1. საწარმო (მფლობელი) ვალდებულია უზრუნველყოს გაზსადენებსა და აგრეგატებზე დაყენებული საზომ-საკონტროლო, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის ხელსაწყოების, აგრეთვე, აფეთქებასაფრთხიან ზონებსა და სათავსებში ელექტროწრედების უსაფრთხო კომუტაციისათვის გამოყენებული აფეთქებადაცული ელექტრომოწყობილობის მუდმივი ტექნიკური ზედამხედველობა, მომსახურება, მიმდინარე და კაპიტალური რემონტი.
2. დაუშვებელია საზომ-საკონტროლო ხელსაწყოს გამოყენება, თუ დარღვეულია შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნები.
3. აკრძალულია გაზმოწყობილობის და გაზსადენების ექსპლუატაცია, თუ მათზე საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემები გამოსულია მწყობრიდან ან გამორთულია.
4. დაგაზიანების უწყვეტი მოქმედების სიგნალიზატორის შეცვლამდე (მისი მწყობრიდან გამოსვლის, დაზიანების ან საკონტროლო გადამოწმებისას) საწარმოო სათავსების ჰაერში გაზის კონცენტრაციის კონტროლი აუცილებელია განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.
5. გაზგასაწყობი სვეტების ელექტრომოწყობილობას უნდა ჰქონდეს აფეთქებადაცული შესრულება.
6. მოქმედ გაზსადენებსა და მოწყობილობაზე დაყენებული საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიზაციისა და სიგნალიზაციის სისტემების საიმპულსო მილაკების გაქრევა დასაშვებია შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.
7. შენობა-ნაგებობებისა და ელექტროდანადგარების ელვისაგან დაცვა ხორციელდება „ელექტროდანადგარების მოწყობის წესების” მოთხოვნების შესაბამისა