1.
კვალიფიციური მომხმარებელი უნდა ფლობდეს და ექსპლუატაციას უწევდეს დაშვების  წერტილიდან მის მხარეზე არსებულ  ბუნებრივი გაზის ყველა საჭირო მოწყობილობა-დანადგარს.

2.
კვალიფიციური მომხმარებელი  პასუხისმგებელია მისი  კუთვნილი ბუნებრივი  გაზის  ყველა საჭირო მოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე.

3.
კვალიფიციური მომხმარებელი ვალდებულია შეინახოს და განაახლოს დაშვების წერტილის შემდგომ  მისი  კუთვნილი ბუნებრივი გაზის  ყველა საჭირო მოწყობილობა-დანადგარების მშენებლობასთან, დამონტაჟებასთან, ტესტირება-შემოწმებასთან, მოდიფიკაციასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები იმგვარად, რომ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს სრულყოფილად წარუდგინოს დასაბუთება გაზის მოწყობილობა-დანადგარების მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე, ყველა საჭირო დოკუმენტის თანდართვით.

4.
სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვებული კვალიფიციური მომხმარებელი ვალდებულია, არ  დაუშვას  მის  ქსელზე სხვა მომხმარებლის მიერთება. სატრნსპორტო საშუალებების მესაკუთრეს ეკრძალება მომსახურების გაწევა იმ კვალიფიციურ მომხმარებლისთვის, რომელიც არღვევს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

5.
სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვებული კვალიფიციური მომხმარებული ვალდებულია, მის ობიექტზე დაშვების განაცხადში და დაშვებასთან დაკავშირებით შედგენილი ტექნიკური მახასიათებლების ამსახველ დოკუმენტში  ასახული  ნებისმიერი ცვლილების შესახებ წინასწარ აცნობოს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

6.
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ყოველწლიურად განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვებული კვალიფიციური მომხმარებლების ობიექტების შემოწმება, რათა დადგინდეს დაშვების წერტილიდან კვალიფიციური მომხმარებლის საკუთრებაში (მიერთების წერტილიდან მომხმარებლის მხარეს) არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ყველა დანადგარის შესაბამისობა დაშვების განაცხადსა და ხელშეკრულებაში ასახულ ინფორმაციასა და მონაცემებთან, და დაშვების ტექნიკური მახასიათებლების ამსახველ დოკუმენტთან.

7.
სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვებული კვალიფიციური მომხმარებლების ობიექტების შემოწმება უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის და შესაბამისი კვალიფიციური მომხმარებლის თანდასწრებით, რომელსაც წერილობით  უნდა ეცნობოს  შემოწმების  დრო და ადგილი გონივრული პერიოდით  ადრე,  მაგრამ  არანაკლებ  10  სამუშაო  დღისა. კვალიფიციური  მომხმარებელი  ვალდებულია, დაუშვას სატრანსპორტო საშუალების წარმომადგენელი მის საკუთრებაში არსებულ ქსელთან, დანადგარებსა და სხვა სახის ხელსაწყოებთან. კვალიფიციური მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშალებების მესაკუთრე უფლებამოსილია, კვალიფიციურ  მომხმარებელს შეუწყვიტოს სატრანსპორტო საშუალების დაშვებასთან დაკავშრებული მომსახურება, რის შესახებაც კვალიფიციური მომხმარებელი გაფრთხილებული უნდა იყოს არანაკლებ სამი სამუშაო დღით ადრე.

8.
კვალიფიციური მომხმარებლის ობიექტზე არსებული ბუნებრივი გაზის საწარმოს დანადგარების ან/და დაშვების განაცხადში, ან/და დაშვების ტექნიკური მახასიათებლების ამსახველ დოკუმენტში ასახული მონაცემების ცვლილება იწვევს დაშვებასთან დაკავშირებული ცვლილების ვალდებულებას, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ განხილულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესი