობებით, ცეცხლსაქრობი ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის გათვალისწინებით.
17. ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სტაციონარული დანადგარებით აღჭურვილი სათავსები 50 %-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ცეცხლსაქრობებით, მათი საანგარიშო რაოდენობიდან გამომდინარე.
18. მანძილი ხანძრის შესაძლო კერიდან ცეცხლსაქრობამდე საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 20 მეტრს, А, Б და В კატეგორიის სათავსებისთვის - 30 მეტრს, Г კატეგორიის სათავსებისთვის - 40 მეტრს, Д კატეგორიის სათავსებისთვის - 70 მეტრს.
19. ობიექტზე უნდა იყოს გამოყოფილი პირი, რომელიც პასუხს აგებს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების შეძენაზე, შეკეთებაზე, შენახვასა და მუშაობისთვის მათ მზადყოფნაზე.
20. უნდა ხდებოდეს ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების არსებობის და მდგომარეობის აღრიცხვა ნებისმიერი ფორმის სპეციალურ ჟურნალში.
21. ყოველ ობიექტზე თითოეულ ცეცხლსაქრობს კორპუსზე თეთრი საღებავით უნდა ჰქონდეს აღნიშნული რიგითი ნომერი. მასზე უნდა იყოს შემოღებული დადგენილი ფორმის პასპორტი.
22. ცეცხლსაქრობები ყოველთვის უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, პერიოდულად დათვალიერდეს, შემოწმდეს და დროულად კვლავ დაიმუხტოს.
23. ზამთრის პერიოდში (10 C-ზე ნაკლებ ტემპერატურისას) საჭიროა ცეცხლსაქრობების შენახვა სათავსებში, რომლებიც თბება.
24. დერეფნებსა და გასასვლელებში ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების მოთავსებამ არ უნდა დააბრკოლოს ხალხის უსაფრთხო ევაკუაცია. ისინი უნდა მოთავსდეს თვალსაჩინო ადგილებზე შენობების გასასვლელებთან ახლოს, არაუმეტეს 1,5 მეტრის სიმაღლეზე.
25. აზბესტის ტილოების, ქეჩის შენახვა რეკომენდებულია სახურავებიან ლითონის ყუთებში. აუცილებელია მათი პერიოდულად (არანაკლებ 3-ჯერ თვეში) გამოშრობა და მტვრისაგან გაწმენდა.
26. ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისათვის საწარმოო სათავსებსა და საწყობებში, აგრეთვე ობიექტის ტერიტორიაზე უნდა იყოს მოწყობილი სახანძრო ფარები (პუნქტები).
27. არ დაიშვება ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების გამოყენება სამეურნეო და სხვა საჭიროებისათვის.
ცხრილი 1
სათავსების ხელის ცეცხლსაქრობებით აღჭურვის ნორმები
სათავსის კატეგორია
ზღვრული დასაცავი ფართობი, კვ. მ
ხანძრის კლასი
ქაფის და წყლის ცეცხლსაქ-რობები ტევადობით 10 ლ
ფხვნილის ცეცხლსაქრობები
ტევადობით, ლ
2
5
10
ქლადონის ცეცხლსაქ-
რობები
ტევადობით 2(3) ლ
ნახშირორჟანგის ცეცხლსაქრობები ტევადობით, ლ
2
5(8)
А,Б,В
200
А
2 + +
-
2 +
1 + +
-
-
-
(იწვებადი
Б
4 +
-
2 +
1 + +
4 +
-
-
აირები
C
-
-
2 +
1 + +
4 +
-
-
და სითხეები)
Д
(E)
-
-
-
-
2 +
2 +
1 + +
1 + +
-
-
-
-
-
2 + +
В
400
А
2 + +
4 +
2 + +
1 +
-
-
2 +
Д
(E)
-
-
-
-
2 +
2 + +
1 + +
1 +
-
2 +
-
4 +
-
2 + +
Г
800
В
C
2 +
-
-
4 +
2 + +
2 + +
1 +
1 +
-
-
-
-
-
-
Г, Д
1800
А
2 + +
4 +
2 + +
1 +
-
-
-
Д
-
-
2 +
1 + +
-
-
-
(E)
-
2 +
2 + +
1 +
2 +
4 +
2 + +
საზოგადო-
ებრივი შენო-
ბები
800
А
(E)
4 + +
-
8 +
-
4 + +
4 + +
2 +
2 +
-
4 +
-
4 +
4 +
2 + +
შენიშვნები:
1. სხვადასხვა კლასის ხანძრის კერების ჩასაქრობად ფხვნილის ცეცხლსაქრობებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი დასამუხტი ნივთიერებანი: А კლასისათვის - А В C(E) ფხვნილები; В, C და (E) კლასებისათვის - BC (E) ან ABC(E) ფხვნილები და Д კლასისთვის - ფხვნილი Д.
2. „++“ ნიშნით აღნიშნულია ობიექტის აღჭურვისთვის რეკომენდებული ცეცხლსაქრობები, „+“ ნიშნით - ცეცხლსაქრობები, რომელთა გამოყენება დაიშვება რეკომენდებულის არარსებობისა და შესაბამის დასაბუთებისას, „-“ ნიშნით - ცეცხლსაქრობები, რომლებიც არ დაიშვება მოცემული ობიექტების აღჭურვისთვის.
3. არაუმეტეს 50 კუბური მეტრი მოცულობის ჩაკეტილ სათავსებში ხანძრის ჩასაქრობად გადასატანი ცეცხლსაქრობების მაგივრად ან მათთან ერთად შეიძლება იყოს გამოყენებული თვითამოქმედების ფხვნილის ცეცხლსაქრობები.
ცხრილი 2
სათავსების მოძრავი ცეცხლსაქრობებით აღჭურვის ნორმები
სათავსის კატეგორია
ზღვრული
დასაცავი
ფართობი კვ. მ
ხანძრის
კლასი
ჰაერქაფის
ცეცხლსა
ქრობები
ტევადობით 100ლ
კომბინირე-ბული
ცეცხლსაქრო
ბები
(ქაფი, ფხვნილი)
ტევადობით
100 ლ
ფხვნილის
ცეცხლსაქრო-
ბები
ტევადობით
100 ლ
ნახშირორჟანგის
ცეცხლსაქრობები
ტევადობით, ლ
25
80
А,Б,В
500
А
1 + +
1 + +
1 + +
-
3+
(იწვებადი
აირები
Б
2 +
1 + +
1 + +
-
3 +
და სითხეები)
C
-
1 +
1 + +
-
3 +
Д
-
-
1 + +
-
-
(E)
-
-
1 +
2 +
1 + +
В (გარდა იწვებადი
800
А
1 + +
1 + +
1 + +
4 +
2 +
აირებისა და
В
2 +
1 + +
1 + +
-
3 +
სითხეებისა), Г
C
-
1 +
1 + +
-
3 +
Д
-
-
1 + +
-
-
(E)
-
-
1 +
1 + +
1 +
შენიშვნები:
1. სხვადასხვა კლასის ხანძრის კერების ჩასაქრობად ფხვნილისა და კომბინირებულ ცეცხლსაქრობებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი დასამუხტი ნივთიერებები: А კლასისათვის - А В C(E) ფხვნილი; В, C და (E) კლასებისათვის - BC (E) ან ABC(E) ფხვნილები და Д კლასისთვის - Д ფხვნილი.
2. „++“, „+“და „-“ ნიშნების მნიშვნელობა მოყვანილია 1-ლი ცხრილის მე-2 შენიშვნაში.
დანართი 6
გაზსადენისა და არმატურის რევიზიის
აქტი
200 წლის „ ––– “ ––––––––––––– ჩატარდა
გაზსადენის და არმატურის რევიზია, რომლის შედეგი მოცემულია ცხრილში
№
გაზსადენის დანიშნულება, დეფექტების ხასიათი და მათი ადგილმდებარეობა
გარემო
გაზსადენის მუშაობის პარამეტრები
შემსრულებელი
შენიშვნა
წნევა, მეგპა(კგძ/სმ2)
ტემპერატურა,0c
1
2
3
4
5
6
7
დანარჩენ გაზსადენებზე დეფექტები, რომლებიც ექვემდებარება რემონტს, არ
გამოვლენილა
გაზსავსები საკომპრესორო სადგურის უფროსი ––––––––––––––––––––––––
ოსტატი ––––––––––––––––––––––––
საწარმოს წარმომადგენელი –––––––––––––––––––––––
შენიშვნა: აქტს უნდა დაერთოს ესკიზები გაზსადენის ყოველ დეფექტურ უბანზე შემსრულებლისთვის გადასაცემად შემდეგი მონაცემების მითითებით:
ა. გაზსადენის დასახელება და მისი სამუშაო პარამეტრები;
ბ. შეცვლას დაქვემდებარებული დეფექტური უბნის ზუსტი ადგილმდებარეობა;
გ. მილის სახე, მასალა და ზომები;
დ. მილტუჩის ტიპი, მასალა, სარჭები, საყრდენები;
ე. ფიტინგებისა და შეჭრის დეტალების მასალა და ზომები (პასუხისმგებელი);
ვ. შესადუღებელი მასალების მარკა.
დანართი 7
ვამტკიცებ
მთავარი ინჟინერი (ტექნიკური დირექტორი)
საწარმოს დასახელება
–––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
„––––– “–––––––––––––––– 200 წ.
გაზსაშიში სამუშაოების ნუსხა გაზსავსებ
საკომპრესორო სადგურში
№
სამუშაოს ადგილი და ხასიათი (მოწყობილობის პოზიცია სქემის მიხედვით)
შესაძლო საშიში და მავნე საწარმოო ფაქტორები
სამუშაოს შემსრულებელი
ძირითადი ღონისძიებები
ობიექტის მოსამზადებლად გაზსაშიში სამუშაოსათვის
გაზსაშიში სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისათვის
1
2
3
4
5
6
I. სამუშაოები, რომლებიც სრულდება განწეს-დაშვების გაფორმებით (დანართი 3) და რეგისტრაციით ჟურნალში (დანართი 4);
II. სამუშაოები, რომლებიც სრულდება განწეს-დაშვების გაფორმების გარეშე ჟურნალში რეგისტრაციით (დანართი 8);
III. სამუშაოები, რომლებიც გამოწვეულია ავარიის ლიკვიდაციის ან ლოკალიზაციის საჭიროებით.
შეთანხმებულია:
უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურთან (ინჟინერთან)
გაზსავსები საკომპრესორო სადგურის უფროსთან
დანართი 8
განწეს-დაშვების გარეშე ჩასატარებელი გაზსაშიში სამუშაოების აღრიცხვის
ჟურნალი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საწარმოს დასახელება
№
სამუშაოს
ჩატარების
თარიღი
და დრო
სამუშაოს ჩატარების ადგილი (დანადგარი განყოფილება)
შესასრუ
-ლებელი სამუშაოს ხასიათი
ღონისძიებები ობიექტის მოსამზადებლად გაზსაშიში სამუშაოების ჩასატარებლად შესრულებულია (პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
ღონისძიებები
სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარებისათვის შესრულებულია
(პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარების პირობებს გავეცანი
(შემსრულე
ბლების სახელი, გვარი, ხელმოწერა)
ჰაერის გარემოს ანალიზის შედეგები
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
დანართი 9
მომდენი (გამწოვი) № სავენტილაციო დანადგარის
პასპორტი
–––––––––––––––––––––––––––––––––
საწარმოს დასახელება
საერთო მონაცემები
1. რომელ სათავსებს ემსახურება –
2. დანადგარის სახე (მომდენი, გამწოვი) –
3. რომელ მოწყობილობასა და სამუშაო ადგილებს ემსახურება –
4. პროექტი შესრულებულია –
5. მონტაჟი შესრულებულია –
6. დანადგარი ექსპლუატაციაში ჩაბარდა –
ტექნიკური მონაცემები
პროექტით
ფაქტობრივად
ვენტილატორი, საინვენტარო
№
7. სისტემა, ტიპი, დამამზადებელი ქარხანა
8. ვენტილატორის ნომერი ან ძირითადი ზომები
9. შკივის დიამეტრი და სიგანე, მმ
10. ბრუნთა რიცხვი წუთში, ბრ/წთ
11. მწარმოებლურობა, მ
3
/სთ
12. სრული წნევა, პა ან კგძ/მ
2
ელექტროძრავა, ინვენტარული №
13. ტიპი ან სერია
14. დამამზადებელი ქარხანა
15. სიმძლავრე, კვტ
16. ბრუნთა რიცხვი წუთში, ბრ/წთ
17. შკივის დიამეტრი და სიგანე, მმ
ჰაერსათბობი
18. ტიპი
19. მოდელი
20. დამამზადებელი ქარხანა
21. ძირითადი ზომები
22. გამათბობლების რიცხვი და დაჯგუფება
23. თბოგადამტანი და მისი პარამეტრები
24. ჰაერის ტემპერატურა გათბობამდე, 0
C
25. ჰაერის ტემპერატურა გათბობის შემდეგ, 0
C
26. თბომწარმოებლურობა, კვტ ან კკალ/სთ
27. წინაღობა ჰაერის მიხედვით, პა ან კგძ/მ2
ჰაერსაცივარი მოწყობილობა
28. ტიპი
29. დამამზადებელი ქარხანა
30. მფრქვევანების ტიპი, რაოდენობა და დიამეტრი
31. თბომიმღები აგენტი
32. სიცივის რაოდენობა, კკალ/სთ
33. სიცივის აგენტის ხარჯი
34. წინაღობა, პა ან მმ წყ.სვ.
მტვერგამწენდი მოწყობილობა
35. ტიპი
36. მფილტრავი გარემო და მისი ზედაპირი
37. დამახასიათებელი გაბარიტული ზომები, მმ
38. ფილტრის მწარმოებლურობა მ3/სთ 1 მ2-ზე
39. წინაღობა, პა ან კგძ/მ2
40. შეგროვილი მტვრისაგან გაწმენდის ხერხი და ვადები
საზომ-საკონტროლო აპარატურა
41. საზომი ხელსაწყოები
42. სად და რა ნომრით ინახება სავენტილაციო დანადგარის პროექტი
43. დანადგარის გადაკეთება ან მუშაობის რეჟიმის შეცვლა
44. როდის და ვის მიერ ჩატარდა სავენტილაციო დანადგარის გამოცდა და სად ინახება გამოცდის შედეგების აქტი
პასპორტის შევსების საფუძველი
სავენტილაციო დანადგარის პროექტი და ჩატარებული გამოცდები
პასპორტი შეადგინა (ხელმოწერა)
პასუხისმგებელი სავენტილაციო დანადგარზე (ხელმოწერა)
თარიღი
დანართი
10
გაზსავსებ საკომპრესორო სადგურში ცეცხლის გამოყენებასთან
დაკავშირებული სამუშაოების წარმოების
ინსტრუქცია
1. მოსამზადებელი სამუშაოები
1.1. ზოგადი მოთხოვნები
1.1.1. გაზის ობიექტის მომზადება ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოს საწარმოებლად ხორციელდება განწეს-დაშვებისა (დანართი 13) და სამუშაოს ორგანიზაციის გეგმის შესაბამისად ამ ობიექტის საექსპლუატაციო პერსონალის მიერ.
1.1.2. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაო ზონა მომზადებული უნდა იქნეს სამუშაოს უსაფრთხოდ და მოხერხებულად შესრულებისათვის. მოწყობილი უნდა იქნეს თავისუფალი მისასვლელები სამუშაოს ადგილთან, ამასთან მოცილებული უნდა იქნეს აფეთქებასაფრთხიანი, მავნე ნივთიერებები და ხელშემშლელი საგნები.
კანალიზაციასთან დაკავშირებული ჩამოსაშვები ძაბრები, ღარებიდან გამოსასვლელები და სხვა მოწყობილობა, რომლებშიც შესაძლებელია იყოს საწვავი გაზები და ორთქლი, უნდა გადაიკეტოს. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოს ადგილზე მიღებული უნდა იქნეს ზომები ნაპერწკლის გავრცელების აღსაკვეთად.
1.1.3. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოს ზონა სამუშაოს შესრულების ადგილის სპეციფიკის, ამინდის, მათ შორის ქარის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს (შემოიღობოს) უსაფრთხოების შესაბამისი მაფრთხილებელი ნიშნებითა და პლაკატებით.
1.1.4. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოს ზონაში გარეშე პირთა და სატრანსპორტო საშუალებათა შეღწევის აღსაკვეთად უნდა მოეწყოს დამცავი საგუშაგოები, რომლებიც აღჭურვილი უნდა იქნეს საშიშროების მაფრთხილებელი საშუალებებით (შუქური, ბგერითი).
სატრანსპორტო და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები, სპეცმოწყობილობა, მექანიზმები, რადიოკავშირის საშუალებები და მასალები უნდა განლაგდეს ქარპირა მხარეს.
1.1.5. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოს ადგილი საიმედოდ უნდა იყოს გათიშული (იზოლირებული) აფეთქებახანძარსახიფათო და მავნე ნივთიერებების შესაძლო მიწოდების წყაროდან, მათ შორის მომიჯნავე ტექნოლოგიური სისტემებიდან, ხოლო სარემონტო გაზის მოწყობილობასა ან გაზსადენის უბნებში წნევა უნდა შემცირდეს 100 – 500 პა (10-50 მმ წყ.სვ.)-მდე.
1.1.6. მიღებული უნდა იქნეს ზომები, რომლებიც გამორიცხავენ სამუშაოთა წარმოების ადგილის გამთიშველი ჩამკეტი არმატურის მდგომარეობის შეცდომით ან თვითნებურად შეცვლას. ამისათვის უნდა მოეწყოს ინსტრუქტაჟგავლილი პერსონალის მორიგეობა, რომელიც ახორციელებს მდგომარეობის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში მართავს ჩამკეტ არმატურას. თუ არ არის არმატურის მართვის საჭიროება, აუცილებელია:
ა. პნევმოჰიდროამძრავიან ონკანებზე – გამოშვებულ იქნეს საიმპულსე გაზი, მოიხსნას შლანგები (საიმპულსე მილაკები) და მოცილდეს პნევმოჰიდროამძრავებს, დაიხშოს შტუცერები, მოცილდეს ონკანებს ჭილიბები (მანჭვლები), რომლებსაც ავტომატური მართვა გადაჰყავთ ხელით მართვაზე;
ბ. მოიხსნას შტურვალები ხელით მართვის ონკანებიდან ან ჩაიკეტოს ამძრავები ბოქლომით ჯაჭვის საშუალებით;
გ. გამოიკიდოს (სადაც საჭიროა) უსაფრთხოების შესაბამისი ნიშნები და პლაკატები: „არ გააღოთ“, „არ ჩაკეტოთ“.
1.1.7. მილტუჩების განცალკევების ან კოჭის ამოჭრისათვის გათვალისწინებულ ადგილებში უნდა მოეწყოს არანაკლებ 25 მმ2 განივი კვეთის ფართობის მქონე ელექტროშესაკრავი, ხოლო ელექტროქიმიური დაცვის საშუალებები უშუალოდ ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყების წინ უნდა გამოირთოს.
1.1.8. სარემონტო გაზის მოწყობილობა უნდა გაირეცხოს შიგნიდან სარეცხი საშუალებებით.
