1. ავტოტრანსპორტის დაშვება გასაწყობად წარმოებს ოპერატორის (ამვსების) ნებართვით ან სათანადო შუქური სიგნალიზატორით. შესვლა მგზავრებით (სალონში, კაბინაში ან ძარაზე) აკრძალულია.

2. სადგურის ტერიტორიაზე მძღოლი უნდა დაემორჩილოს საგზაო მოძრაობის ნიშნებს (სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 5 კმ/სთ), იგი ვალდებულია იმოქმედოს ტექზედამხედველობის 2000 წლის 28 მარტის №11 ბრძანებით დამტკიცებული “გაზბალონიანი ავტომობილების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის წესების” მე-2 მუხლის შესაბამისად.

3. ავტოტრანსპორტის გაწყობა ფიქსირდება ჟურნალში, რომლის ფორმას განსაზღვრავს ადმინისტრაცია.

4. აკრძალულია ავტოტრანსპორტის გაწყობა, თუ მძღოლს არა აქვს შეკუმშულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტოტრანსპორტის მართვის უფლება.

თავი XI. ელექტრომოწყობილობა, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემე