1.
დაშვების წერტილის მდებარეობას განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, ბუნებრივი გაზის საწარმოს ან/და კვალიფიციური მომხმარებლის ინტერესების  შეძლებისდაგვარად  გათვალისწინებით,  გამოქვეყნებულ   ტექნიკურ  კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

2. დაშვების წერტილი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:

ა) მილსადენი;

ბ) მთავარი ჩამკეტი ონკანი;

გ) ავარიული ჩამკეტი ონკანი ავტომატიზებული მართვით;

დ)  გაზის ან ნავთობის  მომზადების  კვანძი  (გასუფთავება,  წნევის  რეგულირება   და  საჭიროების  შემთხვევაში წინასწარი გათბობა);

ე) აღრიცხვის კვანძი;

ვ)  მართვისა და დაცვის ავტომატიზებული სისტემა;

ზ) დაშვების წერტილის დაცვის საშუალებები;

3.
დაშვების წერტილის ადგილმდებარეობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ:

ა) შესაძლებელი იყოს მისასვლელი გზის მოწყობა მძიმე ტექნიკისთვის;

ბ) იყოს საკმარისი სივრცე დაშვების წერტილის მოწყობილობა-დანადგარების განთავსებისათვის;

გ) მოპოვებული იყოს საჭირო ნებართვები ან შესაძლებელი იყოს მათი მოპოვება.

4. დაშვების  წერტილის  სქემები  და  ნახაზები  მომზადებული  უნდა  იყოს  შესაბამისი  ტექნიკური რეგლამენტების და სტანდარტების მოთხოვნების დაცვით.

5.
დაშვების შედეგად შექმნილი დაშვების წერტილი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის საკუთრება