1.1.9. წნევაზე მომუშავე ჭურჭლების რემონტი ცეცხლის გამოყენებით უნდა შესრულდეს დამამზადებელი ქარხნის მოთხოვნების შესაბამისად.
1.1.10. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოს ადგილას უნდა იყოს ხანძრის ჩაქრობის საშუალებები, რომლებიც გათვალისწინებულია სამუშაოთა ორგანიზაციის გეგმით „საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად.
1.1.11. მოსამზადებელი სამუშაოების დამთავრების შემდეგ სამუშაოზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამუშაოზე პასუხისმგებელ პირთან ერთად შეამოწმოს სარემონტო სამუშაოს ამ ეტაპის შესრულება.
1.1.12. მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების შემდეგ განწეს-დაშვების ორივე ეგზემპლარს ხელს აწერენ ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებულ და მოსამზადებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირები და ობიექტის ხელმძღვანელი, რომლებიც ადასტურებენ მოსამზადებელი სამუშაოს სისრულეს, ხარისხსა და უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ღონისძიებებს, აგრეთვე, ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოს წარმოების ტექნიკურ და ტექნოლოგიურ შესაძლებლობას, რის შემდეგ განწეს-დაშვების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამუშაოზე პასუხისმგებელ პირს.
1.1.13. დასაშვებია ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოების მომზადება და უშუალოდ სამუშაოების შესრულება დაევალოს ერთ პირს იმ პირობით, რომ მას გააჩნია საჭირო ორგანიზაციული უნარი და ტექნიკური ცოდნა, ფლობს სამუშაოს უსაფრთხო მეთოდებს და ხერხებს და ამ სამუშაოების შესრულების პერიოდში განთავისუფლებულია სხვა მოვალეობებისაგან.
1.2. მიწისქვეშა გაზსადენების მომზადება
1.2.1. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების მომზადებისას სახიფათო ზონის საზღვრებში უსაფრთხოების აუცილებელ ღონისძიებათა განსაზღვრის მიზნით თავდაპირველად გამოკვლეული უნდა იყოს სარემონტო და მის მახლობლად განლაგებული მილსადენები და მოწყობილობა (პუნქტი 1.1.2).
1.2.2. სახიფათო ზონის საზღვრად ითვლება პირობითი წრეხაზი ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ადგილის გარშემო, რომლის რადიუსია მინიმალურად დასაშვები მანძილი შენობა-ნაგებობებამდე (დანართი 14).
1.2.3. სამუშაოების შესრულებისას გამორიცხული უნდა იყოს სარემონტო გაზსადენის მახლობლად განლაგებულ სხვა მილსადენთა დაზიანება. თუ აღნიშნულის უზრუნველყოფა შეუძლებელია, მაშინ მილსადენი სამუშაოების დაწყებამდე დაცლილი უნდა იყოს მასში არსებული პროდუქტებისაგან და გამოყვანილი იყოს მუშაობის რეჟიმიდან.
1.2.4. გაზსადენების იმ უბნებზე, სადაც არ არის გაჟონვა ან ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი სხვა ფაქტორები, რომლებიც მოწმობენ მილსადენების სიმტკიცის შემცირებას, დასაშვებია გაზსადენების გახსნა მექანიზმების გამოყენებით და იზოლაციისაგან ხელით განთავისუფლება წნევის შემცირების გარეშე. გაზსადენების თხრილების გახსნის დროს მექანიზმების მოძრავი ნაწილები გაზსადენს არ უნდა მიუახლოვდეს 0,5 მეტრზე ახლოს.
1.2.5. დაზიანებული იზოლაციის მქონე უბანზე გაზსადენის თხრილის გახსნამდე წნევა უნდა შემცირდეს უკანასკნელი წლის განმავლობაში რეგისტრირებული მაქსიმალური სამუშაო წნევის არანაკლებ 10 %-ით.
1.2.6. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად მიწისქვეშა გაზსადენის თხრილის გასახსნელად მიწის სამუშაოების ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს მაგისტრალური გაზსადენების დასაცავ ზონაში სამშენებლო სამუშაოების წარმოების ინსტრუქციის მოთხოვნებს.
1.2.7. ქვაბულის (თხრილის) ზომები განისაზღვრება ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების პირობებით. მანქანები და მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც წარმოებს სამუშაოები, შეიძლება განლაგდეს ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხოდ და მოხერხებულად შესრულების პირობებიდან გამომდინარე. ქვაბულს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი ამოსასვლელი მილსადენის ორივე მხრიდან.
1.2.8. გაზსადენის თხრილში გრუნტის წყლების მოდინების დროს კეთდება სპეციალური ქვაბული წყლის შესაკრებად და ამოსატუმბად. ჭაობიან ადგილებში და მცურავი ქანების არსებობისას გრუნტი უნდა დამუშავდეს ნარინდიანი ხიმინჯების ან სხვა სამარჯვების გამოყენებით სამუშაო ადგილზე წყლის მოდინების შესაზღუადავად და ქვაბულის კედლების ჩამოქცევისაგან დასაცავად.
1.2.9. თხრილში გაზკონდენსატის ან სხვა ადვილაალებადი სითხის მოხვედრისას ისინი მოცილებული უნდა იქნენ გაჟღენთილ გრუნტთან ერთად და მის ნაცვლად უნდა ჩაიყაროს მშრალი გრუნტი.
1.2.10. გაზსადენის გრძელი მონაკვეთების თხრილის გახსნის დროს მიღებული უნდა იქნეს ზომები, რომელიც გამორიცხავს გაზსადენების ჩაღუნვას და დამატებითი დაძაბულობის წარმოქმნას.
1.2.11. გაზსადენის სახაზო ნაწილის უბანზე ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოს დაწყებამდე საჭიროა:
ა. გაითიშოს ეს უბანი;
ბ. განთავისუფლდეს გაზისაგან;
გ. შემოწმდეს და გამოირიცხოს გაზკონდენსატისა და სხვა ადვილაალებადი სითხის არსებობა გაზსადენში და მათი მოხვედრის შესაძლებლობა ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოს წარმოების ადგილას.
1.2.12. ჩამკეტმა არმატურამ უნდა უზრუნველყოს ჰერმეტული გადაკეტვა. ონკანის ჰერმეტიზაცია უნდა მოხდეს შემამჭიდროვებელი საპოხის საშუალებით.
1.2.13. თუ სახაზო გამომრთველი არმატურა აღმოჩნდება არასაკმარისად ჰერმეტული, სარემონტო უბანთან ერთად აუცილებელია გამოირთოს და განთავისუფლდეს გაზისგან მეზობელი უბანი, რომელიც განლაგებულია არაჰერმეტული არმატურის შემდეგ. გამორთული უბანი ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების მთელი დროის მანძილზე დაკავშირებული უნდა იყოს ატმოსფეროსთან.
1.2.14. გაზსადენის გაზისაგან განთავისუფლება უნდა მოხდეს გაზის გამოშვებით გამქრევი სანთლებიდან. აღნიშნული სამუშაოს შემსრულებელს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
1.2.15. პერსონალი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის გაზის გამოშვებასთან, აგრეთვე, ტექნიკური საშუალებები, სანთლიდან მოცილებული უნდა იყოს ქარპირა მხარეს არანაკლებ 200 მ მანძილით. გაზი გამოშვებული უნდა იქნეს გაზსადენის დიამეტრიდან გამომდინარე სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოებისათვის საჭირო წნევამდე – 100-500 პა (10-50 მმ წყ.სვ.).
1.2.16. გაზკონდენსატის და სხვა ადვილაალებადი სითხის არარსებობის შემოწმება რეკომენდებულია მოხდეს საცეცის საშუალებით, რომელიც ჩაიშვება გაზსადენის ზემოდან ბურღით გაკეთებული ხვრელიდან. გაზკონდენსატის ან სხვა ადვილაალებადი სითხის აღმოჩენისას ის ამოღებული უნდა იქნეს და შემდეგ დაიწვას უსაფრთხოების დაცვით.
1.2.17. გაზსადენიდან ადვილაალებადი სითხის ამოღებამდე მზადყოფნაში უნდა იქნეს მოყვანილი ხანძრის საქრობი და დაცვის საშუალებები.
2. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები
2.1. ზოგადი მოთხოვნები
2.1.1. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები დასაშვებია დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოების სრული მოცულობის შესრულების შემდეგ.
2.1.2. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყება დასაშვებია სამუშაოების ხელმძღვანელის მითითებით, რომელიც გასცემს განკარგულებას სამუშაოების დაწყებასა და თანამიმდევრობაზე.
2.1.3. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც იმყოფებიან სახიფათო ზონაში, უნდა იყოს მინიმალური.
2.1.4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს განწეს-დაშვების გამცემ პირთან შეთანხმებით, აუცილებელი საორგანიზაციო და ტექნიკური ღონისძიებების გატარების შემდეგ, შეუძლია შეცვალოს ბრიგადის შემადგენლობა და სამუშაოთა მოცულობა. ბრიგადის შემადგენლობის ახალი მონაწილეებით შევსების ან შეცვლისას შესაბამისი ცვლილებები ფიქსირებული უნდა იყოს განწეს-დაშვებაში.
2.1.5. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე დაიშვებიან სახაზო მილგამყვანები, საკომპრესორო სადგურის მემანქანეები, ზეინკლები, ელექტროშემდუღებლები, გაზშემდუღებლები და ა.შ., რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება, მიღებული აქვთ სათანადო მოწმობა, სამუშაოზე დაშვების უფლება, გააჩნიათ მუშაობის საკმარისი გამოცდილება და აუცილებელი კვალიფიკაცია. საგარანტიო პირაპირების შედუღებაზე დაიშვება შემდუღებელი, რომელსაც გავლილი აქვს დაწესებული ატესტაცია და აქვს მუშაობის უფლება.
