1.
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე იღებს ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის ობიექტის სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვების გადაწყვეტილებას, ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის მოწყობილობა-დანადგარების  სატრანსპორტო სისტემის უსაფრთხო ან/და ეფექტიან და საიმედო ფუნქციონირებაზე შესაძლო გავლენის შეფასების შემდეგ.

2. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ვალდებულია დასაბუთებული უარი განაცხადოს დაშვებაზე თუ აშკარა  უარყოფით  გავლენას  იქონიებს სატრანსპორტო საშუალების ეფექტიან, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებაზე, ან თუ საფრთხეს შეუქმნის გარემოს, საზოგადოების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას;

3.
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უფლებამოსილია უარი განაცხადოს დაშვებაზე, თუ სახეზეა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 2512 მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.

4.
იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე უარს განაცხადებს დაშვებაზე, მან  დასაბუთებული უარი  გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წერილობითი ფორმით უნდა აცნობოს მაძიებელს/დაინტერესებულ პირს.

პასუხი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ან/და სხვა ტექნიკურ გადაწყვეტას მოთხოვნილ დაშვებასთან დაკავშირები