1. ტრანსპორტირების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ტრანსპორტირების სისტემის ტექნიკური მომსახურების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

2. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს ამ წესების 56-ე მუხლით გათვალისწინებულ გეგმები, რა დროსაც მხედველობაში უნდა მიიღოს ტრანსპორტირების სისტემის ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნები,  დაკავშირების ხელშეკრულებები, ასევე, სისტემით მოსარგებლეების, დაკავშირებული სისტემების ოპერატორების ან კანონიერი ინტერესის მქონე სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ მოწოდებული ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაცია.

3. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა შეძლებისდაგვარად უნდა მოახდინოს ტექნიკური მომსახურების კოორდინირება და შესაბამისობა დაკავშირებული სისტემის ოპერატორებისა და მომხმარებლების დანადგარების მუშაობის სპეციფიკაციებთან.

4. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს ტექნიკური სამუშაოების ჩატარება ტექნიკური მომსახურების გეგმის შესაბამისად. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია განახორციელოს გადაუდებელი ტექნიკური მომსახურება ამ წესების 57-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით.

5. ტრანსპორტირების სისტემაში ტექნიკური მომსახურების სამუშაოების მიმდინარეობისას, ტრანსპორტირების ლიცენზიატი თავისუფლდება ამ წესებიდან და გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებისაგან, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა განპირობებულია ტექნიკური მომსახურების სამუშაოების წარმოები