1.
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით შეიმუშაოს და სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს „სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების“ შესახებ განაცხადი (დაშვების განაცხადი).
2.
დაშვების განაცხადი სულ მცირე უნდა მოიცავდეს:
ა) განმცხადებელის დასახელებას, სამართლებრივ ფორმას, საბანკო რეკვიზიტებს, მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერს და ელექტრონული ფოსტის მისამართს);
ბ) ტექნიკური ინფორმაციის მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაციას;
გ) საპროგნოზო დღიური დატვირთვის გრაფიკს;
დ) მოთხოვნილი დაშვების, აგრეთვე მაძიებლის/დაინტერესებული პირის ობიექტზე არსებული მოწყობილობა-დანადგარების ტექნიკურ აღწერილობას (მათ შორის, მოწყობილობა-დანადგარის მწარმოებლის მიერ გაცემულ შესაბამის ტექნიკურ მონაცემებს – ტექნიკურ პასპორტსა და ინსტრუქციებს);
ე) დაშვების სამუშაოების დაწყების, მოწყობილობა-დანადგარების სატრანსპორტო სისტემაზე მიერთებისა და ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღებს;
ვ) დაშვების მინიმალურ და მაქსიმალურ სიმძლავრეს (კუბ.მ/სთ);
ზ) მინიმალურ და მაქსიმალურ სამუშაო წნევას (მგპა);
თ) წლიურ საპროგნოზო მოხმარებას (კუბ.მ);
ი) მაძიებლის/დაინტერესეული პირის ობიექტის საქმიანობის ტიპის (სფეროს) შესახებ ინფორმაციას.
3.
დაშვების განაცხადს თან უნდა დაერთოს:
ა) 1000 ლარის ოდენობით დეპოზიტის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაძიებლის/დაინტერესებული პირის რეალური ინტერესის დასადასტურებლად;
ბ) მაძიებლის/დაინტერესებული პირის „ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული საქმიანობის ლიცენზიის ასლი, არსებობის შემთხვევაში;
გ) განმცხადებლის/დაინტერესებული პირის კუთვნილი ობიექტის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია, მისი განლაგების გეგმის, საკადასტრო რუკის და საჯარო რეესტრიდან შესაბამისი ამონაწერის ჩათვლით.
4.
მაძიებელმა/დაინტერესებულმა პირმა, სატრანსპორტო საშუალებეასთან დაშვების მიზნით, ამ მუხლით განსაზღვრულ დაშვებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარუდგინოს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. დაშვების განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი მაძიებელის/დაინტერესებული პირის მიერ.
5.
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია დაარეგისტრიროს მაძიებლის/დაინტერესებული მიერ წარდგენილი განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია და მიანიჭოს მას რეგისტრაციის ნომერი.
6.
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთო) სამუშაო დღის ვადაში განიხილოს მაძიებლის/დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია და მიიღოს გადაწყვეტილება შეესაბამება თუ არა განაცხადი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისდა წინამდებარე დებულების მოთხოვნებს და გადაწყვეტილებაში აღნიშნოს ეთანხმება თუ არა იგი მისცეს უფლება მის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე დაუშვას ბუნებრივი გაზის საწარმო ან/და კვალიფიციურ მომხმარებელი.
7.
ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მაძიაებელს/დაინტერესებულ პირს ხარვეზის დადგენის შესახებ და განუსაზღვროს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე მის გამოსასწორებლად. თუ ხარვეზი მითითებულ ვადაში არ გამოსწორდა, განაცხადი დარჩება განუხილველი და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ მაძიებელს/დაინტერესებულ პირს უნდა დაუბრუნოს განაცხადი, თანდართული დოკუმენტაცია და დეპოზიტი 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (თუ იგი გადახდილია მაძიებლის/დაინტერესებული პირის მიერ). მაძიებლის/დაინტერესებული პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის განაცხადის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი ხელახალი რეგისტრაცია.
8.
თუ განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მაძიებელს/დაინსტერესებულ პირს არ ეცნობება ხარვეზის თაობაზე, განაცხადი ითვლება დამტკიცებულად და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია იმოქმედოს ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისა