1. ავტოტრანსპორტის გაწყობისას გაზის წნევა არ უნდა აღემატებოდეს გაზსავსები სვეტისათვის დადგენილს.
2. აკრძალულია ავტოტრანსპორტისა და მისი გაზის მოწყობილობის რემონტი სადგურების ტერიტორიაზე.
3. დაუშვებელია კონსტრუქციული დეფექტების მქონე და ტექნიკური შემოწმების ვადაგასული ბალონების ავსება.
4. აკრძალულია იმ გაზბალონიანი ავტოტრანსპორტის გამართვა, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი სტანდარტით დადგენილი, გაფორმებული გაზის ბალონების გამოცდისა და ტექნიკური მომსახურების ჩატარების დამადასტურებელი საბუთი, ხოლო ავტობუსის სალონებში განთავსებულ ბალონებს – ვენტილირებადი დამცავი მექანიზმ