იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე თანხმობას განაცხადებს დაშვებაზე,  იგი ვალდებულია დაშვების თანხმობის შესახებ სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში მაძიებელს/დაინტერესებულ პირს წერილობით აცნობოს თანხმობის თაობაზე და გაუგზავნოს შეთავაზება (დაშვების შეთავაზება).

2.
დაშვების შეთავაზება გულისხმობს მაძიებლისათვის/დაინტერესებული პირისათვის დაშვების შესახებ  ხელშეკრულების (დაშვების ხელშეკრულების) ხელმოწერილი ორი ეგზემპლარის გაგზავნას. დაშვების ხელშეკრულებ(ებ)ის სტანდარტულ ფორმას შეიმუშავებს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე და ამტკიცებს სააგენტო.

3.
მაძიებელმა/დაინტერესებულმა პირმა  სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისაგან  შეთავაზების  მიღებიდან  20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა აცნობოს თავისი თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთავაზება ავტომატურად უქმდება. აღნიშნული ვადის გასვლამდე მაძიებლის/დაინტერესებული პირის დასაბუთებული მოთხოვნით სატრასპორტო საშულების მესაკუთრე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ  ვადის ერთჯერადად გაგრძელების თაობაზე არაუმეტეს 20 (ოცი) სამუშაო დღით.

4.
მაძიებელი/დაინტერესებული პირი დაშვების შეთავაზებაზე თანხმობას გამოხატავს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ წარდგენილ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით და მისი ერთი ეგზემპლარის სატრანსპორტო საშუელების მესაკუთრესათვის მიწოდებით.

5.
მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა მაძიებელი/დაინტერესებული პირი სატრანსპორტო საშელების მესაკუთრის მიერ წარდგენილ დაშვების შეთავაზებას განსაზღვრულ ვადაში, გადახდილი დეპოზიტი მაძიებელს/დაინტერესებულ პირს უკან არ უბრუნდება.

6.
დაშვების ხელშეკრულებაში შესაძლებელი უნდა იყოს სპეციფიკური პირობების, ტექნიკური მახასიათებლებისა   და   საფასურის   გამოყოფა.   დაშვების   ხელშეკრულება   არ   უნდა   ახდენდეს მაძიებლის/დაინტერესებული პირის დისკრიმინაციას და ის არ უნდა განსხვავდებოდეს ერთი და იგივე კატეგორიის პროექტებისათვის.

7.
დაშვების ხელშეკრულება სულ მცირე უნდა ასახავდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:

ა) ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებელის დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნომერს, ორგანიზაციულ ფორმას, საბანკო რეკვიზიტებს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელ. ფოსტის მისამართს;

ბ) კომპენსაციის ოდენობას დაშვების ვადის დარღვევის შემთხვევაში;

გ) დაშვების განაცხადის საიდენტიფიკაციო ნომერს;

დ)  ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციურ მომხმარებელის ობიექტის  და ამ ობიექტზე არსებული მომხმარებელი დანადგარების ტექნიკურ მახასიათებლებს (სამუშაო წნევის, საათობრივი სიმძლავრის და დღიური სიმძლავრის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები ტექნიკური პასპორტის შესაბამისად);

ე) ინფორმაციას დაშვების წერტილის შესახებ;

ვ) დაშვების საფასურს;

ზ) დაშვების სამუშაოების განხორციელების პერიოდს, რომელიც დაყოფილია შემდეგ ეტაპებად:

ზ.ა) ნებართვებისა და თანხმობების მოპოვებისათვის განსაზღვრული პერიოდი;

ზ.ბ) დაშვების სამუშაოებისათვის განსაზღვრული პერიოდი, ყველა საჭირო ნებართვისა და თანხმობის მოპოვების შემდეგ;

თ) ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის  ობიექტის საქმიანობის ტიპს (სფერო);

ი) დაშვებასთან დაკავშირებით როგორც გარანტირებულ, ისე წყვეტადი მომსახურების პირობებს. წყვეტადი მომსახურების შემთხვევაში უნდა ასახავდეს მომსახურების შეწყვეტის ან დროებით შეჩერების შესაძლებლობას.

8.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს უფლება აქვს შეწყვიტოს დაშვების ხელშეკრულება:

ა) როდესაც ხელშეკრულების პირობები ირღვევა იმგვარად, რომ ის საფრთხეს უქმნის მისი პირობების ეფექტიანობას ან/და შესრულებას;

ბ) თუ ცნობილი გახდება, რომ დაშვების წერტილის მოწყობამდე  ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის  ობიექტი მიერთდა სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან;

გ)  თუ  ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის პროცედურებ