2.1.6. სახიფათო ზონაში შესვლა და ზონიდან გამოსვლა უნდა მოხდეს ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ხელმძღვანელის ნებართვით. მუშებმა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა გაიკეთონ საშიშ ზონაში შესვლამდე.
2.1.7. სამუშაო ზონაში ჰაერის ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე მეტი დაგაზიანების და ჟანგბადის უკმარისობის დროს ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა შესრულდეს შესაბამისი აირწინაღების გამოყენებით.
2.1.8. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისას სამუშაო ზონის ფარგლებში ჰაერში გაზის შემცველობა არ უნდა იყოს აფეთქებაუსაფრთხო ზღვრულ დასაშვებ მინიმალურ კონცენტრაციაზე მეტი. ე.ი. უნდა იყოს აალების ქვედა კონცენტრაციული ზღვრის 20 %-ზე ნაკლები. თუ გაზის კონცენტრაცია აღნიშნულზე მეტია, ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა შეწყდეს და ხალხი გამოყვანილი იქნეს საშიში ზონიდან.
2.1.9. წვიმის, თოვის ან ძლიერი ქარის დროს სამუშაო უნდა სრულდებოდეს სპეციალურად მოწყობილი გადახურული საფარით.
გაზისაგან გაზსადენის დაცლა და ხალხის ყოფნა სახაზო ონკანებთან და გამქრევი სანთლების მახლობლად ჭექა-ქუხილის დროს დაუშვებელია.
2.1.10. უსაფრთხოების ღონისძიებების შეუსრულებლობის, სამუშაოთა წარმოების ტექნოლოგიის დარღვევის, აგრეთვე, სამუშაო ან სახიფათო ზონაში აფეთქების და ხანძარსაშიში სიტუაციის შექმნის დროს, ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ხელმძღვანელი ვალდებულია სასწრაფოდ შეწყვიტოს სამუშაოები.
2.1.11. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები შეწყვეტილი უნდა იქნეს სახიფათო ზონაში განლაგებულ ობიექტზე ავარიული სიტუაციის, საორგანიზაციო, ტექნიკური, ტექნოლოგიური და ამინდის პირობების მკვეთრი (ნეგატიური) შეცვლის დროს.
2.1.12. აფეთქება და ხანძარსაშიში სიტუაციების შემთხვევაში აუცილებელია გამოირთოს მექანიზმების, სპეცმოწყობილობის და სატრანსპორტო საშუალებების შიგაწვის ძრავები, აგრეთვე, საშიშ ზონაში განლაგებული შესადუღებელი აპარატებისა და სხვა დენმიმღებების ელექტრომომარაგება. შემდეგ გატარებული უნდა იქნეს ღონისძიებები ავარიული სიტუაციების წარმოშობის მიზეზების გამოვლენისა და ავარიის სალიკვიდაციოდ.
2.1.13. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა განახლდეს მისი ხელმძღვანელის განკარგულებით, სამუშაოების უსაფრთხო პირობების სრული აღდგენის შემდეგ.
2.1.14. დაუშვებელია ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება ერთდროულად ტექნოლოგიური ხაზის ერთი უბნის რამდენიმე ადგილას, რომლებიც გაყოფილი არ არის ჩამკეტი არმატურით.
2.1.15. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისას ჩამკეტი არმატურის გაღება და დაკეტვა უნდა ხდებოდეს სამუშაოთა ხელმძღვანელის განკარგულებით სამუშაოს წარმოების ორგანიზაციის გეგმის თანახმად.
2.1.16. გაუთვალისწინებელ შემთხვევაში სამუშაოთა ხელმძღვანელს აქვს უფლება ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან (ცვლის უფროსთან) შეთანხმების შემდეგ შეცვალოს არმატურის მდგომარეობა. ამ ოპერაციის ჩატარების წინ სამუშაოები უნდა შეჩერდეს და მისი მონაწილეები გამოყვანილ იქნენ სახიფათო ზონიდან.
2.1.17. აცეტილენის, ჟანგბადის, თხევადი ნახშირწყალბადიანი გაზის ბალონები და გაზის გენერატორები ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ადგილიდან განლაგებული უნდა იყოს არანაკლებ 10 მ დაშორებით.
2.1.18. შენობაში ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების დროს შიგაწვისძრავიანი შედუღების აგრეგატი და საწვავი გაზის ბალონები მოთავსებული უნდა იყოს შენობის გარეთ.
2.1.19. ელექტრომოწყობილობას, შიგაწვისძრავიან სპეცმოწყობილობას, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალებებს უნდა ჰქონდეს ნაპერწკალჩამქრობი მოწყობილობა და გამართული ელექტროსისტემა.
2.1.20. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების უსაფრთხოების ასამაღლებლად სარემონტო მოწყობილობა ან მილსადენის უბანი აუცილებელია შეივსოს აზოტით ან გამონაბოლქვი გაზებით.
2.2. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები
საწარმოო მოედანზე
2.2.1. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები გაზსავსები საკომპრესორო სადგურის საწარმოო მოედანზე უნდა ტარდებოდეს სადგურის ექსპლუატაციიდან გამოყვანისა (პუნქტი 1.1.7) და მოწყობილობის, მილსადენების მომზადების შემდეგ ამ ინსტრუქციის პირველი თავის მოთხოვნების შესაბამისად.
2.2.2. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაო სათავსში უნდა ჩატარდეს გაზის (გაზის კონდენსატის, ადვილაალებადი სითხის) სათანადო კომუნიკაციების გადაკეტვის შემდეგ, რომლებიც შედის (და გამოდის) სათავსში მათზე სათავსის გარეთ დაყენებული არმატურის საშუალებით, სათავსის შიგნით დაყენებულ მოწყობილობაში, მილსადენებში გაზის (კონდენსატის, ადვილაალებადი სითხეების) წნევის დაგდებით, აგრეთვე, შემდეგი დამატებითი ღონისძიებების შესრულების შემდეგ:
– სათავსის ავარიული (ბუნებრივი და იძულებითი) ვენტილაციის უზრუნველყოფა არანაკლებ 10 წუთით ადრე ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოს დაწყებამდე და მის წარმოების დროს;
– სათავსში ჰაერის კონტროლი ექსპრესული გაზანალიზატორებით (მიუხედავად სათავსში სტაციონარული გაზანალიზატორის, სიგნალიზატორის არსებობისა).
2.2.3. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ზონაში გამოყოფილი უნდა იყოს დამკვირვებლები, რომელთა დანიშნულებაა სიგნალის გაცემა სამუშაოების დაუყოვნებლივ შესაწყვეტად წინასაავარიო სიტუაციის ან დამატებითი საშიშროების შექმნისას, მოწყობილობის, აპარატურის, ვენტილაციის სისტემის, სიგნალიზაციის, კოლექტიური დაცვის საშუალებების მწყობრიდან გამოსვლისას, წნევის მომატებისას (დაკლებისას) ტემპერატურის მომატებისას (დაკლებისას) დასაშვებ ზღვრებთან შედარებით, გაზის, გაზის კონდენსატის (ადვილადაალებადი სითხის) უეცარი გაჟონვისას და სხვა.
2.3. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები ჭურჭლებში და ჭებში
2.3.1. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოს წინ ჭურჭელი (აპარატი, ტევადობა) მომზადებული უნდა იყოს ამ ინსტრუქციის 2.2 ქვეთავის შესაბამისად.
2.3.2. ჭურჭლის ან ჭის შიგნით სამუშაოდ უნდა დაინიშნოს ბრიგადა არანაკლებ სამი კაცის შემადგენლობით: ჭურჭელში (ჭაში) მომუშავე და ორი დუბლიორი (დამკვირვებელი).
2.3.3. ჭურჭელში ან ჭაში მუშაობის წინ უნდა ჩატარდეს ჰაერის ანალიზი მავნე ნივთიერებების შემცველობაზე. გაზომვები ტარდება ექსპრესული გაზანალიზატორებით არანაკლებ სამ წერტილში დაწყებული შესასვლელიდან (ლიუკთან).
2.3.4. ჭურჭელში ან ჭაში მომუშავის ყოველი ჩასვლისას სამუშაოს ხელმძღვანელი კითხულობს მის გუნება-განწყობილებას, ამოწმებს ეკიპირებას, აზუსტებს სალაპარაკო კოდსა და ჭურჭელში (ჭაში) ყოფნის ერთ სამუშაო ციკლს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.
2.3.5. მუშაობის პროცესში, ყოველი 2-3 წუთის შემდეგ უნდა მოიკითხონ (მათ შორის კოდის საშუალებით) ჭურჭელში (ჭაში) მყოფი მუშაკის გუნება-განწყობილება. თუ არ იქნება პასუხი მეორე მცდელობის დროსაც, იგი დაუყოვნებლივ უნდა ამოიყვანონ.
2.3.6. ჭურჭელში (ჭაში) სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე მუშაობა შეიძლება ნებადართული იქნეს, თუ ჟანგბადის მოცულობითი წილი ჰაერში შეადგენს არანაკლებ 20 %-ს, ხოლო მავნე ნივთიერებების ჯამური შემცველობა არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.
2.3.7. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება ჭაში, მათ შორის კანალიზაციის გვირაბში და მსგავს ნაგებობებში, უნდა შეთანხმდეს იმ სამსახურების (საამქროების) ხელმძღვანელებთან, რომლებიც ტექნოლოგიურად არიან დაკავშირებული ამ ობიექტებთან.
2.3.8. დასაშვებია მუშაკის ჩასვლა ჭურჭელში (ჭაში) და იქიდან ამოსვლა გადასატანი კიბით, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს.
2.3.9. თუ ჭურჭელში (ჭაში) მომუშავე შეუძლოდ გახდა (გადმოსცა სიგნალი, არ პასუხობს სიგნალებზე, მოიხსნა ჩაფხუტ-ნიღაბი და ა.შ.), დუბლიორები ვალდებულნი არიან ამოიყვანონ იგი და აღმოუჩინონ პირველადი დახმარება.
მუშაკის საშველად ჭურჭელში (ჭაში) დუბლიორების ჩასვლა დასაშვებია სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, თუ ზედაპირზე (ლიუკთან) იქნება არანაკლებ ორი კაცისა.
2.3.10. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოს დამთავრების შემდეგ, ლიუკის დაკეტვის წინ, სამუშაოს ხელმძღვანელი პირადად უნდა დარწმუნდეს, რომ ჭურჭელში (ჭაში) არ დარჩა მუშაკი, მოცილებულია მექანიზმები, ინსტრუმენტები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ხელსაწყოები და მასალები.
2.4. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები მიწისქვეშა გაზსადენებზე
2.4.1. მიწისქვეშა გაზსადენებზე ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოები შეიცავს სამ ძირითად ეტაპს:
ა. ტექნოლოგიური ხვრელის ამოჭრა გაზკონდენსატის (ადვილადაალებადი სითხის) გამოსაშვებად და (ან) დროებითი გამომრთველი მოწყობილობის დასაყენებლად;
ბ. შესადუღებელ-სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
გ. ტექნოლოგიური ხვრელის ჰერმეტიზაცია.
2.4.2. ტექნოლოგიური ხვრელის ამოჭრა უნდა მოხდეს მილსადენში 100-500 პა (10-50 მმ წყ. სვ.) წნევის დროს.
2.4.3. ხვრელის ამოჭრამდე გაზსადენში გამომრთველ მოწყობილობასთან და სამუშაოების წარმოების ადგილთან სითხიანი მანომეტრით უნდა გაიზომოს გაზის წნევა.
მანომეტრი გაზსადენს უნდა მიუერთდეს მილაკით და სპეციალური კონუსური ნიპელით, რომელიც ჩაწნეხილია გაზსადენის ზემო ნაწილში 6-8 მმ დიამეტრის ნახვრეტში.
საკონტროლო ხვრელის ჰერმეტიზაცია ხდება სტანდარტული შტუცერული შეერთებით.
2.4.4. გაზსადენის გაწყვეტის დროს, როდესაც გაზსადენის უბანი მთლიანად განთავისუფლებულია გაზისაგან, აფეთქებასაშიში ნარევის მოსაცილებლად ხვრელის ამოჭრამდე, უნდა მოხდეს გამორთული უბნის გაქრევა არაუმეტეს 0,1 მეგპა (1 კგძ/სმ2) წნევით, რომელიც მიწოდებული უნდა იყოს გაწყვეტის ადგილთან ორივე მხრიდან.
გაქრევის შემდეგ გაზში ჟანგბადის შემცველობა გაზოანალიზატორის მიხედვით უნდა იყოს არაუმეტეს 2 %-სა.
2.4.5. გაზსადენის გაჭრისას წარმოშობილი ალი ჩაქრობილი უნდა იქნეს ქეჩის ტილოთი, ხოლო გაჭრის ხაზი საჭრისის გადაადგილების მიხედვით უნდა გაიგოზოს აზელილი სველი თიხით.
2.4.6. გაზსადენის შიგნით (სიღრუეში) გაზის ანთების ან დიდი ალით წვის შემთხვევაში, რომელიც ხელს უშლის სამუშაოების წარმოებას, სამუშაოები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, ხალხი მოცილდეს თხრილს უსაფრთხო მანძილზე ან შესაბამისი ხანძარსაქრობი საშუალებებით ჩაქრობილ იქნეს ანთებული გაზი. დასაშვებია სამუშაოების გაგრძელება გამოვლენილი უწესივრობების აღმოფხვრისა და გზსადენში წნევის სიდიდის აღდგენისას დასაშვებ ზღვრებში.
2.4.7. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოებისას მილსადენებზე, სადაც შესაძლებელია შიგა ზედაპირზე პიროფორული რკინის დალექვა, მათი გახსნისას მიღებული უნდა იქნეს ზომები დანალექის თვითაალების საწინააღმდეგოდ (წყლის უხვად მისხურება ან სხვა).
მილსადენებიდან გამოტანილი პიროფორული რკინის შემცველი დანალექი დაუყოვნებლივ უნდა შეგროვდეს ტარაში წყლის ფენის ქვეშ და გატანილ იქნეს ხანძარუსაფრთხო ადგილას.
2.4.8. ის მონაკვეთი, სადაც ტარდება სამუშაოები, უნდა გაიმიჯნოს გაზსადენის დანარჩენი ნაწილისაგან.
გამორთვის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა რეზინის გასაბერი ბურთების გამოყენება.
რეზინის ბურთების ჩაყენებამდე უნდა შემოწმდეს მათი ვარგისიანობა და ჰერმეტულობა.
2.4.9. რეზინის ბურთებს აყენებენ ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაო ადგილიდან ორივე მხარეს 8-10 მ მანძილზე ამოჭრილ ტექნოლოგიურ სარკმელებში.
2.4.10. გაზსადენებში მოთავსების შემდეგ რეზინის ბურთებს ბერავენ 2500-3000 პა (250-300 მმ წყ. სვ.) წნევით. ის მჭიდროდ უნდა მიეკრას გაზსადენის შიგა ზედაპირს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰერმეტულობა.
რეზინის ბურთის მდგომარეობაზე სამუშაოების შესრულების პერიოდში დაწესებული უნდა იყოს კონტროლი.
2.4.11. 300 მმ-მდე დიამეტრის გაზსადენებში სამუშაოების ჩატარებისას დასაშვებია სამუშაო ადგილის გამიჯვნა თიხის დროებითი საცობით.
2.4.12. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების პროცესში შესრულებული შედუღებები განეკუთვნება საგარანტიო შედუღების კატეგორიას.
საგარანტიო პირაპირები სრულდება ოპერაციების მიხედვით კონტროლზე პასუხისმგებელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, რომელსაც ანალოგიურ სამუშაოებზე აქვს არანაკლებ ერთი წლის გამოცდილებისა.
2.4.13. თითოეული საგარანტიო შედუღება ექვემდებარება ორმაგ კონტროლს: რადიოგრაფიული და ულტრაბგერითი მეთოდებით (მინუს 50 C-ზე დაბალი ტემპერატურის დროს ულტრაბგერითი დეფექტოსკოპიის მაგივრად უნდა ჩატარდეს მაგნიტოგრაფიული შემოწმება).
2.4.14. თითოეულ საგარანტიო შედუღებაზე უნდა შედგეს აქტი (დანართი 16), რომელსაც ხელს აწერს ოპერაციების მიხედვით კონტროლზე პასუხისმგებელი სპეციალისტი, შემდუღებელი და საგამოცდო ლაბორატორიის პასუხისმგებელი წარმომადგენელი.
2.4.15. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყების წინ გაზსადენის მილის ფოლადის მარკისა და დიამეტრის გათვალისწინებით შერჩეული უნდა იქნეს ტექნოლოგიური ხვრელის ამოჭრისა და დადუღების სქემა.
2.4.16. მილებისათვის, რომელთა სიმტკიცის ნორმატიული ზღვარი 537 მეგპა (55 კგძ/მმ2)-ზე ნაკლებია და კედლის სისქე 12 მმ-მდეა, ტექნოლოგიური ნახვრეტების დადუღება შესაძლებელია განხორციელდეს საკერებლებით. ნახვრეტებისა და საკერებლების ფორმა, ზომები და ორიენტაცია უნდა შეესაბამებოდეს ნახ. 1-ს.
ნახვრეტების ტორსები ძირითად მილში მასში საკერებლის შემდგომი ჩადუღების შემთხვევაში უნდა დამუშავდეს მექანიკურად ნახ. 1-ზე მოყვანილი მონაცემების შესაბამისად.
2.4.17. მილებისათვის, რომელთა სიმტკიცის ნორმატიული ზღვარი ტოლი ან მეტია 537 მეგპა (55კგძ/მმ2)-ზე და კედლის სისქე ტოლი ან მეტია 12 მმ-ზე, ტექნოლოგიური ხვრელის დადუღება რეკომენდებულია ჩატარდეს მილში ელიფსურფსკერიანი (სახშობიანი) მილყელის ჩადუღებით (ნახ. 2). დასაშვებია მილყელის ჩადუღება ნახვრეტების ჰერმეტიზაციისათვის მილებში, რომელთა სიმტკიცის ნორმატიული ზღვარი ნაკლებია 537 მეგპა (55 კგძ/მმ2)-ზე, ხოლო კედლის სისქე ნაკლებია 12 მმ-ზე.
ტექნოლოგიური ნახვრეტები შემდგომი ჰერმეტიზაციისათვის მილყელების ან საკერებლების ჩადუღებით რეკომენდებულია ამოიჭრას მილის პერიმეტრის ზედა ნაწილში. გახვრეტა სრულდება თარგებით, გაზური ჭრით.
ნახვრეტების ტორსები ძირითად მილში, მასში მილყელის შემდგომში მიდუღების შემთხვევაში, გაწმენდილი უნდა იქნეს მექანიკური ხერხით ბასრი ნაწიბურების ლიკვიდაციისათვის.
2.4.18. ტექნოლოგიური ნახვრეტის ამოჭრა ძირითად მილში მილყელის შემდგომი ჩადუღების შემთხვევაში იმდაგვარად უნდა განხორციელდეს, რომ ნახვრეტი იყოს 10-15 მმ-ით ნაკლები მილყელის დიამეტრზე.
2.4.19. ტექნოლოგიური ხვრელი უნდა ამოიჭრას რგოლური შედუღების ადგილიდან არანაკლებ 0,5 მ და გრძივი ნაკერიდან არანაკლებ 0,2 მ-ის დაშორებით. ამავე დროს ხვრელის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს მილის დიამეტრის ნახევარს.
2.4.20. რეკომენდებულია საკერებლების დამზადება სტაციონარულ პირობებში მილის ცალკეული ნაჭრებისაგან, რომელსაც აქვს ძირითადი მილის დიამეტრი, სისქე და სიმტკიცის კლასი.
საკერებლის ზომები არ უნდა იყოს 250x350 მმ-ზე მეტი და 100x150 მმ-ზე ნაკლები. განსხვავება საკერებლის სიგრძესა და სიგანეს შორის უნდა იყოს არანაკლებ 50 მმ-სა. R1
, R2
, R3
რადიუსები განისაზღვრება საკერებლის სიგრძისა და სიგანის მიხედვით. საკერებლის ნაწიბურები (პირი) უნდა დამუშავდეს მექანიკურად და ფორმითა და ზომებით უნდა შეესაბამებოდეს ნახ. 1-ის მოთხოვნებს.
2.4.21. მილყელი დამზადებული უნდა იქნეს წინასწარ, ძირითადი მილის არაუმეტეს 0,3 დიამეტრის მილისაგან, მაგრამ, მისი დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 325 მმ-ს.
არაუმეტეს 16 მმ კედლის სისქის მქონე მილყელის მაქსიმალური ზომა კონკრეტული მილისათვის განისაზღვრება მილყელიდან რეზინის ბურთის ჩაყენების შესაძლებლობიდან გამომდინარე.
2.4.22. მისადუღებელი მილყელის ტორსი უნდა შემოიჭრას თარგით და ნაწიბურს უნდა ჰქონდეს 500-იანი განივი დაჭრის კუთხე 1,5-2 მმ დაბლაგვებით. ძროზე მისადუღებელი მილყელის ტორსი უნდა მომზადდეს მექანიკური ხერხით ნაწიბურების 300-იანი განივი დაჭრის კუთხით (ნახ. 2).
2.4.23. მილში გაზის ჭარბი წნევის არსებობისას რეკომენდებულია ტექნოლოგიური ნახვრეტების ძროიანი მილყელებით დადუღება შესრულდეს ტექნოლოგიურ ქვესადებებზე (ნახ. 3).
2.4.24. ტექნოლოგიური საფენები მზადდება 2-3 მმ სისქის დაბალნახშირბადიანი ფოლადისაგან (ნახ. 3).
2.4.25. ქვესადები რგოლების, ტექნოლოგიური ქვესადებების, საკერებლებისა და მილყელების მოჭიდვა და შედუღება დასაშვებია მხოლოდ მილისა და მილყელების ლითონების დადებითი ტემპერატურის დროს.
შესადუღებელი მასალები (ელექტროდები), შედუღების რეჟიმი, წინასწარი შეთბობა და სხვა ტექნოლოგიური ოპერაციები უნდა აკმაყოფილებდეს ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.
შეთბობა უნდა შესრულდეს სპეციალური შემათბობლებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საკერებლისა და მილყელის შედუღების ადგილის თანაბარ შეთბობას.
თუ შედუღების პირობებით შეთბობა არ არის საჭირო, გარემო ჰაერის 50 C და მეტი ტემპერატურისას მილის ტექნოლოგიურნახვრეტებიანი უბანი უნდა გამოიშროს.
2.3.26. საკერებლის აწყობისას თავდაპირველად საკერებელს უნდა მიეჭიდოს ქვესადები რგოლი, შემდეგ ქვესადებრგოლიანი საკერებელი უნდა ჩაისვას ნახვრეტში, მიეჭიდოს და მიდუღდეს მთლიანი ნაკერით.
საკერებლის ნაწიბურების გადაცდენა მილის მიმართ არ უნდა აღემატებოდეს 1,5 მმ. აწყობის მოხერხებულობისათვის დასაშვებია შესადუღებელ ნაწიბურებთან ელექტროდების ღეროებისაგან დამზადებული დროებითი ტექნოლოგიური კრონშტეინების მიჭიდვა (ნახ. 1), რომლებიც მექანიკურად უნდა მოცილდეს საკერებლის მიჭიდვის შემდეგ.
2.4.27. მილყელის დადუღებისას ტექნოლოგიური ქვესადების გამოყენებით თავდაპირველად უნდა მოინიშნოს ნახვრეტი, ჩაიდოს ქვესადების ერთი ნახევარი და მიეჭიდოს, ჩაიდოს მეორე ნახევარი და მიეჭიდოს. შემდეგ მიედუღოს ისინი მთლიანი ნაკერით ტექნოლოგიური ნახვრეტის პერიმეტრზე და ქვესადების პირაპირზე, ამასთან, ქვესადების ცენტრალური ნახვრეტი უნდა დარჩეს თავისუფალი.
აწყობისას დასაშვებია მავთულის კრონშტეინების გამოყენება.
ცენტრალური ნახვრეტი უნდა იყოს ჰერმეტიზებული, მაგ., თიხით, მაგრამ ისე, რომ ძირითად მილში წნევის აწევისას მუშა წნევამდე დაირღვეს ნახვრეტის ჰერმეტიზაცია.
2.4.28. საკერებლისა და მილყელის საშემდუღებლო-სამონტაჟო სამუშაოები უნდა შესრულდეს შეჩერებების გარეშე ერთ სამუშაო ციკლში მოსაპირკეთებელი ნაკერის სრულ დამთავრებამდე. ნაკერის ცალკეული ფენები უნდა შესრულდეს ნახ. 4-ზე მოცემული თანამიმდევრობით.
2.4.29. მილყელების მიდუღების შემდეგ საჭიროა შენადუღი შეერთების მოშვება გათბობით 2000 C-მდე და შემდგომი გაცივებით თბომაიზოლირებელი სარტყლის ქვეშ სრულ გაცივებამდე.
საკერებლის დადუღებისას შემდგომი შეთბობა არ ხდება, მაგრამ, რემონტის ადგილი იფარება თბომაიზოლირებელი სარტყლით.
გაცივების პროცესში ტენის მოხვედრა შენადუღ შეერთებაზე დაუშვებელია.
2.4.30. მილყელის მიდუღების ბოლო ოპერაციაა ელიფსური სახშობის მიჭიდვა და მიდუღება მილყელთან:
სახშობი უნდა იყოს მიჭიდული და მიდუღებული არანაკლებ სამფენიანი მთლიანი ნაკერით მილყელთან.
2.4.31. სამუშაოების შესრულებისას უნდა ხორციელდებოდეს კონტროლი ოპერაციების მიხედვით შემდეგ ეტაპებზე:
– ნახვრეტის, საკერებლის, მილყელის, სახშობის ქვესადები რგოლის მომზადება;
– ქვესადები რგოლის აწყობა და მიჭიდვა;
– სახშობის მიდუღება;
– წინასწარი შეთბობა;
– საკერებლის, მილყელის აწყობა და მიჭიდვა;
– საკერებლის, მილყელის მიდუღება;
– სწრაფი გაცივების ასაცილებელი ღონისძიებები.
2.4.32. შენადუღი ნაკერები მოწმდება რადიოგრაფიული და ულტრაბგერითი მეთოდებით ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.
2.4.33. დაუშვებელი დეფექტების გამოვლენისას შენადუღი შეერთებები რემონტს არ ექვემდებარება. მილის უბანი ამოიჭრება და ჩაიდება კოჭი სიგრძით არანაკლებ ძირითადი მილის დიამეტრისა.
2.4.34. მილყელისა და სახშობის მიდუღების სამუშაოების დამთავრების შემდეგ ფორმდება აქტი (დანართი 17).
3. დამამთავრებელი სამუშაოები
3.1. შენადუღი შეერთებების შემოწმების დადებითი შედეგების მიღების შემდეგ სრულდება დამამთავრებელი სამუშაოები, რომელთაც მიეკუთვნება საიზოლაციო, მიწის, ჰაერის გამოდევნის, გამოცდის, გაქრევისა და სხვა სამუშაოები.
ამ სამუშაოების უსაფრთხოების ღონისძიებები და ტექნოლოგია განისაზღვრება სათანადო ინსტრუქციებითა და ამ სახის სამუშაოების შესრულების წესებით.
ამასთან ერთად, დამატებით გათვალისწინებული უნდა იქნეს:
3.1.1. ანტიკოროზიული იზოლაცია თავისი მახასიათებლებით არ უნდა იყოს საპროექტოზე უარესი.
3.1.2. მიწისქვეშა გაზსადენზე მიწის მიყრა და მიტენვა (უბეების შევსება) უნდა სრულდებოდეს რბილი გრუნტით, რომელიც გამორიცხავს იზოლაციის დაზიანებას.
3.1.3. გარემონტებული გაზსადენიდან, ჭურჭლიდან (აპარატიდან, ტევადობიდან) ჰაერის გამოდევნა წარმოებს გაზით, რომლის წნევა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 მეგპა (1 კგძ/სმ2). გამოდევნა ჩაითვლება დამთავრებულად, თუ ჟანგბადის შემცველობა გამომავალ გაზჰაერის ნარევში არ აღემატება 2 %-ს (მოცულობით). ჰაერის გამოდევნის დამთავრების შემდეგ გამქრევი სანთელი უნდა დაიკეტოს.
3.1.4. გაზჰაერის (აფეთქებასაშიში) ნარევის გამოდევნის დამთავრების შემდეგ გაზსადენის გარემონტებული უბანი გამოიცდება მაქსიმალურ სამუშაო წნევაზე ორი საათის განმავლობაში გაზსადენის მუშაობის პროცესში.
3.1.5. სამუშაო მოედანზე მოწყობილობის შემოსაკრავის რემონტისას მისი გაზით შევსებისა და სამუშაო წნევის 50 %-ის მიღწევისას მოწყობილობა, მილსადენი, შენადუღი და გასართი შეერთებები, ჩობლები მოწმდება ჰერმეტულობაზე ვიზუალურად ან ხელსაწყოთი (გაჟონვის აღმოჩენით). გაჟონვების არარსებობისას წნევა უნდა ამაღლდეს მუშა წნევამდე. განმეორებითი
აფეთქება-ხანძარსაშიშ ობიექტებზე სარემონტო სამუშაოების მომზადების პირობები და წარმოების წესები;
– უზრუნველყოს განწეს-დაშვების საჭირო შეთანხმებები და ღონისძიებათა შესრულება ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებისათვის.
ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოებისათვის მოწყობილობისა და კომუნიკაციების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
– ორგანიზაცია გაუკეთოს განწეს-დაშვებაში ნაჩვენები ღონისძიებების შესრულებას;
– შეამოწმოს ღონისძიებათა შესრულების ხარისხი და სისრულე.
ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
– ორგანიზაცია გაუკეთოს ღონისძიებათა შესრულებას ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარებისათვის. სამუშაოთა შემსრულებლებს ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი;
– შეამოწმოს სამუშაოთა შემსრულებლების (შემდუღებლების, ამომჭრელების) მოწმობები;
– შეამოწმოს ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების საშუალებებისა და ინსტრუმენტების წესივრულობა, სამუშაოების წარმოების ადგილი უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის პირველადი საშუალებებით (აირწინაღი, დამცავი სარტყელი, თოკი და ა.შ.);
– იმყოფებოდეს ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების ადგილზე, კონტროლი გაუწიოს შემსრულებელთა მუშაობას;
– იცოდეს გარემოს მდგომარეობა (დაგაზიანება) ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების ადგილზე და აუცილებლობის შემთხვევაში შეწყვიტოს სამუშაოები;
– შესვენების შემდეგ, ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების განახლებისას, შეამოწმოს სამუშაოების წარმოების ადგილისა და მოწყობილობის მდგომარეობა. მუშაობის განახლების ნებართვა გასცეს სამუშაო ზონაში ჰაერის ნარევის ანალიზის დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემდეგ;
– ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების დამთავრების შემდეგ შეამოწმოს სამუშაო ადგილი ხანძარუსაფრთხოების მიზნით.
ცვლის უფროსი ვალდებულია:
– შეატყობინოს ცვლის პერსონალს ობიექტზე სარემონტო სამუშაოების წარმოების შესახებ;
– უზრუნველყოს ტექნოლოგიური პროცესი საჭირო პარამეტრების შესაბამისად;
– კონტროლი გაუწიოს ოპერატიულ ჟურნალში სარემონტო სამუშაოების თითოეული ეტაპის შესრულების რეგისტრაციას.
სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი ვალდებულია:
– თან ჰქონდეს საკვალიფიკაციო მოწმობა;
– გაიაროს ინსტრუქტაჟი ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებაზე და ხელი მოაწეროს განწეს-დაშვებას;
– იცოდეს ხანძარსაქრობი საშუალებების გამოყენება, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს და შეუდგეს ხანძრის ჩაქრობას;
– სიცოცხლისათვის საშიში სიტუაციების წარმოშობის შემთხვევაში შეწყვიტოს ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები;
– ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების დამთავრების შემდეგ გულმოდგინედ დაათვალიეროს სამუშაოთა წარმოების ადგილი, აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები, რომელთაც შეუძლია გამოიწვიოს ხანძრის გაჩენა, ტრავმები, ავარიები და ა.შ.
დანართი 11
ვამტკიცებ
––––––––––––––––––––
თანამდებობა
––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი
––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
“–––” ––––––––––––– 200 წ.
ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოების ჩამონათვალი
№
სამუშაოს ადგილი და ხასიათი
ხელმძღვანელი (თანამდებობა, სახელი, გვარი)
უსაფრთხოების ძირითადი ღონისძიებები
მოსამზადებელი სამუშაოებისას
ძირითადი სამუშაოე
ბისას
1
2
3
4
5
საამქროს (სამსახურის) უფროსი
დანართი 12
ცეცხლთან დაკავშირებული და გაზსაშიში სამუშაოების აღრიცხვის
ჟურნალი
№
განწეს-
დაშვებისა (ნებართვის) და სამუშაოს ორგანიზაციის გეგმის ნომრები
სამუშაოს ჩატარების თარიღი და დრო
სამუშაოს ჩატარების ადგილი
ჩასატარებელი სამუშაოს ხასიათი
სარემონტო (ცეცხლთან დაკავშირებული)
, გაზსაშიში სამუშაოს ხელმძღვანელის გვარი, სახელი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
დანართი 13
ვამტკიცებ
––––––––––––––––––––
ხელმოწერა
“–––––” –––––––––––– 200 წ.
განწეს-დაშვება (ნებართვა)
ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოებაზე აფეთქებასაფრთხიან
და აფეთქება – და ხანძარსახიფათო ობიექტებზე
1. საამქრო, ობიექტი, განყოფილება, დანადგარი, უბანი –––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. სამუშაო ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აპარატი, კომუნიკაცია და ა.შ.
3. სამუშაოს შინაარსი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. პასუხისმგებელი ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოების მომზადებაზე–––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი, თანამდებობა
5. პასუხისმგებელი ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებაზე
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი, თანამდებობა
6. მოსამზადებელი ღონისძიებების ნუსხა და თანამიმდევრობა და უსაფრთხოების ზომები ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების დროს:
ა) მოსამზადებელი სამუშაოებისას––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბ) ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებისას ––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
7. საამქროს (სამსახურის) უფროსი ––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
8. ბრიგადის შემადგენლობა და აღნიშვნა ინსტრუქტაჟის გავლის შესახებ
№
სახელი, გვარი
პროფესია
ინსტრუქტაჟის მიმღების ხელმოწერა ინსტრუქტაჟის გავლაზე
ინსტრუქტაჟის ჩამტარებლის ხელმოწერა
9. ჰაერის ანალიზის შედეგები ––––––––––––––––––––––––––––––––––––
სინჯის აღების თარიღი, დრო, ადგილი, კონცენტრაცია
10. ღონისძიებები, რომლებიც გათვალისწინებულია მე-6 პუნქტის ა, ბ ქვეპუნქტებში შესრულებულია––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თარიღი, მოსამზადებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
11. სამუშაო ადგილი ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოებისათვის მომზადებულია –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
თარიღი, ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
12. ნებართვას ვიძლევი ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოებაზე
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საამქროს (სამსახურის) უფროსი
–––––––საათიდან––––––––––– საათამდე
13. შეთანხმებულია: სახანძრო დაცვის წარმომადგენელი ––––––––––––
თარიღი, ხელმოწერა
–––––––––––––––––– წარმომადგენელი ––––––––––––
თარიღი, ხელმოწერა
უსაფრთხოების ინჟინერი –––––––––––– თარიღი,ხელმოწერა
14. განწეს-დაშვება (ნებართვა) გაგრძელებულია „––––” ––––––––––– 200 წ.
–––––––––––– საათიდან –––––––––––– საათამდე
ცეცხლთან დაკავშირებულ სამუშაოებზე პასუხისმგებელი –––––––––––––––
ხელმოწერა
შეთანხმებულია –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განწეს-დაშვების დამამტკიცებელი პირის სახელი, გვარი, ტელეფონოგრამის თარიღი და ნომერი
სამუშაოები დამთავრებულია „––––”––––––––––––––––– 200 წ.
პასუხისმგებელი ცეცხლთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოებაზე
––––––––––––
ხელმოწერა
სამუშაოები მიღებულია „––––”––––––––––– 200 წ.
პასუხისმგებელი საწარმოდან (ქვედანაყოფი, საამქრო, სამსახური)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
დანართი 14
მინიმალური მანძილების ცხრილი
(სახიფათო ზონების რადიუსი)
მუშა წნევა, მეგპა (კგძ/სმ2)
2,5 (25)-ზე მეტი 10 (100)-მდე
1,2 (12)-ზე მეტი
2,5 (25)-მდე
პირობითი დიამეტრი, მმ
300 და ნაკლები
300-ზე მეტი 600-მდე
600-ზე მეტი 800-მდე
800-ზე მეტი
1000-მდე
1000-ზე მეტი 1200-მდე
1200-ზე მეტი 1400-მდე
300 და ნაკლები
300-ზე მეტი
მინიმალური მანძილი (სახიფათო ზონების რადიუსი), მ
75
125
150
200
225
250
75
100
დანართი 15
აფეთქებასაფრთხიანი ზონების კლასიფიკაცია „ელექტროდანადგარების მოწყობის წესების“ თანახმად
1. აფეთქებასაფრთხიანი ზონების განსაზღვრისას მიიღება:
ა. აფეთქებასაფრთხიანი ზონა სათავსში იკავებს სათავსის მთელ მოცულობას, თუ აფეთქებასაფრთხიანი ნარევის მოცულობა აღემატება სათავსის თავისუფალი მოცულობის 5%-ს;
ბ. აფეთქებასაფრთხიანად ითვლება ზონა სათავსში ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 5 მ-ის ფარგლებში ტექნოლოგიური აპარატიდან, რომლიდანაც შესაძლებელია საწვავი გაზების ან ადვილაალებადი სითხეების ორთქლის გამოყოფა, თუ აფეთქებასაფრთხიანი ნარევის მოცულობა ტოლია ან ნაკლებია სათავსის თავისუფალი მოცულობის 5 %-ისა. სათავსი აფეთქებასაფრთხიანი ზონის ფარგლებს გარეთ ითვლება აფეთქებაუსაფრთხოდ, თუ არ არის მასში აფეთქების საშიშროების შემქმნელი სხვა ფაქტორები;
გ. გარე აფეთქებასაფრთხიანი დანადგარების აფეთქებასაფრთხიანი ზონის ზომები მე-5 პუნქტის მიხედვით.
შენიშვნები:
ა. აფეთქებასაფრთხიანი გაზჰაერისა და ორთქლჰაერის ნარევების მოცულობები, აგრეთვე, ორთქლჰაერის ნარევის წარმოქმნის დრო განისაზღვრება „აფეთქების, აფეთქება-ხანძრისა და ხანძრის საშიშროების მიხედვით წარმოებების კატეგორიის განსაზღვრის მითითებების“ შესაბამისად;
ბ. А, Б და Е კატეგორიების წარმოებების სათავსებში ელექტრომოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს ელექტროდანადგარების მიმართ შესაბამისი კლასების აფეთქებასაფრთხიან ზონებში.
2. B - I კლასის ზონებად ითვლება იმ სათავსებში განლაგებული ზონები, რომლებშიც გამოიყოფა საწვავი გაზები ან ადვილაალებადი სითხეების ორთქლი ისეთი რაოდენობითა და თვისებებით, რომ შეუძლიათ ჰაერთან წარმოქმნან აფეთქებასაფრთხიანი ნარევები მუშაობის ნორმალური რეჟიმების დროს, მაგალითად, ტექნოლოგიური აპარატების ჩატვირთვის ან განტვირთვისას, ღია ტევადობებში ადვილაალებადი სითხეების შენახვისას ან გადასხმისას და სხვა.
3. B - Ia
კლასის ზონებად ითვლება იმ სათავსებში განლაგებული ზონები, რომლებშიც ნორმალური ექსპლუატაციის დროს საწვავი გაზების (მიუხედავად აალების ქვედა კონცენტრაციის ზღვრისა) ან ადვილაალებადი სითხეების ორთქლის ნარევები ჰაერთან არ წარმოიქმნება და მათი გაჩენა შესაძლებელია მხოლოდ ავარიების ან უწესივრობების შედეგად.
4. B - Iг
კლასის ზონებად ითვლება სივრცე გარე დანადგარებთან: საწვავი გაზებისა და ადვილაალებადი სითხეების შემცველ ტექნოლოგიურ დანადგარებთან (გარდა ამიაკური საკომპრესორო დანადგარებისა), საწვავი გაზებისა და ადვილაალებადი სითხეების მიწისზედა ჩასასხმელ და ჩამოსასხმელ ესტაკადებთან, ღია ნავთობსაჭერებთან, მოტივტივე ნავთობის აფსკიან ტბორ-სალექრებთან და ა.შ.
B - Iг
კლასს აგრეთვე მიეკუთვნება სივრცე ღიობებთან: B - I, B - Ia
კლასების აფეთქებასაფრთხიანი ზონების მქონე სათავსების გარე გადამღობი კონსტრუქციების იქით (გამონაკლისია მინაბლოკით შევსებული ფანჯრების ღიობები); გარე გადამღობ კონსტრუქციებთან, თუ მათზე განლაგებულია მოწყობილობა ჰაერის გამოსადევნად ნებისმიერი კლასის აფეთქებასაფრთხიანი ზონის მქონე სათავსების გამწოვი ვენტილაციის სისტემებიდან ან თუ ისინი იმყოფებიან გარე აფეთქებასაფრთხიანი ზონის საზღვრებში; საწვავი გაზებისა და ადვილადაალებადი სითხეების შემცველი ტევადობებისა და ტექნოლოგიური აპარატების მცველ და სასუნთქ სარქვლებთან.
5. გარე აფეთქებასაფრთხიანი დანადგარებისათვის B - Iг
კლასის აფეთქებასაფრთხიან ზონად ითვლება სივრცე შემდეგ საზღვრებში ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად:
ა. 0,5 მ-მდე – B - I, B - Ia
კლასების აფეთქებასაფრთხიანი ზონების მქონე სათავსების გარე გადამღობი კონსტრუქციების იქით;
ბ. 3 მ-მდე – საწვავი გაზებისა და ადვილაალებადი სითხეების შემცველი დახურული აპარატიდან; გამწოვი ვენტილატორიდან, რომელიც დაყენებულია გარედან (ქუჩაზე) და ემსახურება ნებისმიერი კლასის აფეთქებასაფრთხიანი ზონის მქონე სათავსებს;
გ. 5 მ-მდე – საწვავი გაზებისა და ადვილაალებადი სითხეების შემცველი ტევადობებისა და ტექნოლოგიური აპარატების მცველ სასუნთქ სარქვლებზე არსებული გამოსატყორცნი მოწყობილობიდან; ნებისმიერი კლასის აფეთქებასაფრთხიანი ზონის მქონე სათავსების გამწოვი ვენტილაციის სისტემებიდან ჰაერის გამოსადევნ მოწყობილობამდე, რომლებიც განლაგებულია შენობათა გადამღობ კონსტრუქციებზე;
დ. 8 მ-მდე – ადვილაალებადი სითხეებისა და საწვავი გაზების შემცველი რეზერვუარებიდან; შემოზვინვის არსებობისას მთელი ფართობის საზღვრებში შემოზვინვის შიგნით;
ე. 20 მ-მდე – ღია ჩამოსხმისა და ჩასხმის ადგილიდან ადვილაალებადი სითხეების ღია ჩამოსასხმელ და ჩასასხმელ ესტაკადებზე.
ესტაკადები დახურული ჩამოსასხმელ-ჩასასხმელი მოწყობილობით, ესტაკადები და საყრდენები საწვავი გაზებისა და ადვილაალებადი სითხეების მილსადენების ქვეშ არ მიეკუთვნება აფეთქებასაფრთხიან ზონებს. გამონაკლისია ზონები 3 მ-ის საზღვრებში ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად მილსადენების ჩამკეტი არმატურიდან და მილტუჩა შეერთებებიდან, რომელთა ფარგლებში ელექტრომოწყობილობას უნდა ჰქონდეს აფეთქებადაცული შესრულება აფეთქებასაფრთხიანი ნარევის კატეგორიისა და ჯგუფის შესაბამისად.
დანართი
16
––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––
დასახლებული პუნქტი საწარმო
„––––“–––––––––––––200 წ. „–––––“ –––––––––––––––––– 200 წ.
აქტი
საგარანტიო შენადუღ შეერთებაზე
ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერებმა, სამუშაოთა ხელმძღვანელმა–––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი, თანამდებობა
დეფექტოსკოპიის ლაბორატორიის წარმომადგენელმა––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი, თანამდებობა
დეფექტოსკოპისტმა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი
მემონტაჟე-შემდუღებელთა ბრიგადამ შემადგენლობით:
ბრიგადირი ––––––––––––––––––––
სახელი, გვარი
ამომჭრელი ––––––––––––––––––––
სახელი, გვარი
ელექტროშემდუღებელი ––––––––––––––––––
სახელი, გვარი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ჩამოითვალოს აგრეთვე სახაზო მილგამყვანები, ზეინკლები
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შევადგინეთ აქტი მასზედ, რომ ჩვენს მიერ შესრულებულია შენადუღი შეერთების აწყობა, შედუღება და ხარისხის კონტროლი მილსადენზე–––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საგარანტიო პირაპირის შედუღების ადგილის დასახელება და დაწვრილებითი მიბმა
შენადუღი პირაპირის ამოჭრის, აწყობის, შედუღების სამუშაოების შესრულების მაღალი ხარისხის, აგრეთვე, შედუღების რადიოგრაფული და ულტრაბგერითი კონტროლის შედეგების საფუძველზე შენადუღი პირაპირის ხარისხი გარანტირებულია და პირაპირი მიჩნეულია ექსპლუატაციისათვის ვარგისად.
სამუშაოთა ხელმძღვანელი ––––––––––––––––––
ლაბორატორიის პასუხისმგებელი წარმომადგენელი ––––––––––––––––––
მემონტაჟე-შემდუღებელთა ბრიგადის წევრები ––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დეფექტოსკოპისტი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დანართი 17
––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––
დასახლებული პუნქტი საწარმო
„––––––“––––––––––––––200 წ. „–––––– “–––––––––––––– 200 წ.
აქტი
ტექნოლოგიური ნახვრეტების ჰერმეტიზაციაზე
ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერებმა, სამუშაოთა ხელმძღვანელმა–––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი, თანამდებობა
დეფექტოსკოპიის ლაბორატორიის წარმომადგენელმა––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი, თანამდებობა
დეფექტოსკოპისტმა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი
მემონტაჟე-შემდუღებელთა ბრიგადამ შემადგენლობით:
ბრიგადირი –––––––––––––––
სახელი, გვარი
ამომჭრელი –––––––––––––––
სახელი, გვარი
ელექტროშემდუღებელი ––––––––––––––
სახელი, გვარი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ჩამოითვალოს აგრეთვე სახაზო მილგამყვანები, ზეინკლები
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შევადგინეთ აქტი მასზედ, რომ –––––––––––––––––––––––––––––––––––––
მიეთითოს ადგილი
შესრულებულია ტექნოლოგიური ნახვრეტის ჰერმეტიზაცია მილყელის (საკერებლის) მიდუღებით. მილყელი (საკერებელი) დამზადებულია მილისაგან
ფოლადი –––––––––– სახშობით –––––––––––– ფოლადი ––––––– .
მილყელის (საკერებლის) შედუღება შესრულებულია ელექტროდებით
შენადუღი ნაკერი შემოწმებულია –––––––––––ფიზიკური მეთოდით და მიჩნეულია ვარგისად.
სამუშაოთა ხელმძღვანელი –––––––––––––––––––
ლაბორატორიის პასუხისმგებელი წარმომადგენელი –––––––––––––––––––
მემონტაჟე-შემდუღებელთა ბრიგადის წევრები ––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დეფექტოსკოპისტი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––