1. სავენტილაციო დანადგარებზე დგება საექსპლუატაციო ფორმულარი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, რომელიც მოიცავს:
ა) ჰაერსატარების სქემას მილების დიამეტრებით, არმატურის, კომპენსატორების, მცველების, ცეცხლმაკავი და სადრენაჟო მოწყობილობის, უკუსარქვლების, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, დანადგარის სხვა მოწყობილობის განლაგებით;
ბ) სავენტილაციო დანადგარის ექსპლუატაციაში მიღების აქტს;
გ) სავენტილაციო დანადგარის მოწყობილობის პასპორტებს;
დ) დანადგარის მუშაობის დროის აღრიცხვას;
ე) უწესივრობების აღრიცხვას ექსპლუატაციის დროს;
ვ) დანადგარის მოწყობილობისა და ელემენტების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტების აღრიცხვას;
ზ) მონაცემებს დანადგარის ელემენტების შეცვლის შესახებ.
2. სავენტილაციო დანადგარების ტექნიკური მომსახურება ტარდება დამამზადებელი ქარხნის პასპორტებით გათვალისწინებულ ვადებში, მიმდინარე რემონტი – წელიწადში ერთხელ, კაპიტალური რემონტი – ხუთ წელიწადში ერთხელ.
3. აკრძალულია გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ტექნოლოგიური მოწყობილობის მუშაობა უწესივრო ან გაჩერებული სავენტილაციო დანადგარებითა და ჰაერმაცივებელი აპარატები