1. გაზის საშრობი დანადგარის მომსახურება ხორციელდება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.
2. გაზის საშრობი დანადგარის მოწყობილობის მიმდინარე რემონტისას სრულდება შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული სამუშაოები.
3. გაზის საშრობი დანადგარის კაპიტალური რემონტისას, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, სრულდება სამუშაოები მიმდინარე რემონტის მოცულობით, მოწყობილობის ცალკეული დეტალებისა და კვანძების შეცვლით. კაპიტალური რემონტის მოცულობა განისაზღვრება მიმდინარე რემონტის, ჰიდრავლიკური და პნევმატიკური გამოცდებისა და ექსპლუატაციის დროს გამოვლენილი დეფექტების საფუძველზე.
4. ყველა სახის მომსახურებისა და რემონტის მოცულობები ზუსტდება დამამზადებელი ქარხნის „გაზის საშრობი დანადგარის ექსპლუატაციის ინსტრუქციის (სახელმძღვანელოს)” შესაბამისად.
5. ტექნიკური მომსახურებისას გამოვლენილი ყველა უწესივრობა დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრა