მუხლი 37. გაზსავსები სვეტების ტექნიკური მომსახურება
თავი X — ავტოტრანსპორტის გაწყობა
1. გაზსავსები სვეტების ტექნიკური მომსახურება წარმოებს მთავარი ინჟინრის (ტექნიკური დირექტორის) მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად და ტარდება იგივე ვადებში, როგორიცაა დადგენილი სადგურის ტექნოლოგიური გაზსადენებისათვის.
2. ტექნოლოგიურ გაზსადენებსა და გაზსავსებ სვეტებზე დაყენებული მილსადენების არმატურის ელექტროამძრავების ტექნიკური მომსახურება წარმოებს არმატურის ტექნიკური მომსახურების დროს.
3. ექსპლუატაციის პერიოდში გაზსავსები სვეტის სახელურები (შლანგები) ექვს თვეში ერთხელ მაინც ექვემდებარება ჰიდრავლიკურ გამოცდას წნევით, რომელიც 25 %-ით აღემატება გაზსავსები სვეტის პასპორტში მითითებულ მუშა წნევა
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება „უსაფრთხოების წესები-ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 37, №37, 19.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 300.190.000.12.219.006.187 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56872/muxli-37/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია