1. რეზერვუარების, ბალონებისა და წნევის რეგულატორების შემოკვრის მილსადენები გაანგარიშებული უნდა იყოს რეზერვუარებისა და ბალონების მისაღებ წნევაზე.

2. ბალონებიანი და სარეზერვუარო ჯგუფური დანადგარებიდან დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების გაყვანა, თუ ამ დანადგარებში გათვალისწინებულია გაზის ხელოვნური აორთქლება, საჭიროა ისეთ სიღრმეზე, სადაც გრუნტის მინიმალური ტემპერატურა აღემატება გაზის კონდენსირების ტემპერატურას.

3. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ბალონებიანი და სარეზერვუარო ჯგუფური დანადგარებიდან დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების გაყვანა, თუ ამ დანადგარებში გათვალისწინებულია გაზის ხელოვნური აორთქლება, საჭიროა ისეთ სიღრმეზე, სადაც გრუნტის მინიმალური ტემპერატურა აღემატება გაზის კონდენსირების ტემპერატურას. გაზსადენები მოცულობითი საორთქლებლებიდან გაყვანილი უნდა იყოს გრუნტის გაყინვის სიღრმეზე ქვემოთ. ამ პირობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს გაზსადენების ან კონდენსატშემკრებების შეთბობა.

4. გაზსადენის დახრილობის სიდიდე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

თავი VI