1. მიერთების წერტილის მდებარეობას განსაზღვრავს ტრანსპორტირების ლიცენზიატი, მაძიებლის ინტერესების შეძლებისდაგვარად გათვალისწინებით, გამოქვეყნებულ ტექნიკურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
2. მიერთების წერტილი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:
ა) მილსადენი (განშტოება მაგისტრალური გაზსადენიდან გაზომვის და რედუცირების სადგურამდე);
ბ) მთავარი ჩამკეტი ონკანი (საონკანო კვანძი განშტოებაზე);
გ) ავარიული ჩამკეტი ონკანი ავტომატიზებული მართვით;
დ) გაზის მომზადების კვანძი (გასუფთავება, წნევის რეგულირება და საჭიროების შემთხვევაში წინასწარი გათბობა);
ე) აღრიცხვის კვანძი;
ვ) ოდორიზაციის ავტომატიზირებული კვანძი (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) მართვისა და დაცვის ავტომატიზებული სისტემა;
თ) მიერთების წერტილის დაცვის საშუალებები;
3. მიერთების წერტილის ადგილმდებარეობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ:
ა) შესაძლებელი იყოს მისასვლელი გზის მოწყობა მძიმე ტექნიკისთვის;
ბ) იყოს საკმარისი სივრცე მიერთების წერტილის მოწყობილობა-დანადგარების განთავსებისათვის;
გ) მოპოვებული იყოს საჭირო ნებართვები ან შესაძლებელი იყოს მათი მოპოვება.
4. მიერთების წერტილის სქემები და ნახაზები მომზადებული უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების და სტანდარტების მოთხოვნების დაცვი