1.
ბუნებრივი გაზის საწარმომ ან/და კვალიფიციურმა მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული (დაშვების მის მხარეს) ყველა საჭირო მოწყობილობა-დანადგარების შესაბამისობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოების ნორმებთან, რათა ამ მოწყობილობებმა არ შეუქმნას საფრთხე არც მის საკუთრებაში არსებულ ტრანსპორტირების სისტემას და არც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ტრანსპორტირებისათვის საჭირო მოწყობილობა-დანადგარების შეუფერხებელ მუშაობას, მის პერსონალსა და მის მიერ დაქირავებულ მესამე პირებს.
2.
ბუნებრივი გაზის საწარმომ ან/და კვალიფიციურმა მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს დაშვების მის მხარეს არსებული მილსადენების და მოწყობილობა-დანადგარების გამოყოფა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის საკუთრებაში არსებული მილსადენების და მოწყობილობა-დანადგარების სისტემისგან, საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერით.
3.
დაშვების წერტილის ექსპლუატაციაში მიღებამდე, ბუნებრივი გაზის საწარმომ ან/და კვალიფიციურმა მომხმარებელმა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.
4.
ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების წინ აუცილებელია, ბუნებრივი გაზის საწარმომ ან/და კვალიფიციურმა მომხმარებელმა ჩაატაროს მისი მოწყობილობა-დანადგარების წინასწარი ტესტირება და მისი შედეგები წარუდგინოს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. ტესტირების შედეგები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის ქსელის მზადყოფნის შესახებ და მას უნდა დაერთოს:
ა) ძირითადი მოწყობილობა-დანადგარების დაზუსტებული სპეციფიკაციები, ნახაზები და სქემები;
ბ) ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქციების ასლები და პასუხისმგებელი პირების სია;
გ) ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებელის მიერ დაშვების მის მხარეს არსებული გაზსადენებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების გეგმა;
დ) დაშვებისათვის განკუთვნილი ობიექტის მოწყობილობა/დანადგარების მზადყოფნის ანგარიშ