მუხლი 15. სარეზერვუარო და ჯგუფური გაზბალონიანი დანადგარებით გაზმომარაგება საერთო მითითებანი
თავი VII — მუხლი 15. სარეზერვუარო და ჯგუფური გაზბალონიანი დანადგარებით გაზმომარაგება საერთო მითითებანი
1. ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება სარეზერვუარო და გაზბალონიანი დანადგარებით გაზმომარაგების სისტემების, აგრეთვე საორთქლებელი მოწყობილობებისა და თხევადი გაზის ჰაერთან შემრევი დანადგარების დაპროექტებაზე.
2. განსაკუთრებული ბუნებრივი ან კლიმატური პირობების რაიონებისათვის გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით გაზმომარაგების სისტემების დაპროექტებისას გასათვალისწინებელი უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნები.
3. სათავსებს შიგნით გაზსადენის გაყვანა, გაზის ხელსაწყოების განლაგება და საწარმოო დანადგარების გაზმომარაგების დაპროექტება უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვი