1.
ბუნებრივი გაზის საწარმოს და კვალიფიციურ მომხმარებელს უნდა ჰქონდეთ სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად.

2.
ბუნებრივი გაზის საწარმო და კვალიფიციური მომხმარებელი  უფლებამოსილია დაშვებულ იქნას სატრანსპორტო საშუალებასთან, თუ ის აკმაყოფილებს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

3.
დაშვების  წერტილში  ყველა  მოწყობილობა-დანადგარი  უნდა აკმაყოფილებდეს  საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დებულების, მოთხოვნებს.

4.
დაშვების წერტილი უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მექანიკური მინარევებისა და კონდენსატისგან გასუფთავება და აღრიცხვა.

5.
ბუნებრივი გაზის საწარმომ, კვალიფიციურმა მომხმარებელმა და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ თავიანთ ვებგვერდზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა განათავსოს სატრანსპორტო საშუალებაზე დაშვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

6.
სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებისთვის ყველა საჭირო სამუშაოებს ახორციელებს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, ბუნებრივი გაზის საწარმოსა და კვალიფიციურ მომხმარებელთან წინასწარ შეთანხმებული ხელშეკრულების და პროექტის შესაბამისა