1. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურის ყოველ სავენტილაციო დანადგარზე უნდა შედგეს პასპორტი ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების აღნიშვნით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ბრძანებით ინიშნება სავენტილაციო დანადგარებზე პასუხისმგებელი პირი.
3. სავენტილაციო დანადგარებზე დგება საექსპლუატაციო ფორმულარი, რომელიც მოიცავს:
ა. ჰაერსატარების სქემას მილების დიამეტრებით, არმატურის, კომპენსატორების, მცველების, ცეცხლმაკავი და სადრენაჟო მოწყობილობის, უკუსარქვლების, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, დანადგარის სხვა მოწყობილობის განლაგებით;
ბ. სავენტილაციო დანადგარის ექსპლუატაციაში მიღების აქტს;
გ. სავენტილაციო დანადგარის მოწყობილობის პასპორტებს;
დ. დანადგარის მუშაობის დროის აღრიცხვას;
ე. უწესივრობების აღრიცხვას ექსპლუატაციის დროს;
ვ. დანადგარის მოწყობილობისა და ელემენტების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტების აღრიცხვას;
ზ. მონაცემებს დანადგარის ელემენტების შეცვლის შესახებ.
4. სავენტილაციო დანადგარის ექსპლუატაციისას სრულდება დათვალიერება ყოველ ცვლაში, ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე და კაპიტალური რემონტები.
5. სავენტილაციო დანადგარების ყოველ ცვლაში დათვალიერებისას წარმოებს:
ა. სათავსში დაჭირხნული ჰაერის პარამეტრების კონტროლი;
ბ. უკუსარქვლების მოქმედების შემოწმება;
გ. კალორიფერების თბოგადამტანების პარამეტრების შემოწმება;
დ. ჩამიწების მთლიანობის შემოწმება;
ე. ელექტროძრავების, ჰაერსატარების, მილსადენების დამაგრების შემოწმება;
ვ. მბრუნავი ნაწილების შემოღობვის მდგომარეობის შემოწმება;
ზ. ელექტროძრავების გამომყვანების კოლოფების მდგომარეობის შემოწმება.
6. სავენტილაციო დანადგარების ტექნიკური მომსახურება ტარდება გრაფიკით დამამზადებელი ქარხნის პასპორტებით გათვალისწინებულ ვადებში, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც, მიმდინარე რემონტი – წელიწადში ერთხელ მაინც, კაპიტალური რემონტი – ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც.
7. სავენტილაციო დანადგარების ტექნიკური მომსახურებისას წარმოებს:
ა. ვიზუალური კონტროლი მექანიკური დაზიანებისა და კოროზიის, ჰაერსატარების ჰერმეტულობის, სავენტილაციო კამერებისა და კალორიფერების მილების, შეღებვის მთლიანობის დარღვევის, ხმაურისა და ვიბრაციის გამოვლენის მიზნით;
ბ. დროსელ-სარქვლების, შიბერებისა და ჟალუზის ცხაურების, ცენტრიდანული ვენტილატორების მუშა თვლებისა და ღერძული ვენტილატორების ნიჩბების ბრუნვის მიმართულების სისწორის (სავენტილაციო დანადგარის მოქმედების სისწორის ჩათვლით) შემოწმება;
გ. ცენტრიდანულ ვენტილატორების როტორებსა და გარსაცმს შორის და ღერძული ვენტილატორების ნიჩბებსა და რკალს შორის ღრეჩოების შემოწმება;
დ. ფილტრის, კალორიფერის ფირფიტებისა და სექციების გაჭუჭყიანების განსაზღვრა და კასეტების მფილტრავი მასალით შევსების შემოწმება;
ე. ელექტროძრავების საკისრების ტემპერატურის კონტროლი და ძრავების ჩამიწების შემოწმება;
ვ. სათავსში დაჭირხნული ჰაერის პარამეტრების შემოწმება;
ზ. სავენტილაციო კამერების კარების ჰერმეტულობისა და თბოიზოლაციის მდგომარეობის შემოწმება.
8. სავენტილაციო დანადგარის მიმდინარე რემონტისას წარმოებს შემდეგი ყველაზე მეტად დამახასიათებელი სამუშაოები:
ა. ტექნიკური მომსახურებისას გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა;
ბ. ელექტროძრავების დაშლა და გაწმენდა;
გ. ელექტროძრავების მუშაობის შემოწმება უქმი სვლისა და დატვირთვის რეჟიმებში;
დ. ელექტროძრავების აფეთქებადაცულობის პარამეტრების შემოწმება;
ე. ჩამამიწებელი მოწყობილობის წინაღობის შემოწმება;
ვ. დენგამტარი ნაწილების რემონტი ან შეცვლა;
ზ. მაგნიტური ამამუშავებლებისა და კონტაქტორების რემონტი;
თ. ვენტილატორებისა და ელექტროძრავების საკისრების რემონტი ან შეცვლა;
ი. საკისრებში საპოხის შეცვლა;
კ. ცენტრიდანული ვენტილატორების მუშა თვლების ცალკეული ნიჩბებისა და ღერძული ვენტილატორების ნიჩბების რემონტი;
ლ. ვენტილატორებისა და ელექტროძრავების დამაგრება;
მ. ჰაერსატარების, ვენტილატორების, სავენტილაციო კამერების, ჰაერის ასაღები და გამწოვი შახტების გაწმენდა;
ნ. სავენტილაციო კამერების, სახელურების, კასეტების, შიბერების რემონტი;
ო. კალორიფერის მილებში არასიმჭიდროვეების აღმოფხვრა;
პ. სავენტილაციო სისტემების გამოცდა და რეგულირება აეროდინამიკური მახასიათებლების განსაზღვრით.
9. აკრძალულია გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ტექნოლოგიური მოწყობილობის მუშაობა უწესივრო ან გაჩერებული სავენტილაციო დანადგარებითა და ჰაერმაცივებელი აპარატები