1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შეამოწმოს წარმოდგენილი განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების სრულყოფილება და მისი შესაბამისობა ამ წესების 69-ე მუხლის მოთხოვნებთან და დაამტკიცოს იგი ან დაადგინოს ხარვეზი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს ხარვეზის დადგენის შესახებ და განუსაზღვრავს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე მის გამოსასწორებლად. თუ ხარვეზი მითითებულ ვადაში არ გამოსწორდა, განაცხადი დარჩება განუხილველი და ტრანსპორტირების ლიცენზიატმა განმცხადებელს უნდა დაუბრუნოს განაცხადი, თანდართული დოკუმენტაცია და დეპოზიტი 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (თუ იგი გადახდილია განმცხადებელის მიერ). განმცხადებელის მიერ ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის განაცხადის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი ხელახალი რეგისტრაცია.
2. თუ განაცხადის რეგისტრაციიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში განმცხადებელს არ ეცნობება ხარვეზის თაობაზე, განაცხადი ითვლება დამტკიცებულად და ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია იმოქმედოს ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად.
3. თუ პირს სურს გახდეს პირდაპირი მომხმარებელი და ამ მიზნით წარადგენს სრულყოფილ მიერთების განაცხადს, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მისი მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს კომისიას, რომელიც შეისწავლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე განაწილების ლიცენზიატის უარის დასაბუთებას. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ მაძიებლის განაცხადის დამტკიცება ან მასში ხარვეზის დადგენა უნდა მოხდეს კომისიის დასკვნის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მაძიებელ