1. გაზსავსები პუნქტი ტერიტორია შესაბამისი სტანდარტი მიხედვით იყოფა საწარმოო და დამხმარე ზონებად, რომელთა ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების, შენახვისა და მიწოდების ტექნოლოგიურ პროცესებთან დამოკიდებულებით უნდა განლაგდეს შემდეგი ძირითადი შენობები და ნაგებობანი:
-საწარმოო ზონაში:
ა) გაზის დასაცლელი სვეტები; შესანახი ბაზა თხევადი გაზის რეზერვუარებით;
ბ) შესანახი ბაზა თხევადი გაზის რეზერვუარებით;
გ) შევსების საამქრო, სავსე და ცარიელი ბალონების დასაწყობი და დასატვირთ-ჩამოსატვირთი მოედნით;
დ) გაზის სატუმბ-საკომპრესორო და ჰაერის საკომპრესორო;
ე) ამაორთქლებელი (თბომცვლელი) დანადგარი;
ვ) ბალონებიდან აუორთქლებელი ნარჩენების მისაღები რეზერვუარები;
ზ) გაზსავსები პუნქტის ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად თხევადი გაზის ორთქლისა და თხევადი ფაზების გადასაადგილებელი შიგასამოედნო მილსადენები.
2-დამხმარე ზონაში:
ა) საწარმოო-დამხმარე შენობა მექანიკური სახელოსნოს, სანტექნიკური სატუმბის, ადმინისტრაციულ-სამეურნეო და სხვა სათავსების განლაგებისათვის;
ბ) სატრანსფორმატორო ქვესადგური;
გ) საქვაბე (თუ არ არსებობს თბომომარაგების არსებულ სისტემასთან მიერთების საშუალება);
დ) ავტომანქანების ღია სადგომი;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო სამარაგო წყლის რეზერვუარები;
ვ) სასაწყობო და სხვა სათავსები.
3. მინიმალური მანძილი გაზსავსები პუნქტის თხევადი გაზის შესანახი რეზერვუარებიდან იმ შენობა-ნაგებობებამდე, რომლებიც არ ეკუთვნის პუნქტს, უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
4. მინიმალური მანძილი გაზსავსები პუნქტის ტერიტორიაზე განლაგებულ შენობებსა და ნაგებობებს შორის მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
თავი