1. გაზომვის მოწყობილობების გაუმართაობის ან ჩავარდნის (გაზომვის შეცდომა) დროს, თუ გაზომვის შეცდომის დაწყების თარიღის ობიექტურად დადასტურება შეუძლებელია, გადაანგარიშება უნდა მოხდეს აღრიცხვის კვანძზე ბოლოს განხორციელებული შემოწმებიდან გაზომვის შეცდომის აღმოფხვრამდე პერიოდზე.
2. გაზომვის არასწორი მონაცემების შესწორების შემდეგ განაწილების ლიცენზიატმა უნდა შეცვალოს აღრიცხვის ანგარიშ(ებ)ი და გაუგზავნოს შესაბამის მხარეებს.
3. გაზომვის შეცდომის შემთხვევაში გაზომვის მონაცემები უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) თუ გაზომვის მოწყობილობის ერთ ან რამდენიმე ხელსაწყო (რომლებიც ერთად ქმნიან გაზომვის ჯაჭვს) გაუმართავად მუშაობს ან დისტანციურად გამზომი სისტემებიდან მიღებული მონაცემები დაიკარგა, გაზის ოდენობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება უნდა მოხდეს სარეზერვო სისტემებიდან/მოწყობილობიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც სარეზერვო სისტემა/მოწყობილობა არ არსებობს, მიღებული/გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:
ბ.ა) თუ გაზომვის შეცდომის შემოწმებისას შესაბამისი თვის პერიოდისათვის არსებობს მიღებული/გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობის ზუსტი აღრიცხვის მონაცემები, ამ შემთხვევაში მოცემულ თვისთვის დაითვლება დღიური საშუალო და აღნიშნული გამოყენებული იქნება არაზუსტი ან გამოტოვებული მონაცემის ნაცვლად;
ბ.ბ) თუ ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის ოდენობის ზუსტი აღრიცხვის მონაცემები არ არსებობს, მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს წინა წლის ანალოგიური პერიოდში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობის ნამრავლით ცვლილების კოეფიციენტზე. ცვლილების კოეფიციენტი გამოითვლება გაზომვის შეცდომამდე 90 დღით ადრე საშუალო დღიური ოდენობის (მ³/დღეში) შეფარდებით წინა წლის შესაბამისი პერიოდის საშუალო დღიურ ოდენობასთან. საშუალო დღიური ოდენობის გაანგარიშებისას ნულოვანი მონაცემები მხედველობაში არ მიიღება;
ბ.გ) თუ მიერთებულ სუბიექტებს შეუძლიათ გაზის ნაკადთან დაკავშირებული ისეთი მონაცემების უზრუნველყოფა, რომელიც დადასტურებულად მუდმივ თანაფარდობაშია ბუნებრივი გაზის აღრიცხულ მაჩვენებლებთან, შესაძლებელია ამ თანაფარდობის გამოყენება გამოტოვებული პერიოდის მონაცემების (თუ შესაძლებელია დღიური) განსასაზღვრად.
გ) თუ წნევათა სხვაობის მეთოდის პრინციპზე მოწყობილ აღრიცხვის კვანძზე დაფიქსირდა დასაშვები ნაკადის გადამეტება და არ არსებობს სხვა გზა, რის მიხედვითაც მოხდებოდა ფაქტობრივად გადინებული გაზის ოდენობის განსაზღვრა, ჩაითვლება, რომ იგი დასაშვები ნაკადის 30%-ით გაზრდილი მნიშვნელობის ტოლია.
4. იმ შემთხვევაში თუ გაზომვის შეცდომა დაკავშირებულია ტელემეტრიის მოწყობილობის გაუმართაობასთან და ვერ მოხდა მონაცემების ავტომატური გადაგზავნა, მონაცემების შესწორება უნდა განხორციელდეს უშუალოდ გაზომვის მოწყობილობებიდან ან სარეზერვო მოწყობილობებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღებული მონაცემების საფუძველზ