1. აღრიცხვის კვანძი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი მოწყობილობებით:
ა) გაზის გამზომი მოწყობილობა ან მოწყობილობების კომპლექსი;
ბ) გაზის მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობა შესაბამის მონაცემთა შენახვისა და გადაცემის ფუნქციით.
2. გაზის მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობა შეიძლება იყოს:
ა) მოცულობის ელექტრონული კორექტორი - მოცულობითი კვანძებისთვის;
ბ) ნაკადის გამომთვლელი - ხარჯმზომი კვანძებისთვის.
3. გაზის მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს სათავსოში/კარადაში და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი ელექტროენერგიის წყაროთი.
4. გაზომვის მონაცემების განახლება გაზის მოცულობის გარდამქმნელ მოწყობილობაში უნდა განხორციელდეს ავტომატურად, ქრომატოგრაფიდან უწყვეტად მიღებული მონაცემებით ან ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ, წინასწარ დადგენილი ინტერვალებით, შესაბამისი მხარის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით.
5. გაზის მოცულობის გარდამქმნელ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს საათური გაზომვის მონაცემების არანაკლებ ერთი კალენდარული თვის განმავლობაში შენახვის ფუნქცია (მონაცემთა რეგისტრატორში).
6. ბუნებრივი გაზის ოდენობის განსაზღვრისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი გაზომვის მეთოდები და შესაბამისი მოწყობილობები:
ა) წნევის, ტემპერატურის და კუმშვადობის კოეფიციენტის (ptz) მეთოდის (მოცულობითი კვანძი) გამოყენების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძი უნდა მოიცავდეს გაზის მოცულობით მრიცხველს, ტემპერატურის გადამწოდს, წნევის გადამწოდს და მოცულობის ელექტრონულ კორექტორს ;
ბ) სიმკვრივის მეთოდის (მოცულობითი კვანძი) გამოყენების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძი უნდა მოიცავდეს გაზის მოცულობით მრიცხველს, საოპერაციო პირობებისთვის სიმკვრივის გამზომ უჯრედს, სტანდარტული პირობებისთვის სიმკვრივის გამზომ უჯრედს და მოცულობის ელექტრონულ კორექტორს ;
გ) წნევათა სხვაობის მეთოდის (ხარჯმზომი კვანძი) გამოყენების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძი უნდა მოიცავდეს ხარჯშემავიწროებელ მოწყობილობას, დიფერენციალურ წნევის გადამწოდს, აბსოლუტური ტემპერატურის გადამწოდს, აბსოლუტური წნევის გადამწოდს და ნაკადის გამომთვლელს.
7. წნევათა სხვაობის მეთოდით ბუნებრივი გაზის აღრიცხვა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად აქვს ადგილი შემდეგ გარემოებებს:
ა) მაქსიმალური მოთხოვნილი ნაკადი (Qero) ≥ 3000 მ³/სთ;
ბ) აღრიცხვის კვანძის დატვირთვა სამუშაო რეჟიმში Qmax : Qmin - იქნება 1:10 დიაპაზონში (აღნიშნული პირობა ჩაითვლება დაცულად თუ დიაპაზონიდან გასვლის ჯამური ხანგრძლივობა ბოლო 30 დღის განმავლობაში არ აჭარბებს ამ პერიოდში მთლიანი ნამუშევარი დროის 10%-ს);
გ) გამზომი სექციის დიამეტრი ≥ 100 მმ.;
დ) გამზომი სექციის წნევა ≥ 0.2 მგპა.
8. აღრიცხვის კვანძის მახასიათებლების განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძი უნდა იყოს ავტომატიზებული და გააჩნდეს ელექტრონული მონაცემთა დამუშავების მოწყობილობები (გაზის მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობები). კომერციული მიზნებისთვის საჭირო საათური და დღიური მონაცემები ტელემეტრიის საშუალებით უნდა იგზავნებოდეს აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში და აღნიშნული მონაცემები ბოლო ერთი თვისთვის უნდა ინახებოდეს უშუალოდ მოწყობილობაში;
ბ) თუ გამზომი მოწყობილობა მაქსიმალური ნაკადით (Qmax) ვერ ახერხებს მინიმალური ხარჯების განსაზღვრას (სეზონური გავლენის გამო) აუცილებელია მოეწყოს დამატებითი მრიცხველი უფრო დაბალი მაქსიმალური ნაკადით (Qmax) პირველი მრიცხველის დამოუკიდებლად და პარალელურად;
გ) თუ Qero ≥ 4 000 (მ³/სთ), სარეზერვოდ უნდა მოეწყოს იდენტური პარამეტრების მეორე გამზომი მოწყობილობა ერთმანეთის დამოუკიდებლად და პარალელურად (ერთი აქტიური მეორე სარეზერვო).
დ) Qero ≥ 60 000 მ³/სთ ხარჯმზომ კვანძებზე ავტომატური გაზომვის ჯაჭვი (გადამცემები, ნაკადის გამომთვლელი) უნდა იყოს დუბლირებული.
9. ყველა აღრიცხვის კვანძს უნდა მიენიჭოს სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი).
10. სარემონტო სამუშაოების დროს მომხმარებლის გაზით უწყვეტი მომარაგების მიზნით აღრიცხვის კვანძს ამ წესებით განსაზღვრულ ან/და დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევებში, მთავარი აღრიცხვის ხაზისგან დამოუკიდებელად და პარალელურად უნდა ჰქონდეს იგივე პარამეტრების მეორე აღრიცხვის ხაზი.
11. აღრიცხვის კვანძის აღრიცხვიანობის ზედა ზღვარი უნდა აღემატებოდეს მიერთების სიმძლავრეს.
12. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ გაზომვის მოწყობილობაში გაიაროს მშრალმა და გასუფთავებულმა გაზმა ლამინარული (არა ტურბულენტური) დინებით.
13. აღრიცხვის კვანძის სწორი მონაკვეთების სიგრძეები გაზის მრიცხველამდე და მრიცხველის შემდეგ უნდა შეესაბამებოდეს გაზომვის მოწყობილობების ქარხანა-დამამზადებლის მოთხოვნებს.
14. აღრიცხვის კვანძის კარადების/სათავსოების მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს გაზომვის მოწყობილობების ქარხანა დამამზადებლის მიერ მითითებულ პარამეტრებს, უზრუნველყოფდეს მათ დაცვას დაზიანების, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის, ტენიანობის, მტვრისა და სხვა არასასურველი ეფექტებისგან.
15. აღრიცხვის კვანძის გეომეტრიული ზომების შემოწმება/დადასტურემა უნდა განხორციელდეს შესაბამისი აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ.
16. აღრიცხვის კვანძი უნდა იყოს ისეთი მოწყობის (დიზაინის), რომ მაქსიმალურად იყოს დაცული არასანქცირებული ჩარევისაგან.
17. აღრიცხვის კვანძი და მის შემადგენელი ნაწილები, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა იქონიონ ბუნებრივი გაზის აღრიცხვის სისწორეზე, უნდა იყოს დალუქული.
18. ბუნებრივი გაზის ოდენობის აღრიცხვისთვის გამოყენებული მრიცხველები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ნორმალური მუშა პირობები
მაქსიმალური დასაშვები შეცდომა (MPE)
კლასი
Qmax/Qmin
Qmax/Qt
Qr/Qmax
Qmin≤Q<Qt
Qt≤Q≤Qmax
1.00
≥20
≥5
1.2
2%
1%
სადაც:
Qr: გადატვირთვის ნაკადი (ყველაზე მაღალი ნაკადი, რომლის დროსაც, ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, მრიცხველი მუშაობს გაუარესების გარეშე) (კუბ.მ/სთ);
Qmin: ნაკადის ყველაზე დაბალი მნიშვნელობა, სადაც გაზის მრიცხველი აკმაყოფილებს მოთხოვნებს მაქსიმალურ დასაშვებ შეცდომასთან დაკავშირებით (MPE) (კუბ.მ/სთ);
Qmax: მაქსიმალური ნაკადი;
Qt: გარდამავალი ნაკადი, რომელიც მოქმედებს მაქსიმალურ და მინიმალურ ნაკადებს შორის, სადაც ნაკადის სიდიდე ორ, ზედა და ქვედა ზონად იყოფა. თითოეულ ზონას აქვს მაქსიმალური დასაშვები შეცდომა (კუბ.მ/სთ).
19. წნევის გამზომი გარდამქმნელის მიერთება უნდა განხორციელდეს სამსვლიანი ონკანის გავლით.
20. აღრიცხვის სიზუსტისა და კონტროლის მიზნით, აღრიცხვის კვანძში მოწყობილი უნდა იყოს ორი დამცავი მასრა (ჰილზა) (შენადუღი მილისი ½"NPT) გაზის მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობის ტემპერატურის გადამწოდისთვის და საკონტროლო ტემპერატურის გაზომვისთვის.
21. გაზის აღრიცხვის ავტომატიზირებული სისტემის და გაზომვის მოწყობილობების დამიწება უნდა მოხდეს უსაფრთხო გარემოში იმგვარად რომ არ გამოიწვიოს გამზომი და საკომუნიკაციო მოწყობილობების გაუმართაობა.
22. გამზომი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ბეჭდით და ფირნიშით ყველა მონაცემით (Qmax, Qmin, Pmax, იმპულსები/მ³, ა.შ.).
23. აღრიცხვის კვანძი უნდა იყოს თავსებადი გაზის აღრიცხვის ავტომატიზებულ სისტემასთან და უნდა გააჩნდეთ მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში გაცემის შესაძლებლობ